• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, October 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თინა ხიდაშელი: “საქართველოს უსაფრთხოებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს”

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
თინა ხიდაშელი: “საქართველოს უსაფრთხოებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე
unnamed (1)საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს. თინათინ ხიდაშელი თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტში (RUSI) სიტყვით გამოვიდა. საჯარო გამოსვლისას მან თანამედროვე მსოფლიოს უსაფრთხოების გამოწვევების, ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს წვლილის, ნატო-საქართველოს ურთიერთობების და ტერორიზმთან ბრძოლაში შესაძლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველო განსაკუთრებულ ინტერესს იძენს მსოფლიოსთვის არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის რეგიონში გამორჩეული ქვეყანა საკუთარი მისწრაფებებითა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებით, არამედ, ევროპის ენერგოუსაფრთხოების კუთხითაც. საქართველოს უსაფრთხოებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით ენერგოდერეფნის კონტექსტში, რკინიგზის კონტექსტში, რომელიც ჩინეთს ევროპასთან დააკავშირებს, მომავალი შესაძლებლობების კონტექსტში, რასაც ირანთან და დასავლეთ ევროპის და აშშ-ის მხრიდან შეთანხმების მიღწევის პირობებში შეიძლება ელოდებოდეს სამყარო. ეს, ალბათ, არის მიზეზიც და შედეგიც ყველა იმ პრობლემისა, რომელიც საქართველოს თავს დაატყდა. როგორც ჩანს, რუსეთისთვის სრულიად წარმოუდგენელი და დაუშვებელია, რომ მის კონტროლს მიღმა არსებობდეს ასეთი თავისუფლების დერეფანი, არსებობდეს ტერიტორია, რომელსაც ვერ აკონტროლებს, რომელზეც გავლენა არ აქვს, გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. ამასობაში ეს დერეფანი გამოყენებულია ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, აზიის და ევროპის ერთმანეთთან დაკავშირებისთვის, ტვირთბრუნვისთვის, ვაჭრობისთვის, წარმატებისთვის. როგორც რუსეთის ინტერესია ნათელი და ცალსახა ამ შემთხვევაში, ასეთივე ნათელი და ცალსახა უნდა იყოს ჩვენი პარტნიორების და იმ ქვეყნების ინტერესები, რომლებიც მოსარგებლე არიან ამ თავისუფლების დერეფნით. ბუნებრივია, ეს ერთ-ერთი არგუმენტია ჩვენს ხელში, რომელიც ხმამაღლა, ყველა ფორუმზე რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ვაჩვენოთ პრაქტიკული მიზეზი, თუ კიდევ რატომ უნდა იდგნენ საქართველოს გვერდით, გარდა იმ დიადი მიზნებისა, რომელიც დემოკრატიის, ევროპული მისწრაფებების და ერთიანი ევროპული ოჯახის გაფართოებას მოიცავს“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის გამოსვლა დადებითად შეაფასა თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) მკვლევარმა სარა ლეინმა და ყურადღება მინისტრის კონკრეტულ განცხადებაზე გაამახვილა, რომლის თანახმადაც, საქართველო ნატოსა და ევროკავშირის წევრობას იმსახურებს.

„ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ დღეს აქ საქართველოს თავდაცვის მინისტრს ვმასპინძლობთ. მინისტრის გამოსვლა, ძირითადად, საქართველოს უსაფრთხოების, ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობის საკითხებს შეეხო. მინისტრმა შეგვახსენა რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხე და ღიად ისაუბრა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსა და საქართველოს დაძაბულ ურთიერთობაზე რუსეთთან. ვფიქრობ, მინისტრთან ძალიან საინტერესო და საჭირო საუბარი გვქონდა აქ, ლონდონში, რომელიც ნამდვილად მნიშვნელოვანი ადგილია თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების განხილვისთვის. გაერთიანებული სამეფო ნატოს ერთ-ერთი წამყვანი მოკავშირეა. ვფიქრობ, ლონდონიდან მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის მთავარი გზავნილის მიწოდება ბევრად ადვილია. საქართველოს თავდაცვის მინისტრის გამოსვლის მთავარ გზავნილად კი მახსენდება მისი სიტყვები, რომ საქართველო ნატოსა და ევროკავშირის წევრობას იმსახურებს და არცერთ მესამე ქვეყანას, განსაკუთრებით რუსეთს, საქართველოს მისწრაფებაში ჩარევის უფლება არ აქვს. ნატო და ევროკავშირი უნდა ხედავდნენ, თუ როგორ წარმოუდგენიათ საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობა“,- განაცხადა სარა ლეინმა.

თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტში საქართველოს თავდაცვის მინისტრის საჯარო გამოსვლას ლონდონში მცხოვრები ქართველი სტუდენტებიც დაესწრნენ. მათ შორის იყო ნათია სესკურია, რომელიც RUSI-ში მაგისტრის კურსს პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ინტეგრაციის მიმართულებით გადის.

„მინისტრმა მკაფიოდ ისაუბრა საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ, განსაკუთრებით, „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის პრობლემასთან მიმართებაში, მართებული და კორექტული მესიჯი გაუგზავნა ჩვენს დასავლელ მოკავშირეებს. ჩემი აზრით, პროდუქტიული და სასიამოვნო იყო თავდაცვის მინისტრის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში და ისეთ ორგანიზაციაში, როგორიც არის თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი“,- აღნიშნა ქართველმა სტუდენტმა.

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

საქართველოს მთავარ პროკურატურაში გერმანელი ექსპერტის პამელა კნაუსის ვიზიტი დაიწყო

13 years ago
ერწოს დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო

ერწოს დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო

11 years ago
ფილოლოგი გოგონების მიერ დაწყებულ ბიზნეს საქმიანობა

ფილოლოგი გოგონების მიერ დაწყებულ ბიზნეს საქმიანობა

9 years ago
თერჯოლა-ზესტაფონის გზაზე ძლიერი აფეთქება მოხდა

თერჯოლა-ზესტაფონის გზაზე ძლიერი აფეთქება მოხდა

3 years ago

ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026

ბერი ანდრიას ფონდი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი წაიღო ჩემი გულის ნაწილი სოხუმში... ვიცი მამა ანდრია ჩაგიხუტებს...

მეტის ნახვაDetails
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/17/2026
  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by