• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

წლის ბოლომდე სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთს“ ჰიპერმატკეტი „კარფური“ დაემატება

11 years ago
in ეკონომიკა, მთავარი მოვლენები
A A
წლის ბოლომდე სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთს“ ჰიპერმატკეტი „კარფური“ დაემატება
14
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

12 სექტემბერს კახეთის გზატკეცილზე, საქართველოში ყველაზე დიდი  სავაჭრო-გასართობი ცენტრი გაიხსნა.

ცენტრის გახსნა, ჯერ კიდევ, ზაფხულის მიწურულს დაანონსდა და საზოგადოებაც დიდი ინტერესით ელოდა თუ, როდის დასრულდებოდა ეს მასშტაბური პროექტი.

სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“ საზეიმოდ საქართველოს ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ და თბილისის ვიცე – მერმა ლაშა აბაშიძემ გახსნეს.  გახსნის ცერემონიალს, დაახლოებით, 35 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.

„ისთ-ფოინთის“, რომელიც 31 ჰექტარზეა განთავსებული, საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტია.

როგორც ცნობილია ობიექტზე განთავსებულია მაღაზიები, კაფეები, რესტორნები და სხვადასხვა გასართობი საშუალება. ამასთანავე, კომპლექსი  3 ათასამდე ახალ სამუშაო ადგილს ითვალისწინებს.

ახალი სავაჭრო ქალაქის დაარსების ისტორიის, ძირითადი უპირატესობების, ტრანსპორტთან დაკავშირებული კითხვებისა და სხვა სიახლეების შესახებ „თბილისი თაიმსს“ „ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორი, თეა ლომინაძე ესაუბრა.

12042246_1047037611994181_441232243_n (1)რას წარმოადგენს ახალი სავაჭრო ცენტრი „ისთ–ფოინთი“ და როგორია მისი დაარსების ისტორია?

– პროექტის ისტორია დაიწყო 4 წლის წინ. ბაზარი საშუალებას იძლეოდა, რომ შექმნილიყო ახალი სავაჭრო ცენტრი. ჩატარდა კვლევა, რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ ქართველები უპირატესობას ღია სივრცეში, ეგრეთ წოდებულ „Street Style Shopping“–ს ანიჭებენ.

 სწორედ ამიტომ გაჩნდა იდეა, შექმნილიყო ღია სივრცის ტიპის სავაჭრო ცენტრი.

არქიტექტურულ პროექტზე ცნობილმა ებრაულმა კომპანიამ MYS იმუშავა, რომლის აშენებულიცაა თანამედროვე თელავივის დიდი ნაწილი.  

85,000 მ2-ზე განლაგებულ საერთაშორისო სტანდარტების მქონე კომპლექსში განთავსებულია „კავეას“ ქსელის კინოთეატრი “CAVEA IMAX”.

“CAVEA IMAX” რეგიონში პირველი IMAX ტექნოლოგიის 10 დარბაზიანი კინოთეატრია; სავაჭრო ცენტრში მომხარებელს ელოდება 12 ხაზიანი პროფესიონალური ბოულინგი კონცეპტუალური კაფე&რესტორნით, ასევე რეგიონში ყველაზე დიდი “ზარა”, “მანგო”, “მასიმოდუტი”, “სტრადივარიუსი” და “ბერშკა”. აქვეა პირველი DIY (Do It Yourself) და ჰიპერმარკეტი “დომინო”, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ყველაფერს სახლისა და რემონტისათვის.

„ისთ ფოინთში კვების ისეთი საერთაშორისო ბრენდებია, როგორიც არის “მაკდონალდსი”, “ვენდისი”, “დანკინდონატსი”. სიახლეა ის, რომ იხსნება მსოფლიოში ცნობილი ბრენდების, “დეფაქტო”, “გლორიაჯინსისა” და “ინგლოტის” პირველი მაღაზიები საქართველოში.  

საერთო ჯამში “ისთ ფოინთი” მომხმარებელს 150-ზე მეტ ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიას და სწრაფი კვებისა და რესტორნების ფართო არჩევანს სთავაზობს.

რა არის ის ძირითადი უპირატესობები,რითიც მან მომხარებელი უნდა მიიზიდოს?

– საინტერესო არქიტექტურა, კარგი ბრენდმიქსი, ყველაზე დიდი „DIY“ (Do it Yourself), სამშენებლო ჰიპერმარკეტი „დომინო“, ბოულინგი, როგორც აღვნიშნე 150-ზე მეტი ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზია. ყველასათვის საყვარელი კვების ობიექტები, ეს კიდევ არასრული ჩამონათვალია, რომელიც დღეს ჩვენს პროექტს გამორჩეულს და მომხმარებლისათვის საინტერესოს და მიმზიდველს ხდის.

რაც მთავარია, „ისთ ფოინთი“ ჩვენს ქალაქში ქმნის  განწყობას, რომელიც  სტუმრებს მისცემს გართობის, დასვენებისა და შოპინგის საშუალებას.

12039474_460665837392064_9132460527943642155_n

გარდა მაღაზიების და კვების ობიექტებისა, კიდევ რა სახის მომსახურებას სთავაზობს სავაჭრო ცენტრი მოსახლეობას?

– ჩვენთან მოსულ სტუმრებს დახვდებათ კინოთეატრ „კავეას“ 10 კინოდარბაზი და IMAX ტექნოლოგიის კინო, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში პირველი იქნება, პროფესიონალური ბოულინგი კაფე-რესტორნითა და საბილიარდოთი. წლის ბოლომდე გაიხსნება ბავშვთა გასართობი ცენტრი „ფოკუს–მოკუსი“, რომელის ავტორიც ამ მიმართულებით მომუშავე, მსოფლიოში წამყვანი ბელგიური კომპანია KCC-ა. ამ კომპანიას ეკუთვნის მსოფლიოში მრავალი ცნობილი პროექტი, მათ შორის, დუბაიში ყველაზე პოპულარულ სავაჭრო ცენტრებში და  ბავშვთა გასართობი კომპლექსები.

რამდენად ხელმისაწვდომია დედაქალაქის ნებისმიერი წერტილიდან მგზავრობა „ისთ–ფოინთამდე“ და რაიმე სირთულეებთან ხომ არ არის იგი დაკავშირებული?

– ქალაქის ცენტრიდან „ისთ ფოინთამდე“ დრო 12 წუთი ან 4 სიმღერაა.

ასევე, დადის არსებული ტრანპორტის ხაზები და დამატებით, “ისთ ფოინთ”-ის მიერ დანიშნულია უფასო ტრანსპორტი, რომელიც ყოველდღე, 15 წუთის განრიგით სამგორის მეტროდან (ზედა გასასვლელი) – „ისთ ფოინთის“ მიმართულებით იმოძრავებს.

ასევე უახლოეს მომავალში იგეგმება  ქალაქ რუსთავიდან  – “ისთ ფოინთის” მიმართულებით სპეციალური მიკროავტობუსის დამატება.

12015364_1047037541994188_1099479564_o

როგორც ვიცით, სავაჭრო ცენტრი 12 სექტემბერს გაიხსნა, როგორ შეაფასებთ გახსნის ცერემონიალს და პირველ სამუშაო რამდენიმე დღეს?

– სავაჭრო ცენტრის გახსნის წარმატება იზომება 2 კრიტერიუმით:  ხალხის რაოდენობით, ეგრეთ წოდებული traffic-ითა  და მაღაზიებში გაყიდული საქონლის ოდენობით.

უნდა ითქვას,რომ ჩვენ შემთხვევაში ორივე კრიტერიუმის გათვალისწინებით, გახსნამ წარმატებით ჩაიარა და ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. 30-35 ათასი ადამიანი ესწრებოდა გახსნის ცერემონიალს.

სამუშაო რეჟიმი წარმატებით მიმდინარეობს, სწორედ ისე, როგორც იყო  დაგეგმილი და რა მოლოდინებიც ჰქონდა ჩვენს დამქირავებლებსა და  ცენტრის მენეჯმენტს.

როგორია სავაჭრო ცენტრის სოციალური პასუხისმგებლობა?

– „ისთ ფოინთის“ მთელ ტერიტორიაზე შექმინილია სპეციალური ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის  გადასაადგილებლად. ამავდროულად, შექმნილია მათთვის სამუშაო ადგილებიც.

ასევე „ისთ ფოინთი“  მალე დააანონსებს სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებას. ამ ეტაპზე ვმუშაობთ, რამდენიმე მიმართულებით და ძალიან მალე გავაკეთებთ განაცხადს.

დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ რეკრეაციულიზონების განვითარებას. იტალიელმა სპეციალისტებმა იმუშავეს ამ საკითხზე. ტერიტორიის დიდი ნაწილი გამწვანებულია, და ვაპირებთ კიდევ დამატებით გამწვანებას. ამით ვფიქრობთ, რომ დიდი წვლილი შეგვაქვს გარემოს ეკოლოგიურად გაუმჯობესებაში.

12025292_1047037538660855_695255260_n

რა სიახლეებს შესთავაზებს სავაჭრო ცენტრი მომხარებლებს მომავალში?

– გვექნება რამდენიმე სიახლე, პირველ რიგში, წლის ბოლომდე „ისთ ფოინთს“ დაემატება ჰიპერმატკეტი  „კარფური“.

ასევე  რეგიონში უდიდესი ელექტროტექნიკის მაღაზია, სადაც ყველა ტექნიკის ბრენდი ერთ სივრცეში იქნება გაერთიანებული.

ვგეგმავთ ახალი თანამედროვე იტალიური ავეჯის ბრენდის დამატებას. მაღაზია 3.500 კვადრატულ მეტრზე განთავსდება. აქვე, როგორც უკვე გაგაცანით, გაიხსნება ბავშვთა გასართობი ცენტრი „ფოკუს-მოკუსი“, რომელსაც ანალოგი მთელ რეგიონშიც არ აქვს.

 ესაუბრა

ნათია კეკენაძე

ნათია

Share6Tweet4

ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა
ახალი ამბები

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა
ახალი ამბები

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026
ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ
ახალი ამბები

ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

05/07/2026
გურჯაანში, ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია – რა დეტალებს ავრცელებს შსს
ახალი ამბები

გურჯაანში, ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია – რა დეტალებს ავრცელებს შსს

05/07/2026

საინტერესო

მორიგი ბრინჯაოს მედალი – გენო პეტრიაშვილმა ამერიკელი მოჭიდავე 30 წამში დაამარცხა

10 years ago
მოქალაქეები რომელთაც კრედიტი დოლარში აქვთ აღებული შეღაქვათებს მიიღებენ

მოქალაქეები რომელთაც კრედიტი დოლარში აქვთ აღებული შეღაქვათებს მიიღებენ

11 years ago
7 წლიანი პაუზის შემდეგ ავთანდილ ხურციძე რინგზე გამარჯვებით დაბრუნდა

7 წლიანი პაუზის შემდეგ ავთანდილ ხურციძე რინგზე გამარჯვებით დაბრუნდა

2 years ago

“საქართველოს მოქალაქეები სულ უფრო მეტად და მეტად ინტერესდებიან რა წერია კონსტიტუციაში”

11 years ago

ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

შალვა პაპუაშვილი პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან მონტენეგროში ისაუბრა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პაპუაშვილმა...

Read moreDetails
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026
  • “პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი 05/07/2026
  • „სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა 05/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by