ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოქმედების ვადა 6 თვით ავტომატურად გაახანგრძლივა.
ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შეზღუდვები 2016 წლის 31 ივლისამდე იმოქმედებს.
რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივება 18 დეკემბერს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების საბჭოს სხდომაზე გადაწყდა. გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შევიდა.






