• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

კომუნიკაციების კომისია “რუსთავი2”-ის დაცვის საზოგადოებრივი საბჭოსგან ბოდიშის საჯაროდ მოხდას ითხოვს

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
კომისიამ მეოთხე თაობის (4G) ტექნოლოგიის უზრუნველსაყოფად ლიცენზიების მოდიფიცირება დაიწყო
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1356010175_komunikaciis-biuroსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ცრუ, საზოგადოების შეცდომაში შემყვანი, კომისიის რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელების გამო “რუსთავი 2”-ის დაცვის საზოგადოებრივი საბჭოსგან ბოდიშის საჯაროდ მოხდას მოითხოვს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია განცხადებას ავრცელებს:

“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2015 წლის 9 ნოემბერს შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის თაობაზე განცხადება გაავრცელა, რომლის მიზანი იყო ყველა მოდავე მხარის ყურადღება გაემახვილებინა შექმნილი ვითარების შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე. კომისიის განცხადებაში კერძოდ, აღნიშნული იყო: “კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების ირგვლივ შექმნილი ვითარება (როცა, ერთი მხრივ, სასამართლოს განჩინებით კომპანიის დირექტორსა და მისივე მინდობილობით მოქმედ ყველა პირს შეჩერებული აქვთ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, ხოლო მეორე მხრივ, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული დროებითი მმართველები არ ახორციელებენ წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს), კომისიის შეფასებით ქმნის რეალურ საფრთხეს შეფერხდეს, ან უფრო მეტი – შეჩერდეს მაუწყებლის ურთიერთობა მესამე პირებთან, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს მაუწყებლის ფუნქციონირების შეწყვეტა, მასზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა. აქედან გამომდინარე, მივმართავთ შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2″–ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის მხარეებს მიიღონ ყველა ზომა იმ მიზნით, რომ სასამართლო პროცესის არცერთ ეტაპზე კომპანია არ დარჩეს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ მართვის გარეშე, რათა თავიდან იქნას აცილებული მაუწყებლის საქმიანობის შეწყვეტა.”

2015 წლის 11 ნოემბერს შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის დაცვის საზოგადოებრივმა საბჭომ გაავრცელა ქიბარ ხალვაშისადმი მიმართვა, სადაც კომისიის ზემოაღნიშნულ განცხადებაზე დაყრდნობით შემდეგი ფრაზაა ჩამოყალიბებული: “მას შემდეგ, რაც კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ “რუსთავი 2″ მენეჯმენტში შექმნილი ვაკუუმის თაობაზე გააფრთხილა და 15 ნოემბერს არხს გათიშვით დაემუქრა, ცხადი გახდა, რომ მენეჯმენტის გარეშე დარჩენილი კომპანია ვერ შეძლებს გადასახადების გადახდას. ასეთ ვითარებაში, პარალიზებულ ტელეკომპანიას მაუწყებლობის შეჩერება მოუწევს და იძულებული გახდება, დაარღვიოს კანონის მოთხოვნები.”

მარეგულირებელი კომისიის განცხადება შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის დაცვის საზოგადოებრივი საბჭოს მიერ ისე დამახინჯდა, რომ შეუძლებელია ზემოთ მოყვანილ ორ ციტატას და მათ არსს შორის საერთოს პოვნა. სიცრუეა, რომ კომისია დაემუქრა “რუსთავი 2”-ს არხის გათიშვით. სიცრუეა, რომ კომისიამ არხის გათიშვა 15 ნოემბრისათვის განსაზღვრა, ისიც გადასახადების გადაუხდელობის გამო.

კომისიას მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი საბჭოს განცხადების ზემოაღნიშნულ ფრაზაში არც ერთი სიტყვა არ შეესაბამება სინამდვილეს, ადგილი აქვს სიცრუის ტირაჟირებას, რომელსაც ერთი მხრივ, შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება კომისიის პოზიციასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ – ზიანს აყენებს კომისიის საქმიან რეპუტაციას და იმიჯს.

კომისია მიმართავს შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2″-ის დაცვის საზოგადოებრივ საბჭოს საჯაროდ მოუხადოს ბოდიში კომისიას და საზოგადოებას არასწორი, ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო”, – ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ShareTweet

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

გასულ 9 თვეში ქვეყანაში 5,9 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.

გასულ 9 თვეში ქვეყანაში 5,9 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.

12 years ago
„მოვდივარ, ჩემო სიცოცხლე… დამხვდი და შენი ხელები შემომხვიე, დე…“ – ქუთაისში დაღუპული ახალგაზრდის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„მოვდივარ, ჩემო სიცოცხლე… დამხვდი და შენი ხელები შემომხვიე, დე…“ – ქუთაისში დაღუპული ახალგაზრდის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

3 years ago

მთავარი პროკურატურა მამუკა ივანიაძის საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის მოპოვებაზე განცხადებას ავრცელებს

13 years ago
ხაშურელი მოსწავლე სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა

ხაშურელი მოსწავლე სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა

8 years ago

ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს
ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026

სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს ბრალდებულ გ.გ.-ს გარდაცვალების გამო და მის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს. მომხდართან დაკავშირებით კი უწყება განმარტავს,...

მეტის ნახვაDetails
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026
  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by