• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, მკითხველის ბლოგი, რჩევები
A A
“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები
11
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

როგორ უნდა შევაქოთ ბავშვი, რომ ის წარმატებული იყოს და როგორ დავამარცხოთ სიზარმაცე – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები

ყველა ადამიანს სურს იყოს წარმატებული. მაგრამ რა არის წარმატება? ამის ერთი განსაზღვრება არ არსებობს. ნეიროფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი განმარტავს, რომ წარმატება არის ზრდისა და განვითარების პროცესი, საკუთარ თავზე მუშაობა, განვითარებისკენ სწრაფვა, საკუთარ აზრებთან, ქცევებთან და სიტყვებთან ჰარმონიაში ყოფნა. ეს ყველაფერი ადამიანში მცირე ასაკიდანვე უნდა ჩაიდოს, რაშიც მშობლისა და ახლობელი ადამიანების როლი უდიდესია. მნიშვნელოვანია შექების ფორმაც, რომელიც ადამიანში სწორედ განვითარებისკენ სწრაფვას უნდა ბადებდეს და არა

ჩარჩოებში სვამდეს, რომ ის ყველაზე მაგარია. ამ უკანასკნელ შემთხვევაში შეიძლება არა თავდაჯერებულობა, არამედ ახალი გამოწვევების შიში ჩავუნერგოთ ბავშვს.

“ადამიანი რომ წარმატებული იყოს, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომ მან დაბადებიდანვე უსაფრთხოდ იგრძნოს თავი” – განმარტავს ნინო მარგველაშვილი.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ ბავშვი მუდმივად ახალი გამოწვევებისა და სიახლეებისკენ ისრაფოდეს?
ბავშვი ისეთ გარემოში უნდა გაიზარდოს და ისეთი ურთიერთობები ჰქონდეს, რომელიც მას აგრძნობინებს, რომ ამ სამყაროში ყოფნა არ არის საშიში, გვერდით ჰყავს ადამიანი, რომელიც მას სხვადასხვა სიტუაციაში გვერდით დაუდგება და დაეხმარება. როცა პატარა ცუდადაა ან ტირის, მას დამშვიდების უნარი თავად არ აქვს. ამიტომ სჭირდება მეორე ადამიანი, რომელიც დაამშვიდებს და მის ნერვულ სისტემას დაარეგულირებს. როცა ნერვული სისტემა არის დარეგულირებული, ჯანმრთელი და მშვიდი, როდესაც ბავშვს აქვს უსაფრთხოების განცდა, ის იწყებს სამყაროს გამოკვლევას, მას აღარ ეშინია დასვას შეკითხვები, გადადგას ნაბიჯები, გამოაღოს უჯრა… რაც უფრო უსაფრთხოდ და მხარდაჭერილად გრძნობს თავს, უფრო მეტი სურვილი აქვს, რომ ეს სამყარო გამოიკვლიოს, რისკებზე წავიდეს, ახალი გამოწვევები მიიღოს და ასე შემდეგ.

მოკლედ, პირველი პირობაა, რომ ბავშვს საშვილოსნოსავით დაცული გარემო შევუქმნათ. ბავშვის დაბადებისთანავე უნდა გავხდეთ გამომძიებლები და დავაკვირდეთ მის ყველა მოქმედებას, მოძრაობას, სხეულებრივ ენას, რომ გავიგოთ, ამ კონკრეტული ბავშვისთვის რა არის სასიამოვნო და რა არის უსიამოვნო. უსიამოვნებებისა და სირთულეების აღმოჩენის მერე კი უნდა ვასწავლოთ, როგორ გადალახოს ისინი. მთავარია, რომ ბავშვის მიღმა სამყარო დავინახოთ და გავიგოთ, რატომ მოსწონს ეს და რატომ არ მოსწონს ის. ტირილისა და უსიამოვნების შემთხვევაში, მას შემდეგ რაც დავამშვიდებთ, აუცილებლად ველაპარაკებით ამ შემთხვევაზე, რა შეეძლო გაეკეთებინა, რომ ასე არ მომხდარიყო, არ წაქცეულიყო, კოშკი არ დანგრეოდა…

მეორე მნიშვნელოვანი საკითხია სიტყვები და ფრაზები, როგორ ვესაუბრებით ჩვენს შვილს და მესამე, რასაც დიდი ყურადღება ექცევა, არის ჩვენ რა მაგალითს ვაძლევთ ბავშვს.

როგორ უნდა შევაქოთ და წავახალისოთ ბავშვი?

ვაქებთ პროცესს და არა შედეგს, რადგან შექებას ყოველთვის თან ახლავს ფარული შეტყობინება, რომელიც ბავშვის გონებაში იბეჭდება და მის სამომავლო ქმედებებზე ახდენს გავლენას. მაგალითად, როდესაც აშენებს კოშკს, არ ვეუბნებით, დე, რა მაგარი კოშკი ააშენე. არამედ ვეუბნებით, დე, ნახე რამდენი ყვითელი კუბიკი გაქვს გამოყენებული და კიდევ ორი ცალი სამკუთხედი. რისი გაკეთება გინდოდა, ამ კუბიკებს რომ იყენებდი? ანუ აქცენტი უნდა გავაკეთოთ იმაზე, თუ რას და როგორ აკეთებს და არა – როგორ შედეგს აღწევს. ამით ბავშვს ემატება მოტივაცია და თავდაჯერებულობა და თავადაც აკვირდება კეთების პროცესს. შედეგად, როცა გაიზრდება და რაღაც არ გამოუვა, იმის მაგივრად რომ ხელი ჩაიქნიოს, იმაზე დაიწყებს ფიქრს, თუ რა გააკეთა არასწორად, რომ სასურველი შედეგი ვერ მიიღო და რა უნდა გააკეთოს სხვანაირად შემდეგ ჯერზე, რომ გამოუვიდეს.

რა ფრაზები უნდა ვუთხრათ ბავშვს, რომ თვითშეფასება აუმაღლდეს?
ყოველთვის ვეუბნებით, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს. თავდაჯერებულობა რომ გაეზარდოს, რაღაცაზე უნდა ჰქონდეს კონტროლი და იცოდეს, რომ მისი აზრი გვაინტერესებს. მაგალითად, უნდა ვკითხოთ, სასეირნოდ სად უნდა წასვლა, რისი ჩაცმა უნდა…
თავდაჯერებულობას ზრდის შექება, თუმცა, როგორც ვთქვით, ვაქებთ პროცესს და არა – შედეგს. შედეგის ან ინტელექტის შექების შემთხვევაში ბავშვი იღებს რწმენას, რომ როდესაც წარმატებულია, მაშინ არის ღირებული, როცა ეშლება ან ისე არ გამოსდის, მისი მთლიანი პიროვნება რაღაც დეფექტის მქონეა.

როცა რაღაც კარგად გამოსდის ვეუბნებით, რომ ეს ყველაზე კარგია, რაც აქამდე აგიშენებია და ვამატებთ, რატომ არის ასე. მის გაკეთებულს ვადარებთ საკუთარ გაკეთებულსავე და არა სხვისას.

ვუყვებით სხვის მაგალითებს, ვინც თავიდან კარგად არ სწავლობდა, სკოლიდან გამოაგდეს ან მასწავლებელი ეუბნებოდა, არაფერი გამოგივაო, მაგრამ ბევრი ივარჯიშა და დიდ წარმატებას მიაღწია.

რას ვეუბნებით ბავშვს, როცა რაღაც ეშლება და არ გამოსდის?
შეცდომის დაშვება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ დროს ვეუბნებით, ნახე შეცდომა დაუშვი, ხომ იცი, ამ დროს შენი ტვინი იზრდება. მოდი, აბა, ვნახოთ, რა შეგეშალა? ანუ ყურადღებას ვაქცევთ მის შეცდომას და თუ თავად ვერ ხვდება, რა გააკეთა შეცდომით, ამის გაცნობიერებაში ვეხმარებით. ისევ კუბიკებზე თუ ვისაუბრებთ, ვეტყვით, რომ ჯერ ეს დიდი კუბიკი უნდა დაგედო და მერე პატარა, ამიტომ ვერ მიაღწიე შედეგს. ბავშვს ვუხალისებთ შეცდომებს, რომლებიც უნდა იყოს ღირებული. კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ შეცდომები გვეხმარება უკეთესი გავხდეთ და მომავალში გამოგვივიდეს ის, რაც ახლა არ გამოგვივიდა.

როგორ უნდა დავამარცხოთ ბავშვის სიზარმაცე?
მნიშვნელოვანია, რომ იარლიყებს, მაგალითად, როგორიცაა სიზარმაცე, სხვანაირად შევხედოთ. ზარმაცი ბავშვი არ არსებობს. რაც ჩვენ სიზარმაცე გვგონია, რეალურად არის თავდაცვა, იმის გამოხატულება, რომ ამ დროს ბავშვს ძალა და ენერგია არ აქვს კონკრეტული დავალების შესასრულებლად. როცა ვხედავთ რომ ბავშვი ზარმაცობს, ჩვენ ახლო წასრულზე უნდა დავფიქრდეთ. იქნებ წუხელ კარგად არ ეძინა, ან ისეთი საკვები მიირთვა, რამაც ენერგია ვერ მისცა, ან იქნებ სკოლაში ვიღაცამ დასცინა და ეშინია, რომ თუ ისევ გააკეთებს ამას, უფრო ნეგატიურ შეფასებას მიიღებს. აუცილებლად უნდა დავსვათ კითხვა, რა უშლის ხელს ამის გაკეთებაში და რით შემიძლია, დავეხმარო? როცა ბავშვს მეცადინეობა არ უნდა, შეიძლება მან უბრალოდ დავალება ვერ გაიგო და იმის მაგივრად რომ თქვას, კიდევ ერთხელ ამიხსენითო და ვიღაცის თვალში უნიჭო გამოჩდნეს, ურჩევნია, ზარმაცად ჩათვალონ. დაძალების ნაცვლად, ბავშვს უნდა მივცეთ საშუალება, რომ დაისვენოს, ენერგია აღიდგინოს, ერთად უნდა გააკეთოთ ის, რაც უყვარს და ამის მერე ალბათობა იმისა, რომ ბავშვი იმეცადინებს, ძალიან დიდია. თუ მართლა არ შეუძლია, მერე შეიძლება დახმარებაც კი ითხოვოს. დაძალება საერთოდ უნდა გამოვრიცხოთ.

რა ფრაზები მოქმედებს ბავშვზე ნეგატიურად?
როცა რაღაც არ გამოსდის, არ ვეუბნებით არაუშავს. ეს ნიშნავს, რომ აკნინებ იმას, რაც მისთვის ღირებული იყო. ვეუბნებით, რომ გვეწყინა, რომ ამდენი იწავლა ან ივარჯიშა და მაინც არ გამოუვიდა, მაგრამ თუ წარმატების მიღწევა უნდა, კიდევ უნდა ივარჯიშოს.
არ ვეუბნებით უნიჭიერესი ხარ, უსწრაფესი ხარ. ამ შემთხვევაში ბავშვი ფიქრობს, რომ თუ სწრაფად ვერ გააკეთებს, კარგი აღარ იქნება, რაც მისთვის დიდი წნეხია.

რაზე ვსაუბრობთ ძილისწინ?

ამ შემთხვევაში კონკრეტული ფრაზები არ არსებობს. ძილისწინა საუბრები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შედეგის მიღწევა გვსურს და რაზე გვინდა ბავშვმა ყურადღება გაამახვილოს. მაგალითად, თუ გამოწვევებთან შეჭიდება უჭირს და ადვილად ნებდება, კარგი იქნება, თუ ძილის წინ მოვუყვებით, ჩვენ რა შეგვეშალა დღეს და როგორ ვეცადეთ მის გამოსწორებას. მერე უნდა ვკითხოთ, მას რა არ გამოუვიდა და ვისაუბრებთ, როგორ უნდა გააუმჯობესოს ეს.

ძალიან პოზიტიურად მოქმედებს ძილის წინ იმაზე საუბარი, თუ რისთვის ვართ მადლიერები. თავიდან წახალისებისთვის, დედა ამბობს 3 რამეს, რისთვისაც ის იმ დღეს მადლიერია, მერე კი იგივეს ბავშვი აკეთებს. ეს ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ბავშვს მადლიერების შეგრძნებას უვითარებს. ეს კი სამომავლოდ მას სხვადასხვა რთული სიტუაციების დაძლევასა და პოზიტიურად დანახვაში დაეხმარება.

ფოტოს ავტორი: ირაკლი შალამბერიძე

წყარო : allnews.ge

Share4Tweet3

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

საინტერესო

გიორგი გახარია – ქართული ჯარის წინაშე ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში და მოვიხაროთ ქედი მათი გმირობის წინაშე

პრემიერი – ვიწყებთ ახალ პროგრამას, რომელმაც შიდა ტურიზმი უნდა განავითაროს, ყველამ ერთად, ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო, საქართველო

6 years ago
საქართველოს ტურისტულ რეგიონებში ფასდაკლების კვირეული იწყება

საქართველოს ტურისტულ რეგიონებში ფასდაკლების კვირეული იწყება

8 years ago
არსებული ინფორმაციით, დოლიძის ქუჩაზე კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა

არსებული ინფორმაციით, დოლიძის ქუჩაზე კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა

3 years ago
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელი მზადაა, თბილისის მერს შეხვდეს

სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელი მზადაა, თბილისის მერს შეხვდეს

8 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by