• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ვანო მერაბიშვილის მიმართ ბრალის დამძიმებაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

12 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, სამართალი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, ბრალი წარედგინა.

პროკურატურამ მერაბიშვილის მიმართ ბრალის დამძიმებასთან დაკავშირეებით, განცხადება გაავრცელა, რომელსაც “თბილისი თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ.

“საქართველოს პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას უკანასკნელი წლების ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსულ საქმეზე, კერძოდ სანდრო გირგვლიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის რეალური გარემოებებისა და წარმოებული გამოძიების ფალსიფიკაციის დადგენის მიზნით.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ამ საქმეზე 2006 წლის 6 ივლისის გასამართლებული იქნა 4 პირი: გერონტი ალანია, (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსი), ალექსანდრე ღაჭავა (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფ. ოპერატიული თანამშრომელი), მიხეილ ბიბილურიძე (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფ. ოპერატიული თანამშრომელი) და ავთანდილ აფციაური (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფ. ოპერატიული თანამშრომელი), რომლებსაც მსჯავრი დაედოთ საქართველოს სს კოდექსის 117 მუხლის მე-6 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა), 143 -ე მუხლის მე-2 ნაწილით (თავისუფლების უკანონო აკვეთა) და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნივთის დაზიანება და განადგურება) და სასჯელის ზომად დაუდგინდათ: გ. ალანიას _ 8 წლით თავისუფლების აღღკვეთა, მ ბიბილურიძეს, ა. აფციაურს და ა. ღაჭავას კი 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2007 წლის 27 ივლისის განჩინებით ზემოაღნიშნულ მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმცირა 6 თვით, 2008 წლის 24 ნოემბრის #768 განკარგულებით საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე მსჯავრდებულებს გაუნახევრდათ სასჯელის ვადა, ხოლო 2009 წლის 5 სექტემბერს ისინი პირობით-ვადამდე გათავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან, რის შედეგადაც მსჯავრდებულებმა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სულ დაჰყვეს 3 წელი და 6 თვე.
2006 წელს წარმოებული გამოძიებითა და სასამართლოს შესაბამისი განაჩენით სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების ფაქტი შეფასებული იქნა როგორც გ.ალანიასა და გარდაცვლის შორის ლესელიძის ქუჩაზე, “შარდენ ბარის” გასასვლელთან შემთხვევით წარმოშობილი პირადი კონფლიქტის გაგრძელება.
2012 წლის ბოლოს საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაწყებული გამოძიებით კი უტყუარად, მრავალმხრივი და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილია საპირისპირო, კერძოდ:
პირველი:
სანდრო გირგვლიანზე ანგარიშსწორება განხორციელდა შეკვეთით და ეს შეკვეთა ქართული საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ე.წ. “შარდენის სუფრიდან”, ანუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმდროინდელი გენერალური ინსპექციის უფროსის ვასილ სანოძის დაბადების დღის აღსანიშნავი სუფრიდან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა დათა ახალაიამ გასცა;
მეორე:
სანდრო გირგვლიანზე ანგარიშსწორებაში, რასაც ამ უკანასკნელის გარდაცვალება მოჰყვა, დ. ახალაიას გარდა მონაწილეობდნენ არა მხოლოდ ზემოაღნიშნული განაჩენით მსჯავრდებული პირები, არამედ, როგორც მინიმუმ, პოლიციის კიდევ ორი მაღალი თანამდებობის პირი;
მესამე:
სისხლის სამართლის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისთვის ხელის შეშლის, დანაშაულის შემკვეთისა და თანამონაწილეების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან განრიდების მიზნით, მსჯავრდებულმა პირებმა, დუმილის სანაცვლოდ მიიღეს ფულადი ანაზღაურება თითოეულმა რამდენიმე ათეული ათასის ოდენობით;
მეოთხე:
მსჯავრდებულები სასჯელს იხდიდნენ განსაკუთრებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში, ისე, რომ მათი ყოფა, პრაქტიკულად არ განსხვავდებოდა თავისუფლებაში მყოფი მატერიალურად უზრუნველყოფილი მოქალაქეების ყოფა-ცხოვრებისგან – ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ ყველა პიკანტური დეტალის გადმოცემისგან, თუმცა გაცნობებთ ერთ უპრეცედენტო ფაქტს – შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების სისტემის მაღალი თანამდებობის პირების დანაშაულებრივი ხელშეწყობითა და ორგანიზებით, მსჯავრდებულები პერიოდულად ტოვებდნენ თავისუფლების აღკვეთის ადგილებს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში და რაც ყველაზე საგულისხმოა, სტუმრობდნენ ძველ სამუშაო ადგილს, კერძოდ – შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს;
მეხუთე:
საქართველოს პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებული პირების შეწყალება და მათი ვადამდე-პირობით გათავისუფლება განხორციელდა ტენდენციურად, კანონის მოთხოვნათა და დადგენილი პროცედურების უხეში დარღვევით;
მეექვსე:
საქართველოსიმდროინდელმაშინაგანსაქმეთამინისტრმაივანემერაბიშვილმა, რომლისთვისაცდანაშაულისჩადენისდღიდან, ანუ 2006 წლის 28 იანვრიდანზედმიწევნითზუსტადიყოცნობილიმომხდარიდანაშაულისუკლებლივყველადეტალი, სხვამაღალითანამდებობისპირებთანერთად, საკუთარიმეუღლისთამარ (თაკო) მერაბიშვილი-სალაყაიას, აგრეთვე, სხვამასთანდაახლოვებულიპირების (დათაახალაიას, ოლეგმელნიკოვისდასხვათა), მომხდარიდანაშაულისაგანხელოვნურადგანრიდებისმიზნით), უზრუნველყომოცემულსაქმეზეუკანონო, ფალსიფიცირებულისამართალწარმოებისგანხორციელებადაშეგნებულადშეუშალახელიამსაქმეზემართლმსაჯულებისგანხორციელებას, რამაცპრაქტიკულადზუსტიასახვაჰპოვასტრასბურგისადამიანისუფლებებისევროპულისასამართლოსშესაბამისვერდიქტში, როდესაცმართლმსაჯულებისუმაღლესმაევროპულმაინსტანციამ, დაადგინა, – ვციტირებთ: “სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებები შსს, პროკურატურა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, შიდა სასამართლოები, საქართველოს პრეზიდენტი და ა.შ _ ყველა ერთად, ხმაშეწყობილად მოქმედებდა იმ მიზნისათვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება.”
შესაბამისად:
დღეს, 2013 წლის 24 ივნისს საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ), რაც გამოიხატა მის მიერ განხორციელებულ განზრახ ქმედებათა ერთობლიობაში, ს. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა და დამნაშავეების შესახებ არსებული მონაცემებისა და ინფორმაციის დაფარვა-შეცვლის მიზნით, გამოძიების ინსცენირებასა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში, დანაშაულის წახალისებასა და ბრალდებულთა მიმართ გამოხატულ ფარულ მხარდაჭერაში, მათთვის სასჯელის მოხდის პერიოდში უკანონო პრივილეგიების მინიჭების უზრუნველყოფასა და დანაშაულის დაფარვისათვის მათი ფულადი წახალისებისათვის, ასევე სასჯელისაგან მათი ვადაზე ადრე გათავისუფლების უზრუნველყოფისათვის პირობების შექმნისათვის.
ზემოაღნიშნული ქმედებები ივ. მერაბიშვილმა ჩაიდინა პირადი მოტივებით.
საგულისხმოა ის გარემობა, რომ საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით დაკითხვისას ივ. მერაბიშვილმა გამოიყენა მოწმის უფლება და არ მისცა ჩვენება საკუთარი თავისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.
საქმეზე გრძლედება გამოძიება და უახლოეს მომავალში დადგება ამ დანაშაულში მონაწილე არაერთი პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი.
საქმის მოცულობისა და გამოძიების პროცესში მიკვლეული მტკიცებულებების სიმრავლის გამო, საზოგადოების სრულფასოვანი ინფორმირების მიზნით, საქართველოს პროკურატურა დღესვე გამოაქვეყნებს ივანე მერაბიშვილის ბრალდების დადგენილების სრულ ტექსტს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

24.06.13

fb-share-icon
Tweet
Tags: ვანო მერაბიშვილის მიმართ ბრალის დამძიმებაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
ShareTweet

ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

12/04/2025
„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს
ახალი ამბები

„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს

12/04/2025
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა
ახალი ამბები

მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა

12/02/2025
ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025
საჯარო სკოლებში,1-ელიდან  მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება
ახალი ამბები

საჯარო სკოლებში,1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება

12/02/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In