• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, May 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ვინ მიიღებს და ვინ ვერ მიიღებს სოციალურ დახმარებას?

11 years ago
in ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
ვინ მიიღებს და ვინ ვერ მიიღებს სოციალურ დახმარებას?
11
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

2015 წლის 1 მაისიდან  სოციალურად დაუცველთა სტატუსის მინიჭებისა და შეფასების  ახალი მეთოდოლოგია ამოქმედდა. თუ ადრე პირველადი საყოფაცხოვრებო ტექნიკა: ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, მაცივარი, გაზქურა და ა.შ. ფუფუნებად ითვლებოდა, დღეს ეს ასე აღარ არის და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს საოჯახო ტექნიკა სარეიტინგო ქულად აღარ ეთვლებათ.  საზოგადოების განსაკუთრებული მოწონებაც სწორედ ამ მიდგომამ დაიმსახურა, ასევე, აღსანიშნავია ის, რომ ახალი მეთოდოლოგიით სოციალური აგენტის სუბიექტური შეფასება სარეიტინგო ქულაზე აღარ მოქმედებს.

როგორც გვახსოვს, სოციალური დახმარების მიმღებ პირთა უმრავლესობა სწორედ ამ სოციალური აგენტის შეფასებებს აკრიტიკებდა, ეწინააღმდეგებოდა და უსამართლოს უწოდებდა, რადგან რეალურად,   თითოეული ოჯახის ბედი სწორედ ერთ ადამიანზე იყო დამოკიდებული, მხოლოდ სოციალური აგენტი, თავისი სუბიექტური აზრით  წყვეტდა – ოჯახი იყო ღარიბი, მდიდარი, საშუალო შესაძლებლობის მქონე თუ სხვა.  ასევე შეიცვალა საარსებო შემწეობის  მიმღებთა ზღვრული ქულაც. თუკი  ადრე ქულების ზედა ზღვარი 57 000 იყო, დღეს ეს ზღვარი 65 000-მდე გაიზარდა. მოკლედ ცვლილებები ბევრია, შესაბამისად, საინტერესოა კონკრეტულად, რა სიახლე დაინერგა და როგორ აისახება ის  თითოეულ ოჯახზე, რამდენი ქულაა დღეს გადამწყვეტი, ვის შეუწყდება დახმარება და ვინ შეემატება სოციალურად დაუცველთა დახმარების რიგებს. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, თენგიზ აბაზაძე ესაუბრა.

10985659_934430463276839_5088704597691412056_nბატონო თენგიზ, როგორც ვიცით, ძველი მეთოდოლიგია, რომელიც  ასე თუ ისე სუბიექტურ კრიტერიუმებზე და შეფასებებზე იყო დამოკიდებული, შეიცვალა. რა სიახლე დაინერგა და როგორ აისახება ის იმ ოჯახებზე, ვინც უკვე იღებს სოციალურ დახმარებას?

– მოგეხსენებათ, რომ სოციალურად დაუცველთა შეფასების ახალი მეთოდოლოგია ძალაში 1 მაისიდან შევიდა.  პროგრამის მიზანი არ არის განსაზღვროს  ღარიბი და მდიდარი.  მეთოდოლოგია ალაგებს ოჯახებს ისე, რომ განასხვავოს ერთმანეთისაგან ორი შეჭირვებული ოჯახი და სახელმწიფოს შეზღუდული რესურსები გაუშვას იმისკენ, რომელსაც უფრო უჭირს. ახალი მეთოდოლოგია, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავდა, ორიენტირებული იყო ბავშვთა სიღარიბის დაძლევაზე, შესაბამისად, პროგრამამ საშუალება მოგვცა უკეთ დაგვენახა ბავშვიანი და მრავალსულიანი ოჯახების საჭიროებები. შეფასების სისტემაში შესული ცვლილებების შემდეგ, ქულებზე გავლენას არ ახდენს პირველადი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელსაც ოჯახი ფლობს. მაგ: ტელევიზორი, გაზქურა, სარეცხი მანქანა, მაცივარი და ა.შ. თუმცა გათვალისწინებულია და ქულაზე მოქმედებს პოტენციურად შემოსავლის მომტანი ქონება – მანქანა, მიწის ნაკვეთი, აგარაკი და სხვა. იმისთვის, რომ ყველა სუბიექტური ფაქტორი გამოირიცხოს, ფორმულა ქულების დათვლისას აღარ ითვალისწინებს სოციალური აგენტის სუბიექტურ შეფასებას ცვლადის სახით, როგორც ეს ძველ მეთოდოლოგიაში იყო. 11218614_934430443276841_110068010277354335_nის ოჯახები, რომლებიც საარსებო შემწეობებს იღებდნენ, სპეციალური გრაფიკით მოწმდებიან და მათი სარეიტინგო ქულა ახალი წესით და ფორმულით გამოითვლება, თუმცა პარალელურად მოწმდებიან ის ოჯახებიც, რომლებიც მანამდე არ იყვნენ საარსებო შემწეობის მიმღებები და პირველად შემოიტანეს განაცხადი სოც.მომსახურების სააგენტოში, ასევე ყველა ის ოჯახი, რომელთა დეკლარაციაშიც მოხდა ცვლადის ცვლილება (იქნება ეს დემოგრაფიული ცვლილება, შემოსავლის წყაროს დაკარგვა თუ სხვა)

ზოგადად ცნობილია, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა რიცხვი, ყოველთვიურად იცვლება, იქიდან გამომდიარე, რომ ზოგიერთი ოჯახი შეიძლება ამოვარდეს ამ ბაზიდან, ზოგი კი პირიქით, დაემატოს, რეალურად, რამდენი ოჯახი იღებს დღეს სოციალურ დახმარებას?

– საარსებო შემწეობის  მიმღებთა რაოდენობა მუდმივად იცვლება – ბაზაში მუდმივად ხდება ოჯახების სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის განმსაზღვრელი ქულის ცვლილება, რომელიც შესაბამისად იწვევს ამა თუ იმ ოჯახის შკალაზე გადაადგილებას, ანუ საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვიც მუდმივად ცვალებადია თვეების ჭრილში.

11836914_934431433276742_4754759140671240711_n

რა კრიტერიუმით  ხდება სარეიტინგო ქულების მინიჭება, რა არის ის მთავარი ფაქტორი და მექანიზმი, რომლითაც სოციალური დახმარება გაიცემა?

– საარსებო შემწეობის მისაღებად პირი განცხადებით მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს. 1 თვის ვადაში სოციალური აგენტი მიდის ოჯახში  და სწავლობს მის შინა მეურნეობას. ივსება დეკლარაცია, სადაც აღიწერება ოჯახის ქონება, შემოსავლები და ხარჯები. დეკლარაციას ხელს აწერს და ამოწმებს თავად ბენეფიციარი. შემდეგ დეკლარაცია განთავსდება პროგრამაში და მონაცემებზე დაყრდნობით ფორმულა ითვლის ქულას. ქულიდან გამომდინარე ხდება საარსებო შემწეობის დანიშვნა/შეჩერება.

რამდენი ქულაა დღეს გადამწყვეტი? 

– საარსებო შემწეობის მიმღებთა ზღვრულმა ქულამაც ცვლილება განიცადა. თუკი ადრე ქულების ზედა ზღვარი 57 000 იყო, დღეს ზედა ზღვარი 65 000-მდე გაიზარდა. ადრე 57 000 ქულის ქვემოთ მყოფი ყველა ოჯახი ერთნაირად იღებდა თანხას – ოჯახის უფროსი – 60 ლარს, ყველა დანარჩენი წევრი კი 48 ლარს. მაისის შემდეგ ამოქმედებული ცვლილებების შემდგომ კი საარსებო შემწეობის მიმღებთა დიფერენცირება მოხდა. 30 ათას ქულამდე ოჯახები მიიღებენ  60 ლარს ყოველ წევრზე. 30 000-57 000 ქულამდე ოჯახები 50 ლარს იღებენ,  57 000 – 60 000 ქულამდე – 40 ლარს, 60 000- 65 000 ქულამდე– 30 ლარს. გარდა ამისა,11701166_934430449943507_1467308024073570403_n ყველა ამ ოჯახს თითო ბავშვზე აქვს  დანამატი თანხა – 10 ლარი, რაც „იუნისეფის“ ერთ–ერთი მთავარი  რეკომენდაცია იყო,  ანუ ბავშვები შემწეობის თანხასთან ერთად 10 ლარიან დანამატსაც მიიღებენ, რაც აქამდე არ არსებობდა. გარდა ამ ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისა, ბავშვზე 10 ლარიან ბენეფიტს მიიღებენ ის ბავშვიანი ოჯახებიც, რომელთა ქულაც 100 00-მდეა. ანუ ეს ოჯახები არ იღებენ საარსებო შემწეობას, მაგრამ იღებენ ბავშვის დანამატს.

1427965580al

კონკრეტულად, რის საფუძველზე  შეიძლება ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოვარდეს?

– ოჯახის ბაზიდან ამოვარდნა არ ხდება, უბრალოდ უწყდებათ საარსებო შემწეობა. მათ გადამოწმების შემდეგ მიიღეს მაღალი სარეიტინგო ქულა,ანუ 65 000-ზე მეტი. ასევე შემწეობის შეჩერების მიზეზი შესაძლოა გახდეს შემთხვევები, როცა პირი არ აცნობებს სააგენტოს საზღვრის კვეთის, დემოგრაფიული ცვლილბების, ან ლეგალური შემოსავლის შესახებ.

რა ღონისძიებების გატარება იგეგმება სამომავლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახების სასრგებლოდ?

– 30 ივლისს მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა კიდევ ერთი ცვლილება მეთოდოლოგიაში. განვლილმა 3 თვემ დაგვანახა, რომ სისტემამ კარგად დაინახა ბავშვიანი და მრავალსულიანი ოჯახები, თუმცა  ბაზიდან ამოვარდნენ მარტოხელა და შშმ პენსიონერები. რადგან სახლემწიფო სოციალურად ორიენტირებულია და მიაჩნია, რომ პენსიონერები ასევე არის მოწყვლადი ჯგუფი და საჭიროებენ დახმარებას, მოხდა პარამეტრების ცვლილება. 11143530_934430439943508_2748143924135179882_nანუ ქულის დათვლისას გაიზარდა პენსიონერთა საჭიროების ინდექსი და იმ მარტოხელა პენსიონერებს, რომლებსაც ბოლო პერიოდში მაღალი სარეიტინგო ქულის გამო შეუჩერდათ საარსებო შემწეობის გაცემა, ხელახლა გადაეთვლებათ ქულა. ცვლილების შემდეგ, წინასწარი გათვლებით, მარტოხელა და შშმ პენსიონერთა  დიდი ნაწილი კვლავ გახდება საარსებო შემწეობის მიმღები და მათ გაცდენილი თვეებიც აუნაზღაურდებათ.

სტატუსის მინიჭების ახალ მეთოდზე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) დაახლოებით ორი წელი მუშაობდა.

 ესაუბრა

ლაკო ბიტ-ბაბიკოვი

11236548_928590020527550_4675626355734370403_n

Share4Tweet3

ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი
ახალი ამბები

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა
ახალი ამბები

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026

საინტერესო

„განსაკუთრებით ჩემი შვილების პორტრეტები მიყვარს – მათ ისეთს ვხატავ, როგორსაც მე ვხედავ“ – ნათია ბიბილეიშვილის პერსონა 

„განსაკუთრებით ჩემი შვილების პორტრეტები მიყვარს – მათ ისეთს ვხატავ, როგორსაც მე ვხედავ“ – ნათია ბიბილეიშვილის პერსონა
 
4 years ago
გიორგი მღებრიშვილი აღდგომის დღესასწაულს პოლიციელებთან და ჯარისკაცებთან ერთად შეხვდა

გიორგი მღებრიშვილი აღდგომის დღესასწაულს პოლიციელებთან და ჯარისკაცებთან ერთად შეხვდა

9 years ago
დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით ბიბლიოთეკარებისათვის ესეების კონკურსი გაიმართება

დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით ბიბლიოთეკარებისათვის ესეების კონკურსი გაიმართება

8 years ago

აღმოსავლეთ სარდლობას ახალი სარდალი ჰყავს

10 years ago

ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ ქართულ რაგბიში მომხდარ დოპინგ-სკანდალზე საქართველოს ნაკრების მორაგბეებს საბოლოო სასჯელი გამოუტანა. World Rugby-სა და World Anti-Doping Agency-ის ერთობლივი...

Read moreDetails
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია 05/12/2026
  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by