• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, July 5, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ მთავრობამ გაიზარდა ხელფასები, სრული სიცრუეა”

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

irakli garibashviliსპეკულაცია იმის თაობაზე, რომ მთავრობამ გაიზარდა ხელფასები, სრული სიცრუეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაური მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას მოსახლეობის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებს და სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებს მოუწოდებს, დაინტერესების შემთხვევაში, თანამდებობრივი სარგოების შესახებ მედიასაშუალებებს ნებისმიერი ინფორმაცია მიაწოდონ.

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც ერთი მინისტრი პრემიას არ იღებს, ხოლო რაც შეეხება ხელფასების ზრდას, 113 მილიონი ლარით გაზრდილია ჯარისკაცების, 106 მილიონი ლარით – პოლიციელების ხელფასები, ასევე, პედაგოგების და ექიმების სრომის ანაზღაურება.

„მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ცდილობენ, მოსახლეობას არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ. არის განცდა, რომ მინისტრები და მაღალი თანამდებობის პირები პრემიებს იღებენ. არც ერთი მინისტრი არ იღებს პრემიას, მინისტრის ხელფასი არის 5 ათასი ლარი და ეს ყველაფერი საჯაროა“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, წლების განმავლობაში იყო დამკვიდრებული პრაქტიკა, რომ თანამშრომელს ხელფასის სახით ეძლეოდა გარკვეული თანხა, რომელსაც უმატებდნენ დანამატს და პრემიას, თუმცა მთავრობამ პრემიის კომპონენტი დაარეგულირა, რათა პრემიების გაცემა ქაოტურად არ ხდებოდეს.

„ხდება დანამატის გაცემა – საუბარია საშუალოდ 300-400 ლარზე, საშუალო და ქვედა რგოლზე, ან დეპარტამენტის უფროსები იღებენ დანამატებს. ვინაიდან, ჯერ კიდევ არ არის დასრულებული საჯარო სამსახურის რეფორმა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ და რომელიც სახელფასო სისტემის მოწესრიგებას ითვალისწინებს, ამიტომ ამ ცუდი პრაქტიკით გრძელდება დღემდე ხელფასების გაცემა. ჩვენი ვარაუდით, 2017 წლისთვის მთელი სახელფასო სისტემა იქნება მოწესრიგებული, ხელფასს დაერქმევა ხელფასი, დანამატს – დანამატი და აღარ მოხდება დანამატების და პრემიების ქაოტურად გაცემა. მანამდე გვიწევს ასეთ რეჟიმში მუშაობა, თუმცა სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ მთავრობამ გაიზარდა ხელფასები, სრული სიცრუეა და უნდა ეყოთ ნამუსი, რომ ამ თემით სპეკულირება დაასრულონ. მოსახლეობა მიზანმიმართულად შეჰყავთ შეცდომაში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

შრომის ანაზღაურების ფონდის ზრდასთან დაკავშირებით დეტალური განმარტება მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა გააკეთა.

ნოდარ ხადურის ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტში 44 მილიონი ლარია სახანძრო-სამაშველო სამსახურების ბიუჯეტი, რომლებსაც 31 დეკემბრამდე იხდიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, ხოლო 1-ლი იანვრიდან გადაიხდის შინაგან საქმეთა სამინისტრო;

„10 მილიონი ლარით გაზრდილია გამომძიებლების ხელფასები; სასამართლოებში, 21 მილიონი ლარით გაზრდილია როგორც მოსამართლეების, ისე სასამართლოს აპარატის თანამშრომლების ხელფასები; გარემოს დაცვის სამინისტროში, აღდგა ადრე გაუქმებული სამსახურები, რომლებიც იცავენ ბუნებას, ესენია – გარემოს ზედამხედველობის სამსახური, სამინისტროს დაუბრუნდა სატყეო სააგენტო, მხოლოდ აქ არის ზრდა, ხელფასების მატებას ადგილი არ ჰქონია; სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ევროკავშირთან აღებული ვალდებულების შესაბამისად, უნდა განახორციელოს სურსათის უვნებლობის ხარისხის კონტროლი, ეს სამსახურები ასევე გაუქმებული იყო და მათ აღდგენას მოჰყვა არითმეტიკული მატება; კულტურის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ხელფასები შემცირებულია, 14 ათასი ლარით. სამინისტროს სისტემაში არის 80-მდე სსიპ, რომლებიც ფინანსდებოდა სუბსიდიების მუხლიდან, რაც გასწორდა და ხელფასს დაერქვა ხელფასი, თანხა კი იგივე დარჩა“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მინისტრის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს ხელფასები შემცირებულია 2 მლნ ლარით; ეკონომიკის სამინისტრომ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო, შეიქმნა ინოვაციების და მეწარმეობის სააგენტოები და ზრდა არის ამ მიმართულებით; განათლების სამინისტროში ზრდა გამოწვეულია სსიპ-ებით.

მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მასწავლებლების ხელფასიწელს ჯამში 25 მილიონით გაიზარდა, ხოლო მომავალ წელს დაახლოებით 45 მილიონი ლარით იზრდება;

„გაზრდილი აქვს შრომის ანაზღაურება საქართველოს პარლამენტს, მაგრამ ეს გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ პარლამენტის წევრებს უწევთ ბინების დაქირავება ქუთაისში, კანონის შესაბამისად კი ეს უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ; სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელფასები გაზრდილია 2012 წლის სექტემბერში და თუ 2012 წელს ეს შეეხო 3-4 თვეს, წელს ეხება ყველა თვეს; აუდიტის სამსახურში 2012 წელს შრომის ანაზღაურება შეადგენდა 5,1 მლნ ლარს, მომავალ წელს იქნება 11,8 მილიონი ლარი; ადგილობრივ თვითმმართველობებში დაახლოებით 50 მლნ ლარით არის გაზრდილი შრომის ანაზღაურება ჯამში, მაგრამ ეს არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის 2012 წლის ნოემბრის განკარგულება, რომლის თანახმად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ზედა ზღვარი“, – განმარტა ფინანსთა მინისტრმა.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

“ყველა ახლად დანიშნული ნოტარიუსი პირველ სამ წელიწადს რეგიონში იმუშვებს”

თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტით არგენტინაში გაემგზავრა

10 years ago
მიხეილ ჩხენკელი: თბილისში სტუდენტებისთვის 3000-ადგილიანი საცხოვრებელი აშენდება

მიხეილ ჩხენკელის თქმით, სასკოლო სპორტული პროექტები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება

8 years ago
იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ჩამდენი პირი დაკავებულია

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ჩამდენი პირი დაკავებულია

11 years ago
“ვაიმე, თმა რატომ შეიჭრა? “, “ვაიმე, როგორი შესივებული აქ სახე” – ლიკა კუჭუხიძე კომენტარების ავტორებს პასუხობს

“ვაიმე, თმა რატომ შეიჭრა? “, “ვაიმე, როგორი შესივებული აქ სახე” – ლიკა კუჭუხიძე კომენტარების ავტორებს პასუხობს

3 months ago

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026

კაცი რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, კაცი ახალციხის რეფერალურ...

მეტის ნახვაDetails
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026
  • „ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს 07/03/2026
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by