• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

აფიორა სახელწოდებით სამსახური

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, მკითხველის ბლოგი
A A
აფიორა სახელწოდებით სამსახური
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

image022აპლიკაციის აღმოჩენის დღე – „სასწრაფოდ! გვესაჭიროება ოპერატორი“ – დასაქმების ერთ-ერთ ვებ-გვერდზე ვხსნი ამ სახელწოდებით გამოქვეყნებულ ვაკანსიას  და დაუფიქრებლად ვეცნობი პირობას, რომელშიც რამდენიმე წინადადებითაა ინფორმაცია მოცემული. თანამშრომლად დაიშვებიან 18-28 წლამდე პირები, ექნებათ არასრული სამუშაო განაკვეთი და დაწინაურების პერსპექტივა. აპლიკაციის ფორმაში არ არის მითითებული რა კომპანიაა, რა პროდუქტს უწევს პიარს, კონკრეტულად რა შედის ოპერატორის ფუნქციებში, როგორი უნარ-ჩვევები, განათლება და გამოცდილება უნდა ჰქონდეს აპლიკანტს. ყველაზე მეტად ის დაგაფიქრებთ, რომ წინასწარ არანაირ სამოტივაციო წერილსა და მით უფრო, რეზიუმეს არავინ გთხოვთ. მეც მარტივად გავიარე გასაუბრებამდე მისასვლელი ეტაპი მითითებულ მობილურ ნომერზე დარეკვით.

მზადება გასაუბრებისთვის – სამდღიანი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე რა ჩავიცვა, როგორი მაკიაჟი გავიკეთო, რომ დამსაქმებელს ჩემი კანდიდატურა მოეწონოს. საიტებზე „როგორ მოვაწონოთ თავი დამსაქმებელს“, „როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის“, „9 თვისება, რომელიც სამსახურის მიღებაში დაგეხმარებათ“ და მსგავსი სათაურის მქონე სტატიებიც გადავიკითხე. მარტო წასვლა არ მსურდა და ამ ამბავში ჩემი მეგობარიც ჩავრთე, რომელიც ენთუზიაზმით დამთანხმდა წამოსვლაზე.

გასაუბრების დღე – დანიშნულების ადგილის ახლომახლო ვტრიალებ თან მობილურში შეტყობინებით გამოგზავნილ მონაცემებს ვკითხულობ – შარტავას 14ა მეორე სართული მეორე სადრ… კითხვას მოულოდნელად იქ მდებარე ოფისიდან გამოსული მამაკაცი მაწყვეტინებს  და მეუბნება: „ეს არა გოგონა, მეორე ბინაა მეორე სართული ეზოს მხრიდან მიდი და რომ გეტყვიან: „თქვენ წარმატებით გაიარეთ გასაუბრება 35 ლარი გაქვთ მოსატანი,“ მაშინ მიხვდებით, რომ  ესენი არიან ყველაზე დიდი თაღლითებიო. ირონიულად გამიღიმა და სიგარეტს მოუკიდა, ჩემი გაოცებისაგან  გაფართოებული თვალებისთვის ყურადღება არც მიუქცევია.

ეს სად მომიყვანე? – იცინის ჩემი მეგობარი და ცდილობს, ერთდროულად ბრაზიც დაფაროს და გაკვირვებაც.

პასუხის გაცემაც ვერ მოვასწარი, რომ სიგარეტის ბოლში გახვეულმა, კეთილმოსურნე უცნობმა თქვა: „თქვენ კი არა ხალხი კახეთის სოფლებიდან ჩამოდიან ამ გასაუბრებისთვის“

ამ ამბიდან რამდენიმე დღეში, აღმოვაჩინე ჩემი რესპონდენტი – მარიამი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია, ამ სააგენტოში 1 თვე მუშაობდა და აი რას ყვება: „გასაუბრების შესახებ მეც ინტერნეტით გავიგე, შემთხვევით წავაწყდი ვაკანსიას. მივედი და მონაცემები ჩაიწერეს სახელი, გვარი, სად ვსწავლობდი, შემდეგ მკითხეს პიარი რა არისო. ბოლოს ტესტი შემავსებინეს (თემა იყო დასაწერი (ბიზნესის დანიშნულებაზე, მაგრამ ზუსტად ვერ იხსენებს სათაურს) ბოლოს, რომ მითხრეს აყვანილი ხარ სამსახურში და კონტრაქტი უნდა გაგიფორმოთო, მაშინ მომთხოვეს ბანკში მათს ანგარიშზე 35 ლარის გადახდა. ადგილმდებარეობას ხშირად იცლის ეს სააგენტო,სამი ლოკაცია მე ვიცი სადაც ჰქონდათ ოფისები. სამსახურის არსი ასეთი იყო:  სხვადასხვა ფორუმებზე უნდა განმეთავსებინა მათი ვაკანსიის შესახებ და ჩემს სახელზე რამდენი ადამიანიც მოვიდოდა თითოეულისგან 10 ლარს მე ვიღებდი. შემდეგ ის ადამიანები გააკეთებდნენ იმავეს და ასე ვრცელდება ხალხში.“

გაოცებულმა ვიკითხე მერე ეს ადამიანის მოტყუილება არ არის-მეთქი?

კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ოფიციალურად ხორციელდება ყველაფერი ადვოკატებიც ჰყავთ და კონტრაქტსაც გიფორმებენ ვერ შეედავებიო.შემდეგ ისიც მითხრა, რომ ზოგიერთი თანამშრომელი საკმაოდ დიდ თახას გამოიმუშავებს, ასეთი საქმიანობით და ოჯახებსაც კი არჩენენო.

უკან ისე გამოვბრუნდი, რომ გასაუბრებაზე აღარ შევსულვარ. სამი წელია ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ და ყოველ ლექციაზე მესმის ფრაზა – ჯანსაღი სკეპტიციზმი მთავარი თვისებაა ჟურნალისტისო, ყველანაირი ინფორმაცია გადაამოწმეთო და რისთვის? ასე მარტივად, რომ გავხვეულიყავი აფიორაში?

ამ სტატის მიზანია ის, რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს და სანამ რაიმე კონტრაქტს ხელს მოაწერენ კარგად დაფიქრდნენ რამდენად უღირთ სამსახურისმაძებარი, გაჭირვებული, ადამიანების მეშვეობით ხელის მოთბობა. დაბოლოს,  ვისაც ჩემსავით არ გაუმართლებს და კეთილმოსურნე უცნობი არ შეხვედრება, რომელიც აუხსნის ამ სამუშაოს არსს, მინდა, რომ მათთვის მე ვიყო ასეთი.

 ნანუკა მაღლაკელიძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

საინტერესო

ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის ფინანსურ დოკუმენტაციებში დარღვევები აღმოჩნდა

ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის ფინანსურ დოკუმენტაციებში დარღვევები აღმოჩნდა

13 years ago
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

7 months ago
ზვიად კუპრავას ინფორმაციით, აქციაზე გიორგი გახარია აპირებს მისვლას

ზვიად კუპრავას ინფორმაციით, აქციაზე გიორგი გახარია აპირებს მისვლას

8 years ago
არაპროგრესული სოციალური პროგრესი საქართველოში

არაპროგრესული სოციალური პროგრესი საქართველოში

8 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by