• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სპეციალურმა ჯგუფმა წალკაში მცხოვრებ ე.წ. ეკომიგრანტთა მდგომარეობა შეისწავლა

13 years ago
in მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მინისტრ დავით დარახველიძის ინიციატივით, სპეციალურმა ჯგუფმა ე.წ. ეკომიგრანტების პრობლემები შეისწავლა. საუბარია 144 ოჯახზე, რომელთა ნაწილი წალკიდან ბათუმში ჩავიდა, რადგან მათივე თქმით, წალკაში არც საკმარისი მიწა გააჩნიათ და შიში აქვთ, რომ ბერძნები (რომელთა სახლებშიც ცხოვრობენ) სახლების დაცლას მოითხოვენ.

მინისტრი აღნიშნულ ოჯახებს ბათუმშიც შეხვდა. ე.წ. ეკომიგრანტებმა შეხვედრაზე, რომელსაც მინისტრის მოადგილე და აჭარის მთავრობის წარმომადგენელიც ესწრებოდა, საცხოვრებელი ფართით დაუყოვნებლივ დაკმაყოფილება აჭარის ტერიტორიაზე მოითხოვეს.

დავით დარახველიძემ ე.წ. ეკომიგრანტებს საკითხის მოგვარების რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა. კერძოდ, აჭარის მთავრობის მეთაურთან შეთანხმებით, აჭარის მთავრობა მათ ერთი თვის ბინის ქირას გადაუხდიდა (კარავში რომ არ ეცხოვრათ), პარალელურად კი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო წალკის მუნიციპალიტეტთან და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, მათ პრობლემებს წალკაში შეისწავლიდა და შეეცდებოდა პრობლემა ადგილზე მოგვარებულიყო. პარალელურად, აჭარის მთავრობა განიხილავდა, რა ალტერნატივა და შესაძლებლობა არსებობს, აჭარის ტერიტორიაზე მათი საბინაო პრობლემების გადასაწყვეტად. ბუნებრივია, ამ ყველაფერს სჭირდებოდა დრო.

აღნიშნული პრობლემის ადგილზე შესასწავლად, სპეციალურმა ჯგუფმა, წალკაში, 2 კვირა იმუშავა და დეტალურად გაეცნო არსებულ მდგომარეობას. მის შემადგენლობაში იყვნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, აჭარის მთავრობისა და სახელმწიფო კანცელარიის წარმომადგენლები.

სამინისტროს მიერ წალკის მუნიციპალიტეტში მივლენილ ჯგუფს დავალებული ჰქონდა 144 ოჯახის მდგომარეობის შესწავლა ქალაქ წალკაში და წალკის მუნიციპალიტეტის 15 სოფელში.

ჯგუფმა სრულად შეისწავლა 132 ოჯახის მდგომარეობა, 12 ოჯახის ნახვა ადგილზე ვერ მოხერხდა, თუმცა, მეზობლების ახლობლებისა და სოფლის რწმუნებულის დახმარებით გარკვეული ინფორმაცია მოგროვდა.

შესწავლილი 132 ოჯახიდან 54 ოჯახს (მათივე განცხადებით) აქვს გეოლოგიური დასკვნა მათი საცხოვრებელი სახლის ეროზიული მდგომარეობის შესახებ; 28 ოჯახი დაფიქსირებულია სამინისტროს მონაცემთა ბაზაში და გააჩნიათ დაზარალების კატეგორია; 50 ოჯახი წალკის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მიზეზით თვითნებურად ჩამოსახლდა (გაფართოება, ეკონომიკური პრობლემები და მიწის ნაკლებობა).

აღნიშნული 132 ოჯახიდან 13 ოჯახი ცხოვრობს სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ სახლში, შესაბამისად, მათ გამოსახლების არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ; 1 ოჯახი ცხოვრობს საკუთარ სახლში; დარჩენილი 117 ოჯახი ცხოვრობს ადგილობრივი ბერძნების სახლებში (რომლებიც იქ თავად, ინდივიდუალურად, სახლის მეპატრონეებთან მოლაპარაკების შედეგად ჩავიდნენ).

ჯგუფმა დაადგინა, რომ რამდენიმე შემთხვევას მართლაც ჰქონდა ადგილი, როდესაც დაბრუნებულმა ბერძნებმა ე.წ. ეკომიგრანტებს სახლის დაცლა მოსთხოვეს, თუმცა, აღნიშნულს მასიური ხასიათი არ ჰქონია.

გამოკითხული ოჯახების 100%, რომლებიც დღემდე ბერძნების სახლებში ცხოვრობენ, აცხადებენ, რომ მათ სახლების მეპატრონეებისგან ან შუამავალი პირებისგან უკვე მიიღეს გაფრთხილება, რომ დაცალონ საცხოვრებელი სახლები.

ამ ეტაპზე, მათი გამოსახლების პრობლემა არ დგას. ეს არის მხოლოდ ვარაუდი.

რაც შეეხება მათ მოთხოვნას, აჭარაში ბინით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, აღნიშნული ოჯახები აჭარაში საცხოვრებელი ბინებით დააკმაყოფილოს. აღნიშნული ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის.

2004 წლიდან დღემდე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სტიქით დაზარელებულებისთვის შეიძინა 1079 სახლი სხვადასხვა რაიონში (წალკა, თეთრიწყარო, მარნეული, ლაგოდეხი, ახმეტა, ნინოწმინდა). აღნიშნულ ოჯახებს, არანაირი საფრთხე ემუქრებათ, რადგანაც ისინი სახელმწიფოს მიერ შესყიდულ სახლებში ცხოვრობენ.

რაც შეეხება საკუთარი სურვილით ჩასულ ოჯახებს, წალკისა და ნინოწმინდის რაიონებში აჭარიდან საცხოვებლად ჩავიდა დაახლოებთ 3 000 ოჯახი. მათ პირადი ურთიერთობა ჰქონდათ სახლების მეპატრონე ბერძენ მოქალაქეებთან და იქ ჩასვლა და ჩასახლება მოხდა დამოუკიდებლად, თუმცა, სამინისტრო მათ პრობლემებსა და საჭიროებებსაც სწავლობს და მუშაობს აღნიშნული პრობლემების მოგვარებისა და მოწესრიგების შესაძლებლობებზე.

11.07.13

Tags: სპეციალურმა ჯგუფმა წალკაში მცხოვრებ ე.წ. ეკომიგრანტთა მდგომარეობა შეისწავლა
ShareTweet

ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

05/16/2026
როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები
ახალი ამბები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა
ახალი ამბები

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა
ახალი ამბები

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
გარდაბნის ავარიაში დაღუპული ძმების ვინაობა ცნობილია
ახალი ამბები

გარდაბნის ავარიაში დაღუპული ძმების ვინაობა ცნობილია

05/14/2026

საინტერესო

„ეს რა დღე გამითენე, დე, ჩემო გმირო ბიჭო…“ – ლევან ლოხიშვილის დედა

„ეს რა დღე გამითენე, დე, ჩემო გმირო ბიჭო…“ – ლევან ლოხიშვილის დედა

1 year ago

გიორგი კვირიკაშვილმა და ბრიჯიტ ბრინკმა საქართველოში ჯონ კერის მოსალოდნელ ვიზიტზე ისაუბრეს

10 years ago

ზურაბ ტყემალაძე აქტიური პოლიტიკიდან მიდის

10 years ago
უკრაინაში იმიტირებული ქართული ღვინო გაყიდვებიდან ამოიღეს 

უკრაინაში იმიტირებული ქართული ღვინო გაყიდვებიდან ამოიღეს 

8 years ago

ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

05/16/2026

2 დღის წინ მეტრო „სამგორში“ ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძეა. ის თსუ-ს...

Read moreDetails
როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა 05/16/2026
  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by