• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, October 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ზვიად გამსახურდია: ,,ამდენი მოღალატე არც ერთ ერს არ ჰყავს”

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

gamsaxurdia,,ჩვენ დღეს კრემლის უზარმაზარი საინფორმაციო მანქანა გვიპირისპირდება, უფრო სწორედ  დეზინფორმაციის მანქანა: საკდესის სახით, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახით, სუკის სახით.. სამწუხაროდ, ამაში მათ ჩვენივე გადაგვარებული ქართველები უწყობენ ხელს როგორც აქ, ასევე საზღვარგარეთ. აქ ვისაც ვგულისხმობ თქვენ კარგად იცით და ზედმეტად ჰაერს აღარ მოვწამლავ მათი სახელის ხსენებით, ხოლო უცხოეთში მათი აგენტურაა ჯანრი კაშიას, რამაზ კლიმიაშვილის და სხვათა სახით.” – ზვიად გამსახურდია

1991 წლის 2 თებერვალი, საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე – ზვიად გამსახურდია:

,,ნუ გვგონია, თითქოს, შეგვიძლია გულ – ხელი დავიკიფოთ – კრემლი ხომ ვერაფერს დაგვაკლებსო და  მივუშვათ ყველაფერი თვითდინებაზე. ეს ასე არ არის. თუ ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში კრემლის აგენტია და მე ამას დაგიმტკიცებთ „კრასნაია ზვეზდაში“ გამოქვეყნებული წერილით, სადაც პირდაპირ წერია: იმდენად აღმაშფოთებელ საქმეებს სჩადის საქართველოს პარლამენტი, რომ ოპოზიცია სამტრედიაში ლიანდაგებზე დასხდა მოძრაობის გადასაკეტადო. ვის გულისხმობდა „კრასნაია ზვეზდა“ ოპოზიციაში ? გულისხმობდა „მხედრიონის“ ბანდას. სინამდვილეში ლიანდაგეზე არავინ დამჯდარა. მივიდა ორი გოგონა და ცოტა ხანს იდგა  ლიანდაგებზე, ხოლო „მხედრიონის“ რამდენიმე წევრი ბაქანზე იდგა. ეს ფაქტი იმის საჩვენებლად გამოიყენეს, თუ როგორ არის აღშფოთებული ოპოზიცია გამსახურდიას „დიქტატურით.“ეს იგიევა, რაც გორბაჩოვმა ჩვენი პირველი სესიის დროს თქვა: საქართველოში  აღშფოთება აჯანყებამდეა მისულიო. ის კახეთის მილიციაზე „მხედრიონის“ თავდასხმას გულისხმობდა. აი, ვინ ამზადებს საქართველოში კრემლის ინტერვენციას. ამიტომ, რაც უფრო დროულად აილაგმება ასეთი ძალები, უფრო დაზღვეული ვიქნებით ყოველგვარი აგრესიისგან.

თქვენ „კრასნაია ზვეზდას“ ყალბი ინფორმაცია ახსენეთ. ჩვენ ვიცით, რომ ასეთივე მასალებითაა გაჟღენთილი ცენტრალური გაზეთები. სამწუხაროდ, იმავე არხებით სიყალბეს იღებენ საზღვარგარეთაც. რა კეთდება ამისათვის, რომ სწორი ინფორმაცია გავიდეს მსოფლიოში?

– ჩვენ დღეს კრემლის უზარმაზარი საინფორმაციო მანქანა გვიპირისპირდება, უფრო სწორედ  დეზინფორმაციის მანქანა: საკდესის სახით, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახით, სუკის სახით…სამწუხაროდ, ამაში მათ ჩვენივე გადაგვარებული ქართველები უწყობენ ხელს როგორც აქ, ასევე საზღვარგარეთ. აქ ვისაც ვგულისხმობ თქვენ კარგად იცით და მე ზედმეტად ჰაერს აღარ მოვწამლავ მათი სახელის ხსენებით, ხოლო უცხოეთში მათი აგენტურაა ჯანრი კაშიას, რამაზ კლიმიაშვილის და სხვათა სახით. ისინი ლანძღავენ პარლამენტს, აქებენ კონგრესს, ამბობენ, პირდაპირ აღმაშფოთებელია, რომ პარლამენტი ხელს უშლის კონგრესს და არ აძლევს მუშაობის საშუალებასო; პარლამენტში, თითქოს, ფალსიფიკაციის გამო შევიდა ხალხი, არ ყოფილა არავითარი არჩევნები, რომ საარჩევნო კანონი არასრულყოფილი იყო და სხვა. ყოველივე ამას რუსი რომ ამბობს „ კრასნაია ზვეზდაში“ – არ გეწყინება, რადგან ეს ბუნებრივია, მაგრამ ქართველი როგორ უნდა დაკნინდეს იმდენად, რომ მის ქვეყანაში ჩატარებული დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების შედეგები ლანძღოს უცხოეთიდან და მოსთხაროს?! ამას არც ერთი ერი არ იკადრებს. ასეთი მოღალატეები სომხეთში რომ აღმოჩდნენ, სახალხოდ ჩამოახრჩობენ. ამდენი მოღალატე არც ერთ ერს არ ჰყავს. ამით სარგებლობს კრემლი და მისი პროპაგანდა. „თავისუფლების“ ქართული რედაქცია საქართველოს მტრების ხელშია და რატომღა გიკვირთ, რომ გამოდის უცხოელი და ამდაგვარს წერს, მათ რომ შევეკამათოთ, იმ წუთში ქართველებზე მიგვითითებენ – ამათ თქვესო. როგორც იტყვიან, ციხე შიგნიდან ტყდება. მართალია, კრემლის დეზინფორმაციის მანქანა ძლიერია, მაგრამ მას ჩვენი მოღალატეები უწყობენ ხელს.

როგორი მდგომარეობაა ე.წ. სამხრეთ ოსეთში, რა დონეზეა მოლაპარაკება? როგორც ცნობილია, დაკავებულია მათი ცრუ პრეზიდენტი, რა რეაქცია მოჰყვა ამას?

– ე.წ. სამხრეთ ოსეთში სიტუაცია დაძაბულია, რადგან ჩვენ გვებრძვიან არა მხოლოდ ოსი ექსტრემისტები, არამედ საბჭოთა  ჯარიც. იქ არის სამხედრო სარაკეტო ბაზა, საიდანაც ოსი ექსტრემისტები სისტემატურად მარაგდებიან  საბრძოლო რაკეტებით. აქ, კადრის ოფიცრები, რატომღაც, ძირითადად ოსები არიან, ასევე – სერჟანტებიც და ჯარისკაცებიც. რატომ მოხდა ეროვნული ნიშნით მათი თავმოყრა, ალბათ ძნელი გასაგები არ არის. ისიც აღსანიშნავია, რომ მათი ლიდერები, სწორედ ამ ბაზაში იმალებოდნენ. უფრო მეტიც, ბაზა თავის ოფიციალურ რეზიდენციად გაიხადეს. იქ ღებულობდნენ ჟურნალისტებს. ე.ი. როდესაც ვინმეს უნდოდა კულუმბეგოვის ან ჩოჩიევის ნახვა, მიდიოდა ამ ბაზაში და იქ ხვდებოდა. აქედან განსაჯეთ, თუ ვის ვებრძვით. ამის გამო პროტესტის წერილით მივმართეთ ამიერკავკასიის ჯარების სარდალს პატრიკიევს. ის, თითქოს, დამპირდა საქმის მოწესრიგებას, მაგრამ ჩემი წერილის შედეგ ორი ჯავშანტრანსპორტიორი შეიჭრა სოფელ ერედვში და ქართულ მოსახლეობას სანადირო თოფები ჩამოართვა. ე.ი. ნამდვილი ომია, საბჭოთა ჯარისთვის ოსი ექსტრემისტები დაქირავებული აგენტები არიან. ამიტომ საბოლოო გამარჯვებას ჯერ ვერ მივაღწევთ.

ჩრდილოეთში ალაგირთან დაბანაკებულია გენერალი ცაგოლოვი, რომელიც დივერსანტებს აგზავნის ჩვენს ტერიტორიაზე, ისინი შეიარაღებულნი არიან არაჩვეულებრივად, თანამედროვე ტექნიკით. ამის დამტკიცება კი ჩვენთვის ძალიან ძნელია. ხელმძღვანელობა ამბობს, თითქოს, ეს მომდინარეობს ცალკეული ჯარისკაცებისა და  ოფიცრებისგან, ვითომ ეს მოსკოვიდან არ მოდის. სინამდვილეში კი ყველაფერი სწორედ იქიდან მომდინარეობს. რაც კრემლმა ლიტვაში გააკეთა ეროვნული ხსნის კომიტეტის სახელით, აქ ამას აკეთებს ოსი ექსტრემისტების ხელით. სცენარი იგივეა, მათ ვუთხარი, რომ  თუ არ შეწყდება ასეთი მოქმედება, მე ვამხელ მათ მთელი მსოფლიოს წინაშე. ჯერჯერობით პასუხი არ არის.

რაც შეეხება დაკავებულ ცრუ პრეზიდენტს, იგი ბანდების მეთაური კულუმბეგოვია, რომელსაც პროკურატურა ბრალს სდებს ომის პროპაგანდაში, ტერორის პროპაგანდაში, ეროვნული შუღლის გაღვივებაში, რაც პრაქტიკულად განხორციელდა. გამოძიება მიმდინარეობს და გაირკვევა მისი ბრალეულობა.

რას იტყვით სამაჩაბლოდან ქართველ ლტოლვილებზე?

– შექმნილია დახმარების ფონდი, ჩვენ ვეხარებით და ყველანაირად ვცდილობთ ხელის შეწყობას. მომავალი კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მივაღწევთ ცხინვალში წესრიგის დამყარებას, ლტოლვილების პრობლემა პოლიტიკური საკითხია, რომელიც ჩვენ უნდა გავიტანოთ მსოფლიოს დასანახად.

სირთულეების მიუხედავად შეიძლება ითქვას, რომ სამაჩაბლოში გარკვეულ წარმატებას მივაღწიეთ, ახლა ხომ არ აპირებთ რაიმეს დათმობას?

– არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. პირიქით, უფრო გავამკაცრებთ ზომებს ოსი ექსტრემისტების მიმართ. გავაძლიერებთ მხილების კამპანიას – ყველას დავანახვებთ, რომ ეს არის პირდაპირი ალიანსი მოსკოვთან. ამან შეიძლება  დადებითი ნაყოფი გამოიღოს. თუ ამას მივაღწევთ, რომ ჯარი ჩანოვაშორეთ, ექსტრემისტებს იოლად მოვუვლით.”

წყარო: tzona.org

ნატალია ჯალაღონია

Share1Tweet1

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

ცხინვალი საქართველოს მოქალაქეებს ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს

ცხინვალი საქართველოს მოქალაქეებს ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს

5 years ago

მიხეილ ჯანელიძე: “რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში საქართველოს ეუთოს გაძლიერებული ჩართულობა ესაჭიროება”

10 years ago
კარგია, რომ სოფლებში მიდიან, არდადეგები იქნება და დარჩებიან სოფლებში – გამყრელიძე აღდგომაზე

კარგია, რომ სოფლებში მიდიან, არდადეგები იქნება და დარჩებიან სოფლებში – გამყრელიძე აღდგომაზე

5 years ago

გულიკო ზუმბაძე დღეს თბილისის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სააგენტოს მუშაობას გაეცნო

12 years ago

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026
  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by