რეგიონებში არსებული პრობლემები და მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურულიპროექტები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორების სამუშაო შეხვედრაზე.
ყურადღება გამახვილდა თითოეული რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე, რეგიონებისგანვითარების პერსპექტივებზე, ინვესტიციების მოზიდვის გზებზე, რამაც ქვეყნისეკონომიკური განვითარება უნდა უზრუნველყოს.
საუბარი შეეხო რეგიონის მოსახლეობის პირველად საჭიროებებს, მათ შორის გაზიფიცირების,გზებისა და სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციის პროექტებს. პრემიერის განცხადებით,ხელისუფლების მიზანს წარმოადგენს ყველა ოჯახის უზრუნველყოფა სასმელი წყლით და ამმიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ახალგაზრდობის პრობლემებზე ზრუნვისმნიშვნელობას და რეგიონის ახალგაზრდობის ჩართულობის აუცილებლობას ქვეყნისთვისმნიშვნელოვან პროცესებში.
პრემიერ-მინისტრმა მოისმინა გუბერნატორების მოსაზრებები და წინადადებები სამომავლოგეგმების შესახებ, სამუშაო ფორმატთან დაკავშირებით და სახელისუფლებო შტოებთანკომუნიკაციის გაძლიერებაზე.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ: ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსებისდაცვის მინისტრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი,ეკონომიკური საბჭოს მდივანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მთავრობისადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთანურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.