• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, August 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პოპულარული გეი “მამები” 6 წლის შვილზე წლების მანძილზე ძალადობდნენ: პედოფილთა გაერთიანებასაც კი შესთავაზეს იგი

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სიდნეი, 3 ივლისი, 2013 წელი – ავსტრალიის პოლიციამ “გარყვნილებად” შეაფასა ექვსი წლის ბავშვის საქმე. შვილად აყვანილ ბავშვზე სექსუალურ ძალადობას ჰომოსექსუალი “მამები” და ბიჭების მოყვარულთა ქსელის (Boy Lovers network) სახელით ცნობილი საერთაშორისო საბავშვო პორნოგრაფიის სინდიკატის წევრი მამაკაცები ახორციელებდნენ, ამის შესახებ წერს ავსტრიული მედია.

ავსტრალიელი და ამერიკელი მაღალჩინოსნების ერთობლივი საქმიანობის შედეგად ეს კაცები დააპატიმრეს და ბრალი წაუყენეს მას შემდეგ, რაც გამოიკვეთა, რომ მცირეწლოვანი ბიჭი სექსუალური ექსპლუატაციისთვის და ძალიან მცირე ასაკიდანვე საბავშვო პორნოგრაფიის წარმოებისთვის შესთავაზეს კაცებს ავსტრალიაში, აშშ-ში, საფრანგეთსა და გერმანიაში.

გასულ კვირას აშშ-ში დააპატიმრეს, თავისუფლების 40 წლით აღკვეთა მიუსაჯეს და ბავშვის სასარგებლოდ $400 000-ს გადახდა დააკისრეს ამერიკის 42 წლის მოქალაქეს, მარკ ნიუტონს, ხოლო მეორე მამაკაცი, 36 წლის ახალზელანდიელი, პიტერ ტრუონგი სასჯელს საკუთარ ქვეყანაში ელის.

ქუინსლენდის პოლიციის დეტექტივ-ინსპექტორმა ჯონ რუზმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: “ყველაზე სამწუხარო ამ შემთხვევაში ისაა, თუ ბავშვი მათ ცხოვრებაში როგორ შევიდა. ეს მართლა ტრაგედიაა. ეს ექსტრემალური გარყვნილებაა.”

როგორც ირკვევა, იმ დროს კერნსში, ავსტრალიაში მცხოვრებმა ნიუტონმა და ტრუონგმა ბავშვის გასაჩენად სუროგატი დედის ძებნა 2002 წელს დაიწყეს.

ერთსქესიანმა წყვილმა ბოლოს და ბოლოს იპოვა ქალი რუსეთში, რომელმაც მათ შვილი $8000-ის საფასურად გაუჩინა. მარკ ნიუტონს ბავშვის ბიოლოგიურ მამად მიიჩნევენ.

ადამი ნიუტონსა და ტრუონგს დაბადებიდან ხუთი დღის შემდეგ გადასცეს 2005 წელს.

ავსტრალიურმა მედიამ ფართოდ გააშუქა ადამის სახლში ჩამოყვანა. ამ ორ კაცს კი, ბედნიერ, მოსიყვარულე მამებად ახასიათებდნენ.

2010 წლის 14 ივლისს, როცა ადამი 5 წლის იყო, ABC Far North Queensland-მა გადმოსცა ამბავი სახელით ” ორი მამა სჯობს ერთს”, სადაც აღნიშნული იყო, რომ “მშობლებად ჩამოყალიბება გეი წყვილისთვის, პიტისთვის და მარკისთვის მძიმე შრომა იყო, მაგრამ ისინი თავიდანაც კი დაიწყებდნენ ყველაფერს, ეს რომ დასჭირვებოდათ.”

“ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გვყოლოდა ბავშვი, რომ დრო იყო შეგვექმნა ოჯახი,” ნიუტონმა და ტრუონგმა უთხრეს ABC-ს, “ჩვენ გვსურდა განგვეცადა მამობის სიხარული.”

“ეს ბედნიერი, წყნარი ოჯახია,” ამბობდა ABC, “მაგრამ აქამდე მოსასვლელი გზა სულაც არ იყო იოლი. ბევრი დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ, ადამი სუროგაციით დაიბადა რუსეთში.”

რუსულმა საინფორმაციო სამსახურმა RT Novosti-მ გადმოსცა, რომ ადამზე სექსუალური ძალადობა ერთსქესიანი მამების მხრიდან დაიწყო მაშინ, როცა იგი 22 თვის იყო.

“ცოტა მოგვიანებით”, აგრძელებს RT Novosti, “მათ ადამი სექსისთვის ხელმისაწვდომი გახადეს პედოფილთა ბანდის სხვა წევრებისთვისაც ავსტრალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ამერიკაში, რისთვისაც ნიუტონსა და ტრუონგს ხშირად უხდებოდათ მოგზაურობა. პოლიციის გამომძიებლებმა იპოვეს მტკიცებულებები ამ ქვეყნებიდან სულ ცოტა 8 კაცის შესახებ, რომელთაც ადამთან სექსუალური კავშირი დაამყარეს, როცა ბავშვი 2-დან 6 წლამდე ასაკში იყო.

ინდიანაპოლისში ჩატარებულ სასამართლო სხდომაზე, ნიუტონმა სასამართლოს უთხრა: “მამად ყოფნა იყო პატივი და პრივილეგია, რომელმაც ჩემი ცხოვრების საუკეთესო ექვსი წელი შეადგინა”, აქვეყნებს NY Daily News.

მოსამართლე სარა ევანს ბარკერმა ამაზე უპასუხა: “სიტყვები არ შველის… რა უნდა ითქვას? რა უნდა გაკეთდეს ამ საშინელების რაღაც ნაწილის მაინც გასაქრობად?” მოსამართლე ბარკერმა დაამატა, რომ ნიუტონი მისი აზრით უფრო მკაცრ სასჯელსაც იმსახურებდა, თუმცა მან ნაფიცი მსაჯულები ბრალდებულების მიერ გადაღებული მასალების ნახვას აარიდა.

“ამ კაცებმა ეს მცირეწლოვანი ბავშვი ექსპლუატაციის ყველაზე საზიზღარი ფორმებით გამოიყენეს, რაც კი ამ ოფისს როდესმე უნახავს,” განაცხადა ინდიანას შტატის პროკურორმა ჯო ჰოგსეტმა სასამართლო მოსმენის შემდეგ.

ბავშვთა უფლებების ომბუდსმენმა რუსეთში, პაველ ასტახოვმა RT Novosti-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთის მთავრობა ამკაცრებს შვილად აყვანის კანონს, რათა ადამის მსგავსი შემთხვევები თავიდან იქნას აცილებული.

“რუსი ობოლო ბავშვები ყოველთვის იზიდავდნენ უცხოელ გარყვნილ ადამიანებს ხელმისაწვდომობის გამო. უცხოელები უბრალოდ მოდიოდნენ და ბავშვებს ნაღდი ფულით ყიდულობდნენ,” განაცხადა ასტახოვმა.

2012 წლის დეკემბერში რუსეთში მიიღეს “დიმა იაკოვლევის კანონი”, რომელიც ამერიკის მოქალაქეებზე ბავშვების გაშვილებას კრძალავს.

2013 წლის ივნისში სახელმწიფო დუმამ მიიღო შესწორება, რომელიც რუსი ბავშვების შვილად აყვანას უკრძალავს უცხოელ ერთსქესიან წყვილებს და მარტოხელა ადამიანებს, რომლებიც არიან იმ ქვეყნების მოქალაქეები ან რეზიდენტები, სადაც ჰომოსექსუალთა “ქორწინებები” საშუალებას იძლევა ისინი გახდნენ რუსი ბავშვების მეურვეები ან მშობლები, წერს RT Novosti.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მრავალ შტატში დღემდე არაა დაშვებული არატრადიციული ქორწინებები, ხოლო რუსეთში მრავალი რეგიონალური და ფედერალური კანონი მიიღეს, რომლებიც ჰომოსექსულური და სხვა სექსულუარი გადახრების ბავშვებში პროპაგანდას კრძალავს.

04.07.13

Tags: პოპულარული გეი “მამები” 6 წლის შვილზე წლების მანძილზე ძალადობდნენ: პედოფილთა გაერთიანებასაც კი შესთავაზეს იგი
Share1Tweet1

ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026

საინტერესო

ემიგრანტის თვალით დანახული თბილისი

ემიგრანტის თვალით დანახული თბილისი

7 years ago

რუსეთის ჯარების 70% უკრაინის საზღვრებიდან გაყვანილია

12 years ago
ამგვარ სიტუაციაში სასწავლო პროცესი საფრთხილოა – გაბუნია

ამგვარ სიტუაციაში სასწავლო პროცესი საფრთხილოა – გაბუნია

5 years ago
ალექსანდრე ჯეჯელავა – მინისტრი დიდი პედაგოგიური გამოცდილებით

ალექსანდრე ჯეჯელავა: ბავშვები მაქსიმალურად უნდა დავაინტერესოთ მეცნიერებით

9 years ago

ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „თბილისის სასწრაფო დახმარების მე-2 ფილიალის 0232 ბრიგადამ გამოძახება მიიღო....

მეტის ნახვაDetails
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს 08/17/2026
  • „როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია 08/17/2026
  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by