• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ფონდმა ქართუმ რაგბის კავშირს 3 ახალი ბაზა გადასცა

8 years ago
კატეგორია: სპორტი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს რაგბის კავშირმა საქველმოქმედო ფონდისგან „ქართუ“ მფლობელობაში კიდევ სამი, თანამედროვე სტანდარტების ახალი კომპლექსი მიიღო. ქართულ სარაგბო ინფრასტრუქტურას შეემატა ორი ახალი ბაზა თბილისში, ერთი კი თელავში. ინფრასტრუქტურის გადაცემის შესაბამის დოკუმენტს ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ დღეს ხელი ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე მდებარე ახალ ბაზაზე მოაწერეს ხელი.
ახალი სარაგბო კომპლექსების ინვესტიციის ჯამური მოცულობა 18 800 000 ლარზე მეტია. ყველა კომპლექსს აქვს ბუნებრივ და ხელოვნურ საფარიანი მოედნები. თბილისში ტრიბუნები 2 344 მაყურებელზეა გათვლილი, თელავის კომპლექსისი ტრიბუნები კი 2 244 მაყურებელს იტევს.
სარაგბო კომპლექსებში ასევე გათვალისწინებულია: ყინულის და საცურაო აუზები, ძალოსნობის დარბაზები, ღია სარეკრეაციო ზონები, ვიდეო-ანალიზის ოთახი, საკომენტატორო ოთახები, საკონფერენციო სივრცეები, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის ოთახები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.
ინფრასტრუქტურის გადაცემის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, დამწყები მორაგბეები და რაგბის გულშემატკივრები დაესწრნენ.

ფონდ „ქართუს“ როლი ქართული რაგბის განვითარებაში:
ბოლო 10 წლის განმავლობაში, ფონდის ჯამურმა წვლილმა ქართული რაგბის განვითარებაში თითქმის 200 მილიონი ლარი შეადგინა.
აქედან გამომდინარე, რეგიონში სწორედ საქართველოს აქვს ყველაზე განვითარებული სარაგბო ინფრასტრუქტურა, რაც პირდაპირ აისახა ქართველი ბორჯღალოსნების წარმატებაზე. ეროვნული ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მე-13 ადგილს იკავებს.
“ქართუს” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწეული მასშტაბური ქველმოქმედება საერთაშორისო ორგანიზაცია “მსოფლიო რაგბიმ” უპრეცენდენტო მოვლენად აღიარა და რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მას პრიზიც კი გადასცა.
სწორედ ფონდ „ქართუს“ მიერ შექმნილმა ინფრასტრუქტურამ გახადა შესაძლებელი, 2017 წელს საქართველოს მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემასპინძლა.
რაგბის მხარდაჭერის უპრეცენდენტო პროგრამა ფონდმა „ქართუმ“ ათი წლის წინ დაიწყო. კომპლექსური მიდგომით, ამ პერიოდის განმავლობაში, ფონდმა ერთი მხრივ ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს, მეორე მხრივ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით განავითარა სარაგბო ინფრასტრუქტურა. წლების განმავლობაში აშენდა, აღიჭურვა და ქართველ მორაგბეებს გადაეცა 15 სარაგბო ბაზა. (მათ შორის თბილისის ცნობილი სტადიონები: შევარდენი, ავჭალა, ლელო არენა, დიღმის ლოკომოტივი, ნუცუბიძის კომპლექსი) რაგბის ცენტრები დედაქალაქის გარდა გაჩნდა: ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, გორში, მარტყოფსა და ასპინძაში.
ქართული რაგბის წარმატება და უახლოესი გეგმები:
რაგბის ეროვნული ნაკრები ამჟამად მსოფლიოში მე-13 პოზიციაზეა. ბორჯღალოსნების მიზანი მსოფლიო რაგბის რეიტინგის ათეულში ადგილის დამკვიდრებაა.
ნოემბერში ტრადიციული მსოფლიო რაგბის სერიები იწყება. საქართველოს ნაკრები ნოემბერში 3 ტესტ მატჩს გამართავს. 10 ნოემბერს ჩვენი გუნდი ფლორენციაში, იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. 17 ნოემბერს „ავჭალის“ სტადიონზე სამოას უმასპინძლებს, ხოლო 24 ნოემბერს „მიხეილ მესხზე“ ტონგას. ტესტ მატჩი სარეიტინგოა და გუნდებს შედეგებისათვის ქულები დაერიცხებათ.
მოცემული მომენტისთვის საქართველო და იტალია მსოფლიო რეიტინგში მეზობლად არიან. ბორჯღალოსნები 73,13 ქულით მე-13 საფეხურს იკავებენ, ხოლო იტალია 72,56 ქულით მას კვალში უდგას. შეხვედრას ორივე გუნდისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

ShareTweet

ახალი ამბები

„ოქროს ბურთი“ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ კვარაცხელიას ეკუთვნის“ – დემბელე
ახალი ამბები

„ოქროს ბურთი“ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ კვარაცხელიას ეკუთვნის“ – დემბელე

09/20/2026
ძიუდოისტი თენგო ზირაქაშვილი „ევროპის თასის“ გამარჯვებულია
ახალი ამბები

ძიუდოისტი თენგო ზირაქაშვილი „ევროპის თასის“ გამარჯვებულია

09/20/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია
ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026
“ნიცა არც მოდელია, არც კინოვარსკვლავი, მაგრამ…” – უცხოურმა გამოცემამ კვარას მეუღლეს ვრცელი სტატია მიუძღვნა
ახალი ამბები

“ნიცა არც მოდელია, არც კინოვარსკვლავი, მაგრამ…” – უცხოურმა გამოცემამ კვარას მეუღლეს ვრცელი სტატია მიუძღვნა

01/02/2026
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025

საინტერესო

ვლადიმერ პუტინმა დიანა ღურცკაიას რუსეთის  სახალხო არტისტის წოდება მიანიჭა 

ვლადიმერ პუტინმა დიანა ღურცკაიას რუსეთის  სახალხო არტისტის წოდება მიანიჭა 

4 years ago
„ერთი თოჯინის გაკეთებას ხანდახან 2-3 კვირა სჭირდება“ – როგორ იქმნება ზღაპრული პერსონაჟები

„ერთი თოჯინის გაკეთებას ხანდახან 2-3 კვირა სჭირდება“ – როგორ იქმნება ზღაპრული პერსონაჟები

5 years ago

საქართველოს საკითხი, ერთხელ და სამუდამოდ, ალიანსის „პარტნიორობის კალათიდან“ ღია კარის ანუ „გაფართოების კალათაში“ გადავიდა

11 years ago
ექსპლუატაციაში მიღების გარეშე შენობა-ნაგებობაში შესახლება დაუშვებელი იქნება

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 23 სექტემბერს გაიხსნება

7 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by