• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, December 4, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

აფხაზი მხატვარი, რომელიც გამთლიანებულ საქართველოზე ოცნებობს

10 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, პერსონა
A A
აფხაზი მხატვარი, რომელიც გამთლიანებულ საქართველოზე ოცნებობს
7
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ზეთის საღებავებით გაჟღენთილი ჰაერი, ხელით ნაქსოვი ფარდები, თექის ნამუშევრები, უსწორმასწოროდ და ნამდვილი ხელოვანისთვის დამახასიათებლად – თავისებური მოწესრიგებულობით  მიმოყრილი ფუნჯები და პალიტრა, წიგნების დიდი სექცია და ალაგ-ალაგ, ფურცლებზე ექსპრომტად ჩაწერილი ჩანახატები – ოთახში შესვლისთანავე იგრძნობა, რომ ეს ნამდვილი შემოქმედის სახლია.

მხატვარი

აფხაზეთიდან დევნილი, 76  წლის ემა ქეცბა, უკვე მეათე  წელია თბილისში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ გადაადგილება საგრძნობლად უჭირს და არც შესაბამისი საცხოვრებელი პირობები გააჩნია, ფიქრობს, რომ უბედნიერესი ადამიანია. აფხაზი ქალბატონი მთელი თავისი შეგნებით თავს ქართველად მიიჩნევს.  ემა ქეცბა ის ადამიანია, რომელმაც დაამტკიცა, რომ შესაძლებლობები შეუზღუდავია. მასთან საუბრისას თქვენ დარწმუნდებით, რომ ეს არათუ მითი – რეალობაა.

ემა  გალში დაიბადა. მამამისი სკოლის დირექტორი და ლენინის ორი ორდენის მფლობელი იყო. წლინახევრისას დედა გარდაეცვალა და ბიძამ ბორჯომში წაიყვანა, თუმცა, მეორე მსოფლიო ომიც დაიწყო და ქერჩის სადესანტო ოპერაციაში მისი დაიღუპვის ცნობა მოვიდა. ემამ პოლიომიელიტი მძიმე ფორმით გადაიტანა და სწორედ ამ დროიდან მოყოლებული შშმ პირია.

მამამ მოგვიანებით მეორე ცოლი მოიყვანა და ემა  და მისი დედ-მამიშვილებიც ოჯახს დაუბრუნდნენ. მის გამო სკოლის ეზოში არსებულ პატარა ფართში გადმოვიდნენ. ემას გადაადგილება უკვე ძალიან უჭირდა. სკოლაში გამორჩეული მოსწავლე იყო და ყველაფერს ელვის სისწრაფით  ითვისებდა. მამა ხშირად ამბობდა: მეცოდება ემა აქაურობისთვისო. მოგვიანებით,  ბაბუასთან, ქალაქ გორში გადავიდა საცხოვრებლად და იქაურ სკოლაში განაგრძო სწავლა.

12483718_1091958110856703_2099802476_n

ცხოვრებაში პირველად არჩევანის წინაშე მაშინ დადგა, როდესაც უნდა გადაეწყვიტა – სად ჩაებარებინა. ლიტერატურა პატარაობიდანვე უყვარდა.  მეორე კლასში ბაირონი წაიკითხა. მაშინ შიშის გრძნობამ შეიპყრო. როგორც თავად ამბობს, მიხვდა, რომ რაღაც დიდს შეეჭიდა. მეოთხე კლასში ცუდად გახდა და მამა კითხვას უკრძალავდა. მაინც კითხულობდა. მისთვის წიგნის გარეშე არსებობა თითქმის ყველაფრის დაკარგვას უდრიდა.  ამიტომ, თავიდან ფილოლოგობაზე  ფიქრობდა, შემდეგ ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩაბარება გადაწყვიტა, რადგან ეგზისტენციალური აზრები მუდმივად აწუხებდა და უნდოდა, რომ კიდევ უფრო ჩაღრმავებოდა. ბოლოს,  მაინც  ის გზა აირჩია, რომლისკენაც ყველაზე მეტად მიუწევდა გული – სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. როგორც იხსენებს, ეს მისი ცხოვრების ყველაზე დაუვიწყარი პერიოდი იყო.

აკადემიაში უამრავი მეგობარი შეიძინა და სწავლის დამთავრებისთანავე პედაგოგიური მოღვაწეობაც დაიწყო. თავიდან გეგმავდა, რომ  მხოლოდ სამი წელი ემუშავა, შემდეგ მანქანა ეყიდა და საკუთარი შემოქმედებისთვის მიეხედა. თუმცა, პედაგოგობამ ძალიან გაიტაცა და მოსწავლეების მიტოვებაც ვერ შეძლო.  ბოლომდე იბრძოლა იმისთვის, რომ სკოლა აშენებულიყო, სადაც ხაზვა-ხატვის ოთახს ცალკე გამოუყოფდნენ.  იმისთვის, რომ ეს ოცნება რეალობად ექცია, ერთ-ერთი შეძლებული ადამიანის შვილი სრულიად უსასყიდლოდ მოამზადა. საწადელს მიაღწია – სკოლა გაიხსნა, კაბინეტიც გამოუყვეს და დაიწყო მისი და მისი მოსწავლეების აქტიური შემოქმედებითი საქმიანობა. იყო უამრავი გამოფენა, არა მარტო აფხაზეთის, არამედ მთელი საქართელოს მასშტაბით. ამ პერიოდში ქვეყნის წარჩინებული პედაგოგი გახდა, ხოლო სკოლა საუკეთესო ხაზვა-ხატვის სწავლებისთვის დაჯილდოვდა.

12540055_1091958090856705_892078576_n

იმის გამო, რომ გადაადგილება უფრო და უფრო უჭირდა, იფიქრა, მანქანის საშუალებით შეემსუბუქებინა მდგომარეობა. 30 წლის განმავლობაში არცერთი ავტოსაგზაო შემთხვევა არ ჰქონია, თითქმის პარალიზებული ფეხებითაც შესანიშნავად ახერხებდა მანევრირებას. არ აკლდებოდა არცერთ გამოფენას. როდესაც გაიგებდა, რომ რაიმე კარგი გამოფენა იმართებოდა, სრულიად მარტო ჩადიოდა მოსკოვსა თუ პეტერბურგში.

აფხაზეთის ომის დროს  სკოლაში დაისვა საკითხი – დაეწყოთ თუ არა სწავლა პირველ სექტემბერს. ემა კატეგორიულად მოითხოვდა, რომ სწავლა, მთელი საქართველოს მსგავსად,  გალშიც პირველ სექტემბერს დაეწყოთ. საბოლოოდ, გაიმარჯვა, მაგრამ საომარი მდგომარეობა დღითი დღე მწვავდებოდა. ძარცვავდნენ, აფეთქებდნენ… ყველა გარბოდა.  გზები ჩახერგილი  იყო ავტომობილებით.

ბოლო წამამდე არ უნდოდა წამოსვლა, მისი დარჩენა კი გარდაუვალ სიკვდილს უდრიდა. შიმშილით მოკვდებოდა, პურის საყიდლადაც ვერ ჩავიდოდა. იხსენებს, როდესაც ბარგის ჩალაგებას შეუდგა, საკუთარი თავის შერცხვა და რამდენიმე წამში იგრძნო, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა. ,,ვიფიქრე, ჩემს ხალხს ასე უჭირს, მე კი იმაზე ვფიქრობ, რა წავიღო-მეთქი.  ყველაფერი ხელუხლებლად დავტოვე. ასე წამოვედი გალიდან.“

შემდეგ იყო ხიზნობა, სიდუხჭირე, ზუგდიდში ყოფნის შემდეგ სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში აღმოჩნდა. ეს დრო მისთვის უბედნიერესი იყო, ომიც კი გადაავიწყდა, ნაყოფიერი შემოქმედებითი პერიოდი ჰქონდა – წერდა, ხატავდა, ბევრ რამეზე ფიქრობდა, შეძლებისდაგვარად, ცოტ-ცოტა ოჯახის საქმეებსაც აკეთებდა.

12506833_1091958107523370_1240476816_n

ერთ დღესაც მეგობარი ტელევიზიის საშუალებით გამოეხმაურა და თბილისში ჩამოსვლა შესთავაზა. იცოდა, რომ მასაც უჭირდა,  მაგრამ  სხვა გზა არ ჰქონდა, ეს მიწვევა უნდა მიეღო. მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ წამოსვლა გადაწყვიტა, რომელიღაც ავტობუსს უფასოდ ჩამოჰყვა. მძღოლმა გმირთა მოედანზე ჩამოსვა, ჭავჭავაძის ქუჩაზე თავად უნდა ასულიყო, თან საერთოდ არაფერი ჰქონდა, პატარა ბოხჩის გარდა. შემოაღამდა, წვალებით ავიდა მეგობართან.

ცოტა ხანს მასთან ცხოვრობდა, მალე იპოვნა ოჯახი, სადაც  ორი ბავშვის აღზრდა ევალებოდა, სამაგიეროდ, ოთახი გამოუყვეს და მათთან  ორი წელი იცხოვრა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, როცა  მის  ყველაზე დიდ ღირსებას, პიროვნულ თავისუფლებას, შეეხო საქმე, სათქმელი პირში მიახალა დიასახლისს, რაც  არ მოეწონა და იძულებული გახდა, სახლი დაეტოვებინა. დარჩა უყველაფროდ. მანქანა გაყიდა და ამ ფულით ბინა შეიძინა.

თავიდან შეგუება გაუჭირდა, რადგან ხალხმრავალი ადგილები არასდროს ხიბლავდა. ხშირად უსვამდნენ უტაქტო კითხვებს. მაგალითად, ,,ბაზარში სიარული შეგიძლია?“ ,,შენით აკეთებ საჭმელს?“ …  როგორც თავად ამბობს, ეს ძალიან აღიზიანებდა, არ მოსწონდა, რომ ადამიანებისგან სიბრალულს გრძნობდა,  მათი უმეტესობა უუნაროდ მიიჩნევდა.

„მახსოვს, ტროლეიბუსში ავდიოდი და მძღოლმა ასეთი რეპლიკა ისროლა ჩემი მისამართით – ტროლეიბუსები კატაფალკები გახდაო“, – იხსენებს ემა.

ამბობს, რომ საზოგადოებისგან  მხოლოდ და მხოლოდ თბილ დამოკიდებულებას ისურვებს და არა ცინიზმსა და ფუჭ სიბრალულს.

12512069_1091958117523369_942988743_n

მარტო არ  ცხოვრობს, ჰყავს 17 წლის კატა – კაჭუ, რომელიც მისი ოჯახის სრულუფლებიანი და თავნება წევრია. თვიდან თვემდე პენსიითა და დახმარებით ცხოვრობს, თუმცა, როგორც თავად ამბობს,  მაინც კმაყოფილი და ბედნიერია. ნათესავები ხშირად სთავაზობენ ფულად დახმარებას, მაგრამ უარს ამბობს. მისი თქმით, შემოქმედებითობა სწორედ ფუფუნებაში იკარგება.

ხშირად წერს ჩანახატებს. მუდმივად ფიქრობს,  თუმცა წუხს, რომ  ხანდახან სიზარმაცე სძლევს და საკუთარი ფიქრების ფურცელზე გადმოტანა ეზარება.

ოცნებობს –  დახატოს ის ნახატი, რომლის იდეაც გონებაში დიდი ხნის წინ მოუმწიფდა, თუმცა, ზეთის საღებავები ძვირი ღირს.

ემას ყველაზე დიდი ოცნება საქართველოს უკავშირდება:

,,თავს მივიჩნევ აფხაზად, ანუ ქართველად და მინდა, რომ ასეთი ვიხილო სრულიად საქართველო, მიყვარს ჩემი სამშობლო! ღმერთს ვთხოვ, გაამთლიანოს, ალბათ ჩემი ნახატიც მაშინ განხორციელდება,“ –  ამბობს ემა.

მანამდე კი, სანამ მის ტილოს დახატვა არ უწერია, შემოქმედებითობის სუნში გაჟღენთილ ოთახში ღამდება. ემა ამჯერად წიგნების კითხვით იქცევს თავს. უკვე დიდი ხანია, მოლბერტი და ფუნჯი მიივიწყა. როგორც ჩანს, უფულოდ 21-ე საუკუნის ხელოვნება  სულიერი არა, მაგრამ მატერიალური კრიზისისათვის განწირულია.

ნატალია ჯალაღონია

fb-share-icon
Tweet
Share3Tweet2

ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა
ახალი ამბები

მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა

12/02/2025
ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025
საჯარო სკოლებში,1-ელიდან  მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება
ახალი ამბები

საჯარო სკოლებში,1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება

12/02/2025
მობილურების აკრძალვა, სასკოლო ფორმები, სახელმძღვანელოების ცვლილება, ნებაყოფლობითი მე-12 კლასი – რა ცვლილებებს აანონსებს სკოლებში მომდევნო სასწავლო წლიდან განათლების სამინისტრო
ახალი ამბები

მობილურების აკრძალვა, სასკოლო ფორმები, სახელმძღვანელოების ცვლილება, ნებაყოფლობითი მე-12 კლასი – რა ცვლილებებს აანონსებს სკოლებში მომდევნო სასწავლო წლიდან განათლების სამინისტრო

12/02/2025
62 წლის ქალის ისტორია, რომელიც ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა – მას 27 წლის ქალი, სხეულის ვაჭრობით მიღებულ თანხას ფიზიკური განადგურების მუქარით სძალავდა
ახალი ამბები

62 წლის ქალის ისტორია, რომელიც ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა – მას 27 წლის ქალი, სხეულის ვაჭრობით მიღებულ თანხას ფიზიკური განადგურების მუქარით სძალავდა

12/02/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025
  • მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა 12/02/2025
  • ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In