• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, October 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ცხოვრება ისეთია, როგორიც არის…

11 years ago
კატეგორია: მკითხველის ბლოგი
A A
ცხოვრება ისეთია, როგორიც არის…
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ნაძვის ხე2014 წლის 30 დეკემბერი იყო. გარემო სიცივეს დაეპყრო, განწყობა-ახალი წლის სურნელს. მე მოხალისე მერქვა და ფიფქიას ფორმაში გამოწყობილი დედაქალაქის ქუჩებში ტკბილეულს ვურიგებდი გამვლელებს, ძირითადად პატარებს. აქა-იქ მოხუცებიც დადიოდნენ და დათვის ფორმის ორცხობილების დანახვაზე თვალები უბრწყინდებოდათ.

ვფიქრობ, მხოლოდ ასეთ მოხუცებს შეუძლიათ ისეთი გულწრფელი დალოცვა, ნაჩუქარ შოკოლადებზე ბევრად მეტად რომ დაგიტკბობს დღესასწაულს. ვგრძნობდი, თანდათან

როგორ ედებოდა  სხეულს ბედნიერების გრძნობა, დიდი ციმციმა ავტობუსი, საახალწლო სიმღერები, ბუშტები, შოკოლადები, თოვლის ბაბუა, ყინულის დედოფალი… სრულყოფილი დღესასწაულის შესაქმნელად ყველანაირი პირობა გვქონდა.

„ – შემდეგი ლოკაცია „თავისუფლების მოედანი“. მობილიზდით ყველანი!“ – მოგვიწოდა  კლუბის ხელმძღვანელმა. მოხალისეები სიმღერების ფონზე ურიგებდნენ ლამაზბაფთიან პატარებს ტკბილეულს, სწორედ იმ პაწაწინა არსებებს კინოდან, თეატრებიდან, კაფეებიდან რომ გამოჰყავდათ დედებსა და მამებს ხელჩაკიდებულნი.ზოგიერთიდამატებით კიდევ ითხოვდა შოკოლადს და ტუჩის კიდეებს ილოკავდა ახლის მოლოდინში.

11 საათი იყო და ყველაფერი კარგად მიდიოდა სწორედ მაშინ ისინი, რომ გამოჩნდნენ…

ისინი, სრულიად თავისუფალი საკუთარ თავს მინდობილი ხელებით, ისინი,რომელთა მაჯებს მშობლის ხელები არ ამაგრებდა, ვისაც თეატრი და კინო მხოლოდ გარედან უნახავთ. მოვიდნენ ბავშვები, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობდნენ და ახალი წლის ღამეს თავი შეგვახსენეს,ვინაიდან არცერთ ჩვენგანს არ გახსენებია მათი არსებობა. მათაც დავურიგეთ ტკბილეული და, სინდისთან ერთად, სახეებიც დაგვიმშვიდდა. წასვლას ვაპირებდით, კიდევ რომ მთხოვეს. რაც ჩემს ხურჯინში ტკბილეული მქონდა, სულ დავურიგე. ისეთი სისწრაფით მართმევდნენ, შემეშინდა კიდეც, ხელი არ წაეცალათ. მათი ყურება სულაც არ იყო ისეთი  სასიამოვნო,როგორიც დაბანილ-დავარცხნილი გოგო-ბიჭების, ვერიდებოდითახლოს დგომას, უხერხულობას ვგრძნობდით მათი ყურებისას.საკუთარ თავს მიბარებული ბავშვები იქცეოდნენ ისე, თითქოს,ცხოვრებას სანუკვარი ნაყოფი გამოაცალეს ქურდულად და ახლა ჩქარობდნენ,მოესწროთ შეჭმა. სწორედ ამ დროს მოხალისეთა ხელმძღვანელი მომიახლოვდა და ხმამაღალი ტონითა და მკაცრი ხმით მითხრა: „რას აკეთებ, ესენი კი აღარ მოგვშორდებიან, სულ დაურიგე ბარემ!“, – თვალები ამიწყლიანდა და აუცილებლად ავტირდებოდი,ასეთი რამ რომ არ მომხდარიყო: დავიწყებულ ბავშვთაგან ერთ-ერთი ჩვენ შორის ჩადგა. „აჰა, აიღე ეს შოკოლადები, არ გვინდა.აჰა შენი იყოს, ოღონდ ამას ნუ ეჩხუბები. აიღე, მიდი“,-სულ 5-6 წლის იქნებოდა.

ბავშვმა, რომლის მიმართაც არავის გამოუჩენია მზრუნველობა, იმ დროს დამიცვა, როდესაც ყველაზე უსუსურად ვიგრძენი თავი. ხელმძღვანელი სასწრაფოდ გაგვშორდა, მაგრამ რეალობა, რომელიც სრულიად მოულოდნელად დადგა ჩემ წინაშე ასეთი იყო: ერთ მხარეს მე და დავიწყებული ბავშვები და მეორე მხარეს ჩემი ხელმძღვანელი. ამას კი ვეღარ შევცვლიდი. ვბრაზობდი იმ ადამიანზე, რომელმაც უხეშად მომმართა,ვბრაზობდი დანარჩენ მოხალისეებზე, რომლებიც გაჩუმდნენ და არაფერი თქვეს. თავადაც რამდენჯერ გავჩუმებულვარ, როდესაც ამ ბავშვების მიმართ სხვების ირონიული დამოკიდებულება შემიმჩნევიადა ახლა ყოველი ჩემი სიჩუმე ერთად აყვირდა გონებაში.ფიქრი შევწყვიტე, საკუთარმა თავმა შემაშინა. იმ ღამეს დღესასწაული სხვა ადგილებშიც გაგრძელდა. იყო ტელევიზიები, კამერები, ინტერვიუები, გაშუქებული სიუჟეტები… ჩვენ ვახარებდით ლამაზად ჩაცმულ პატარებს და ვივიწყებდით მათ, ვისაც ჩვენი დახმრება ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.

ახლა 2015 წლის  დეკემბერია მალე ისევ ახალი წელი მოვა.თბილ სახლში გემრიელი კერძებით კიდევ ერთ წელს გავაცილებთ. მოხალისეები აუცილებლად გავლენ ქუჩებში ადამიანების გასახარებლად. ვაკვირდები ცხოვრებას და, ვფიქრობ, ნეტავ ამ წელს ვინმეს თუ გაახსენდება  უჩინარი ბავშვები?

ნანუკა მაღლაკელიძე

ShareTweet

ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ
ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ

04/27/2024
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში პირველკლასელს ტანსაცმელი გახადეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს
ახალი ამბები

დაპირისპირება პირველკლასელებს შორის | რას ამბობენ ბათუმის სკოლაში მშობლის მიერ გავრცელებულ მძიმე ინფორმაციაზე?

02/27/2024
საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ
ახალი ამბები

საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ

11/29/2023
ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა
ახალი ამბები

ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა

11/10/2023
“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები
ახალი ამბები

“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები

10/14/2023
ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი
ახალი ამბები

ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი

10/16/2023

საინტერესო

აშშ-ი ამინდი გაუარესდა

აშშ-ი ამინდი გაუარესდა

13 years ago
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების 2018 წლის ნომინანტებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების 2018 წლის ნომინანტებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

8 years ago
ბავშვთა კვების კომპანია HIPP-ი საქართველოში წარმოების გაფართოებას გეგმავს

ბავშვთა კვების კომპანია HIPP-ი საქართველოში წარმოების გაფართოებას გეგმავს

12 years ago
საქართველოს ბანკმა 10 მილონი აშშ დოლარის დაფინანსება მიიღო

საქართველოს ბანკმა 10 მილონი აშშ დოლარის დაფინანსება მიიღო

11 years ago

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026
  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by