• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, May 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ირანისთვის დაწესებული სანქციები უქმდება – ახალი ურთიერთობები ირანსა და დასავლეთს შორის

11 years ago
in მთავარი მოვლენები, მსოფლიო
A A
ირანისთვის დაწესებული სანქციები უქმდება – ახალი ურთიერთობები ირანსა და დასავლეთს შორის
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ამერიკული ფინანსური საინფორმაციო სააგენტო bloomberg-ი ირანის წინააღმდეგ არსებულ სანქციებს ეხმაურება. სააგენტო წერს, რომ  ირანს საქნციებს 2016 წლის დასაწყისში გაუუქმებენ. bloomberg-ის ცნობით, პირველი ქვეყანა, რომელიც ამ პროცესს უახლოეს ვადაში განახორციელებს შვეიცარიაა.  ქვეყანა  შეზღუდვების სრულ გაუქმებას ოქტომბრის თვეში გეგმავს.

დანარჩენი ქვეყნები ეტაპობრივად დაიწყებენ თანამშრომლობას ირანთან და შეზღუდვებიც მთლიანად  2016 წლის პირველი კვარტალში გაუქმდება. ამ დრომდე მსოფლიოსთვის ცნობილი იყო აშშ-ს ოფიციალური პოზიციაც, რომლის თანახმადაც ვაშინგტონი უახლოეს მომავალში სანქციების გაუქმებას არ გეგმავდა. თუმცა სექტემბრის თვის დასაწყისში, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ხელისუფლება „მაგნატეს“ შედეგებს ელოდება. ეს უკანასკნელი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოა, რომელიც ანგარიშის სახით დაადასტურებს – ასრულებდა თუ არა თეირანი დაკისრებულ ვალდებულებებს.

როგორც ცნობილია, ევროკავშირი მაასტრიხტის დამფუძნებელი ხელშეკრულების გაფორმებიდან მოყოლებული სანქციების პოლიტიკას  უფრო მეტ ყურადღებას უთმობს საგარეო პოლიტიკის განხორციელების პროცესში.

სანქციები გაერთიანებული ერების ქარტიის 41-ე მუხლის თანახმად გულისხმობს, ეკონომიკური ურთიერთობების  სრულ ან ნაწილობრივ შეჩერებას, აგრეთვე სარკინიგზო, საზღვაო საფოსტო და სხვა სახის კომუნიკაციის გზების გაწყვეტას.

12081359_1055039521193990_1995587060_n

გთავაზობთ ირანთან დაწყებული სანქციების ქრონოლოგიურ მიმოხილვას.

ეს პროცესები, ჯერ კიდევ, 2003 წელს დაიწყო, როდესაც საერთაშორისო ატომურმა ენერგეტიკულმა სააგენტომ აღმოაჩინა, რომ თეირანი ამდიდრებდა ურანს და იყენებდა მას არამშვიდობიანი მიზნების მისაღწევად, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებასთან.

2006 წელს გაეროს უშიშროების საბჭომ დააწესა სანქციები ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე, რომლის მიზანიც იყო შეეცვალა ირანის პოლიტიკა-რაც გულისხმობდა ბირთვული შეიარაღების პროცესის შეჩერებასა და ბირთვული დანადგარების გაუნებელყოფას.

ირანის მხრიდან ამ მოვლენას, რა თქმა უნდა, ნეგატიური შეფასება მოჰყვა. რის შემდეგაც,  დაუმორჩილებლობის მიზეზით გაუტრდა  სანქციები.

  • ეს გულისხმობდა სამხედრო შეიარაღების მიწოდებაზე ემბარგოს, ფინანსურ და მოსახლეობის გადაადგილებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს.

აგრეთვე, სანქციათა ჩამონათვალში  ნათქვამი იყო, რომ

  • მაქსიმალურად უნდა შეზღუდულიყო  მძიმე წყლისა და ატომური იარაღის დასამზადებლად საჭირო რეკვიზიტების შეძენის შესაძლებლობა ირანისათვის სხვა სახელმწიფოთა მხრიდან.

2012 წელს, ევროგაერთიანებამ ირანის მიმართ უფრო მკაცრი შეზღუდვები შემოიღო. ეს ყველაზე მასშტაბური და თანმიმდევრული აქტი იყო, რაც გაერთიანებას სანქციების პოლიტიკის სფეროში ოდესმე გადაუდგამს. უნდა ითქვას,რომ ევროკავშირის სანქციები არ ეხებოდა ირანში ინვესტიციებისა და ვაჭრობის შეწყვეტას, არამედ

  • მოიცავდა იარაღის ექსპორტისა და იმპორტის აკრძალვას ორგანიზაციასა და ისლამურ რესპუბლიკას შორის.

ირანი და ევროპპააგრეთვე ირანისათვის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ურანის, ბირთვული სუბსტანციებისა თუ ტექნოლოგიების  შესყიდვის აკრძალვას.

  • გულისხმობდა ირანიდან ბუნებრივი გაზისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის შეზღუდვას, სატელეკომუნიკაციო სისტემებისა და აღჭურვილობის ექსპორტის აკრძალვასაც ევროკავშირის ტერიტორიიდან ირანში.

სანქციები ეფექტური აღმოჩნდა ირანის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუარესებლად – 2010 და 2011 წლებში ირანის ეკონომიკის მოცულობა შესაბამისად 1 და 2 პროცენტით იზრდებოდა, ხოლო 2012 წელს, სანქციების მოქმედებაში გაშვების დროიდან, მისი ეკონომიკა 1,9%-ით შეიკუმშა, 2013 წელს კი იგივე მაჩვენებელი 1,2 % იყო.

2011 წლის შემდეგ ირანის ეროვნული ვალუტა – რიალი მნიშვნელოვნად გაუფასურდა და ფასები  დაახლოებით 50%-ით გაიზარდა თითქმის ყველა პროდუქტზე.

გამკაცრებული ემბარგოების ძალაში შესვლამ 2012 წელს საგრძნობლად შეამცირა ევროკავშირის იმპორტი ირანიდან, რამაც მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა მისი ეკონომიკა, შეამცირა ექსპორტიც და ვაჭრობის მოცულობის მაჩვენებელიც. რაც მთავარია, შემცირდა ქვეყნის ბიუჯეტი, რადგანც ევროკავშირის მიერ ირანულ გაზსა და ნავთობში გადახდილი თანხა ირანის ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა.

ჟურნალისტების კითხვაზე თუ, როგორი იქნება სანქციების გაუქმების პროცედურები – ექსპერტების თქმით, პასუხი ცალსახაა, ეს პროცესი რამდენიმე ეტაპს გაივლის.

პირველ რიგში, გაეროს გადაეგზავნება რეზოლუცია, რომელიც დაადასტურებს „ექვსეულისა“ და ირანის შეთანხმებას.

რეზოლუციის მიღების შემდეგ ძალას დაკარგავს  საბჭოს მიერ მიღებული სხვა შვიდი გადაწყვეტილება, რომლებშიც სწორედ თეირანისთვის დაწესებულ სასანქციო ზომებზე იყო  საუბარი.

  • ამასთანავე, ორმხრივად მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ორ წელიწადში ერთხელ შეხვდებიან და შეთანხმების რეალიზაციის მიმდინარეობაზე იმსჯელებენ. 
  • ევროკავშირმა, უსაფრთხოების საბჭომ და აშშ-მა ვალდებულება აიღეს არ გამოიყენონ ახალი შემზღუდავი ზომები ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.
  • ამასთანავე, იარაღზე ემბარგო ირანს 5 წლის მანძილზე მოეხსნება. მინისტრებმა ივლისის თვეში სხვა შემზღუდავი ზომების მოხსნაზეც მოილაპარაკეს.

12092174_1055040314527244_417508979_n

როგორც აღვნიშნეთ, აშშ ელოდება „მაგატეს“ დასკვნებს. ამ უკანასკნელს, ირანმა სექტემბრის თვეში ნება დართო, რომ  დააკვირდეს მის ბირთვულ ობიექტებს 25 წლის განმავლობაში, შექმნის ყველა პირობას სააგენტოს ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი ყოფნისთვის.

2015 წლის ბოლოსთვის სააგენტო შეძლებს განმარტოს ირანის ბირთვული პროგრამის შესაძლო სამხედრო ასპექტების დარჩენილი საკითხები. 2015 წლის 15 დეკემბრისთვის კი სააგენტოს გენერალური დირექტორი პროგრამის საბოლოო შეფასებას გააკეთებს.

ევროკავშირის ირანის მიმართ სანქციების ანტაგონისტები, ხშირად, ამახვილებენ ყურადღებას იმ უარყოფით  შედეგებზე, რაც სანქციების პოლიტიკითაა გამოწვეული. მათი განცხადებით, ევროკავშირის სანქციებმა იმოქმედა ხალხზე და არა მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რადგან ირანის პოლიტიკა ბირთვული იარაღის წარმოებაზე განსაკუთრებულად არ შეცვლილა.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ  სანქციები ევროკავშირის  მხრიდან მოიაზრება ინსტრუმენტად, რომელიც იძლევა საშუალებას  ეკონომიკური ბერკეტებით მიღწეულ იქნას  პოლიტიკური მიზნები.

დასავლელი ექსპერტების ნაწილის აზრით, რომლებიც ზემოთ  თქმულს ეთანხმებიან, ევროკავშირს ირანიდან წამოსული გაზი და ნავთობი სჭირდება, თუმცა საგულისხმოა, რომ ევროკავშირის პრიორიტეტი ამ შემთხვევაში უფრო ბირთვული იარაღის გარეშე არსებული ირანია, ვიდრე ამ ქვეყნის  ნედლეულის ექსპორტი, რომელიც  სასიცოხლო მნიშვნელობას არ წარმოადგენს  ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზარისთვის. სანქციების გაუქმებაც, დასავლეთის მხრიდან,  ირანის პოლიტიკის საპასუხო ნაბიჯია.

წყარო: bloomberg.com

 თარგმნა ნათია კეკენაძემ

ნათია

ShareTweet

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები
ახალი ამბები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა
ახალი ამბები

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა
ახალი ამბები

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
გარდაბნის ავარიაში დაღუპული ძმების ვინაობა ცნობილია
ახალი ამბები

გარდაბნის ავარიაში დაღუპული ძმების ვინაობა ცნობილია

05/14/2026
„18 წლისები იყვნენ… მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ჩემ სახლთან მოხდა…” – რას ჰყვება მძიმე ავარიაზე ადგილობრივი
ახალი ამბები

„18 წლისები იყვნენ… მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ჩემ სახლთან მოხდა…” – რას ჰყვება მძიმე ავარიაზე ადგილობრივი

05/14/2026

საინტერესო

სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლამდე კუჭის რეზექცია გაიკეთა, ის კი არ შიმშილობს, ვერ ჭამს – თამთა მეგრელიშვილი

სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლამდე კუჭის რეზექცია გაიკეთა, ის კი არ შიმშილობს, ვერ ჭამს – თამთა მეგრელიშვილი

5 years ago
2017 წელს რძის პროდუქტების  მწარმოებლებთან 424 შემოწმება განხორციელდა

2017 წელს რძის პროდუქტების მწარმოებლებთან 424 შემოწმება განხორციელდა

8 years ago
მოსმენა, როგორც მკურნალი

მოსმენა, როგორც მკურნალი

6 years ago
ამას რა კითხვა უნდა? – უკრაინას რომ არ დაუწყია ომი, ყველამ კარგად იცის – გომელაური

ამას რა კითხვა უნდა? – უკრაინას რომ არ დაუწყია ომი, ყველამ კარგად იცის – გომელაური

4 years ago

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად....

Read moreDetails
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026
  • “ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by