საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კარიმ მასიმოვს შეხვდა. როგორც “თბილისი თაიმსს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურების პირისპირ შეხვედრა ყაზახეთის მთავრობის სახლში გაიმართა.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი თემები საქართველო-ყაზახეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობების განვითარება იყო.
12.11.14












