• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, May 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“საქართველოს გაზპრომთან ურთიერთობაში, რაიმე პოლიტიკური ფასის გადახდა არ მოუწევს” – ანდრია გვიდიანი

10 years ago
in ეკონომიკა
A A
“საქართველოს გაზპრომთან ურთიერთობაში, რაიმე პოლიტიკური ფასის გადახდა არ მოუწევს” – ანდრია გვიდიანი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ანდრია გვალიაახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ეხმაურება ბოლო დროს გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებებს და ამ თემის ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟს.

ანალიტიკოსის განცხადებით, ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და „გაზპრომის“ ხელმძღვანელობის შეხვედრების ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი პოლიტიკური სპეკულაციების შთაბეჭდილებას ტოვებს.

„ხაზგასასმელია, რომ საქართველოს ბუნებრივი აირის ბაზარი აუცილებლად საჭიროებს დივერსიფიკაციას. საქართველოში, ბუნებრივი აირის მოხმარების ყოველწლიურად მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით, აუცილებელია ისეთი მომწოდებლების გამოჩენა, რომელიც შეძლებს გაზრდილი მოხმარების დაბალანსებას. ამასთან აღსანიშნავია, რომ წინა ხელისუფლების დროსაც ხდებოდა ასეთი ტექნიკური ხასიათის შეხვედრები, სწორედ ამიტომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ამ თემის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ნამდვილად ტოვებს პოლიტიკური ქულების მოპოვების მცდელობის შთაბეჭდილებას. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას მოუწევს „გაზპრომთან“ ტექნიკური ხასიათის შეხვედრების ორგანიზება გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთიდან სომხეთში მიმავალი, ჩრდილოეთ-სამხრეთის მილსადენი საქართველოს ტერიტორიაზე გადის, სწორედ ამიტომ ასეთი სახის შეხვედრები არის რუტინული პროცესი, რომელიც მუდმივად იქნება“, – განაცხადა ანალიტიკოსმა.

გვიდიანის აზრით, ნებისმიერ ახალ მოთამაშესთან მოლაპარაკებები, რომელიც პოტენციურად ენერგეტიკული ბაზრის გაუმჯობესებას და კონკურენტული გარემოს შექმნას ემსახურება, ბუნებრივი პროცესია და ამ მოლაპარაკებების უზრუნველყოფა ენერგეტიკის სამინისტროს პირდაპირი მოვალეობაა.

„ენერგოსექტორში ჯანსაღი და კონკურენტული გარემოს შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომლის უზრუნველყოფაც ენერგეტიკის სამინისტროს პირდაპირი მოვალეობაა. სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნქცია გახლავთ ის, რომ ნებისმიერ მხარესთან აწარმოოს მოლაპარაკებები (როგორც გაზპრომთან, ისე ირანულ მხარესთან და ა.შ.), რომლის მიზანიც დარგის განვითარება იქნება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მოლაპარაკების დაწყების კრიტიკა და პანიკური ფონის შექმნა გამართლებული არ არის და ეს „ღია კარის მტვრევას“ ემსგავსება. კრიტიკის გააქტიურება მიზანშეწონილი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთის მხრიდან იაფი გაზით, პოლიტიკური დივიდენდების მიღების საფრთხე გაჩნდება“, – განაცხადა გვიდიანმა.

„გაზპრომთან“ მოლაპარაკებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა არის მისი პოლიტიკური მხარე. „აფბა“-ს ანალიტიკოსის განცხადებით აღნიშნული მოლაპარაკებების გამო საქართველოს რაიმე პოლიტიკურ დათმობებზე წასვლა არ მოუწევს გამომდინარე იქიდან, რომ აზერბაიჯანის სახით საიმედო პარტნიორი არსებობს.
„რაც შეეხება ამ თემის პოლიტიკურ მხარეს, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს „გაზპრომთან“ ურთიერთობაში, რაიმე პოლიტიკური ფასის გადახდა არ მოუწევს, გამომდინარე იქიდან, რომ საბედნიეროდ, გვყავს ძალიან საიმედო პარტნიორი აზერბაიჯანის სახით, რომელიც ნებისმიერ ეტაპზე უზრუნველყოფს საქართველოს გაზმომარაგებას. აქვე აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ის პანიკა, რაც „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს უკავშირდება გადაჭარბებულია, გამომდინარე იქიდან, რომ თუ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოს ენერგოსექტორში პრობლემების შექმნის თაობაზე, ეს მიზანი ძალინ მარტივად განხორციელდება „გაზპრომის“ გარეშეც. როგორც ვიცით, საქართველო ელექტროენერგიის იმპორტის თვალსაზრისით, გარკვეულწილად, რუსეთზეა დამოკიდებული და პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში მხოლოდ ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით საქართველო საკმაოდ დიდი პრობლემების წინაშე დადგება“, – განაცხადა გვიდიანმა.

ანალიტიკოსის თქმით თავად აზერბაიჯანული მხარეც საკმაოდ წარმატებით თანამშრომლობს რუსულ „გაზპრომთან“ და გარკვეული ვალდებულებების შესასრულებლად აზერბაიჯანი რუსულ ბუნებრივ აირს იყენებს.

„აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მთავარი საბადოს, „შაჰ-დენიზი 1“-ის მარაგები თანდათან იწურება და თავად აზერბაიჯანიც, სხვადასხვა ვალდებულებების შესასრულებლად, წარმატებით თანამშრომლობს „გაზპრომთან“ და რუსეთიდან შესაბამისი მოცულობების ბუნებრივი აირი მოაქვს. ამის ნათელ მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ აზერბაიჯანში არსებული მეთანოლის ქარხანა, რომელმაც „გაზპრომთნ“ 2 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის იმპორტზე გააფორმა ხელშეკრულება“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

 

ShareTweet

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

დიდი ბრიტანეთი საქართველოს ფინანსურად დაეხმარება

დიდი ბრიტანეთი საქართველოს ფინანსურად დაეხმარება

11 years ago
“ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ინვესტიციების განხორციელებას საქართველოში” -საუდის არაბეთის პრინც

“ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ინვესტიციების განხორციელებას საქართველოში” -საუდის არაბეთის პრინც

11 years ago
უკრაინის მხარდამჭერი აქცია ხაშურში

უკრაინის მხარდამჭერი აქცია ხაშურში

12 years ago
„აფბა“: ეროვნული ბანკი სავალუტო ფონდის მოთხოვნებს არ ასრულებს

მსოფლიო ბანკის მოხსენებაში საქართველოს დაწინაურება უცხოელი ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი სიგნალია

8 years ago

ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

05/16/2026

2 დღის წინ მეტრო „სამგორში“ ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძეა. ის თსუ-ს...

Read moreDetails
როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა 05/16/2026
  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by