• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 8, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგი კვირიკაშვილი: “ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მზად ვართ ნატო-ში ინტეგრაციის მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად”

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კვირიკასაქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის აუცილებლობაზე, რუსეთის აგრესიულ პოლიტაკასა და საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე ისაუბრა. “ევროატლანტიკური ინტეგრაცია კვლავ საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. მტკიცედ გვწამს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა და ნატო-ში გაწევრიანება ერთადერთი გზაა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და რეგიონული მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ როგორც პოლიტიკურად, ისე ტექნიკურად, მზად ვართ ნატო-ში ინტეგრაციის მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად, ახლა კი, სიტყვა დასავლეთზეა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ განსაკუთრებული საფრთხე შეუქმნა რეგიონში უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ღირებულებების არსებობას. არსებული კონფლიქტების გადაწყვეტა შეუძლებელია დასავლეთის მხრიდან აქტიური პოლიტიკური და დიპლომატიური ჩართულობის გარეშე. “საქართველოს მთავრობა გამუდმებით დგამს ნაბიჯებს იმისათვის, რომ მიაღწიოს რუსეთის მხრიდან 2008 წლის აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარების გაყვანას. ჩვენ ვაწარმოებთ რუსეთის მხარესთან მოლაპარაკებებს როგორც ჟენევის ფორმატში, ისე პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით; შემოვიღეთ უვიზო რეჟიმი რუსი მოქალაქეებისთვის. მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, რუსეთის ხელისუფლებამ კიდევ უფრო მეტი ტერიტორია მიიტაცა, იქ მავთულხლართები აღმართა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. პარტნიორობის შეთანხმებები გააფორმა, რაც მცოცავი ანექსიის მიზნებს ემსახურება. მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა კვლავ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკის ერთგულია”, – განაცხადა კვირიკაშვილმა. ვიცე-პრემიერის თქმით, რუსულმა ოკუპაციამ სარგებელი ვერც აფხაზურ და ოსურ უმცირესობებს მოუტანა. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანა აფხაზ და ოს მოსახლეობასთან ნდობის აღდგენა და დემოკრატიული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს მათთან ერთად შენებაა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თავის გამოსვლაში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებსაც შეეხო, კერძოდ, მან კორუფციის აღმოფხვრის, ხელისუფლების დეცენტრალიზაციის, სასამართლოების დამოუკიდებლობის გაძლიერების, პენიტენციური სისტემის რეფორმირების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ ისაუბრა. გამოსვლაში ვრცელი ადგილი დაეთმო საქართველოს ეკონომიკური განვითარების საკითხებს, კერძოდ, ინვესტიციების მოზიდვის, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის, კერძო სექტორის განვითარების აუცილებლობას. გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმების პერსპექტივებზეც ისაუბრა, რაც საქართველოს ახალი ბაზრების ათვისების შესაძლებლობას მისცემს. “ჩვენი მიზანია საქართველო წარმატებულ ქვეყნად ვაქციოთ, რომელიც შესძლებს თავისი უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენებას და აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ სასიცოცხლო მნიშვნელობის ცენტრად იქცევა”, -განაცხადა კვირიკაშვილმა.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

ნიკოლოზ გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა

ნიკოლოზ გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა

7 years ago
მინიატურები, რომლებიც ემოციებით იქმნება

მინიატურები, რომლებიც ემოციებით იქმნება

4 years ago
ბინის შეძენის მსურველებისთვის „მენაშენეთა ასოციაცია“ რეკომენდაციას ავრცელებს

ბინის შეძენის მსურველებისთვის „მენაშენეთა ასოციაცია“ რეკომენდაციას ავრცელებს

8 years ago
გიორგი მარგველაშვილი იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერს შეხვდა

12 years ago

ახალი ამბები

თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს

09/06/2026

თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რომლის დროსაც ფოტოგრაფმა მას წითელი ხალიჩის დატოვებას სთხოვდა, რადგან ამავე დროს იქ ჯორჯინა...

მეტის ნახვაDetails
კათოლიკოს-პატრიარქი შიო III: უფლის რწმენა ჩვენს გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს

კათოლიკოს-პატრიარქი შიო III: უფლის რწმენა ჩვენს გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს

09/06/2026
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება – დეტალები

საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება – დეტალები

09/06/2026
გორში მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა – ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა

გორში მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა – ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა

09/06/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს 09/06/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი შიო III: უფლის რწმენა ჩვენს გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს 09/06/2026
  • საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება – დეტალები 09/06/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by