• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, July 4, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„რელიგიური თავისუფლება საქართველოში დაცულია“- სახალხო დამცველის ანგარიშის ანალიზი

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

saxalxo_damcvelis_aparati_01-680x365საქართველოში რელიგიური თავისუფლების კუთხით არსებული სიტუაცია, გასული წლის დასასრულს, სახალხო დამცველის აპარატმა არც თუ ისე დადებითად შეაფასა. ყოველწლიურ ანგარიშში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ აღნიშნულია, რომ უმცირესობების მიერ რელიგიის თავისუფლებით სრულყოფილად სარგებლობის კუთხით მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, უფრო მეტიც ამ კუთხით სიტუაცია გართულებულია.

საქართველოში  რელიგიური სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულები, სასკოლო სივრცეში არსებული რელიგიური დისკრიმინაციის ფაქტები, სადავო რელიგიურ ნაგებობათა კუთვნილების საკითხი და სხვა შემთხვევი, რომელზეც საუბარია ანგარიშში, სახალხო დამცველს დაზუსტებული აქვს კონკრეტული ფაქტებით. გადავწყვიტე, ამ ფაქტებს მივყოლოდი და გამეკეთებინა ანალიზი ქვეყანში რელიგიის თავისუფლების სფეროში არსებული სიტუაციისა.

„თბილისი თაიმსი“ დაუკავშირდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, „იეჰოვას მოწმეთა“ რელიგიურ ორგანიზაციას, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს და ვთხოვეთ დაეფიქსირებინათ თავიანთი პოზიცია, არა მარტო ქვეყანაში რელიგიის სფეროში არსებულ მდგომარეობაზე, არამედ იმ კონკრეტულ ფაქტებზე, რომელიც  მათ შეეხება.

ganatlebis-saministroსაქრთველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტრო

სახალხო დამცევლი რელიგიის თავისუფლებით გართულების ერთ-ერთ მიზეზად მიიჩენვს საჯარო სასკოლო განათლების სივრცეში რელიგიური დისკრიმინაციის და ზოგადი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნათა იმპლემენტაციას. „კერძოდ, რამდენიმე შემთხვევაში განმცხადებლები უთითებენ რელიგიური ორგანიზაციების საწინააღმდეგო აქციებზე სკოლის მოსწავლეთა ორგანიზებული მონაწილეობის ფაქტებისა და მათი შესწავლისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არასაკმარისი რეაგირების შესახებ.“

ამასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ძალადობის ნებისმიერ ტიპთან დაკავშირებულ შეტყობინება მათი მხრიდან მყისიერი რეაგირების საგანი ხდება. ტარდება შიდა აუდიტის მიერ მოკვლევა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

„განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს უსაფრთხო და ძალადობისაგან თავისუფალი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა წარმოადგენს, შესაბამისად, მიმდინარეობს ძალადობის ყველა ტიპის, მათ შორის რელიგიური ხასიათის ძალადობის,  წინააღმდეგ კომპლექსური მუშაობა, როგორც პრევენციული მიმართულებით, ისე დროული გამოვლენისა და რეაგირების კუთხით. მათ შორისაა: ა) მოსწავლეთა და მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლება  ბ) რელიგიური და სხვა ტიპის ძალადობის იდენტიფიცირება გ) ძალადობის ფაქტების გამოვლენა და რეაგირება“- აღნიშნა ჩვენთან საუბრისას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პოლიტიკისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა თამარ მალაზონიამ.

მათი თქმით, ძალადობის იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლების  სისტემატურ მონიტორინგს ახორციელებს, შემდეგი სამსახურების მიერ: მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველო, რომელიც 2012 წლის ბოლოს შეიქმნა; საგანმანათლებლო რესურსცენტრების, რომელთაც ეს ფუნქცია 2013 წლიდან დაეკისრათ და მანდატურების დახმარებით, რომელთა მოვალეობაა სისტემურად აკონტროლონ მდგომარეობა და რაიმე დარღვევის შემთხევაში აცნობონ სკოლის დირექციას. საკუთრივ, სკოლის დირექცია ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო სკოლაში რელიგიური დისკრიმინაციისაგან თავისუფალი  გარემო.

ძალადობის (მათ შორის რელიგიური ხასიათის) იდენტიფიცირების მიზნით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში  გამოყოფილია პასუხისმგებელი პირები, რომელთაც ძალადობის იდენტიფიცირებისათვის საჭირო უნარების გამომუშავების მიზნით  უტარდებათ შესაბამისი ტრენინგები.

საქართველოს მუსლიმთა სამმართველო

“ზოგიერთ შემთხვევაში პრობლემურია რელიგიური სიძულვილის მოტივით ჩადენილ სამართალდარღვევებზე დროული რეაგირება. გარდა ამისა, დღემდე პასუხისმგებლობაში არ არიან მიცემული ის პირები, ვინც 2012-2014 წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში  მუსლიმთა უფლებების დარღვევაში მონაწილეობდნენ.“ -ნათქვამია ანგარიშში.

ამის მიუხედავდ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი აღნიშნავს, რომ მიუხედავად არსებული ზოგიერთი პრობლემისა, მათი რელიგიური თავისუფლება საქართველოში დაცულია.

„მე, როგორც სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი, ქვეყნის რელიგიური სიტუაციის შეფასებისას, ყურადღებას გავამახვილებ ჩვენს მუსლიმ თემზე, რომელიც  მშვიდობიანად თანაცხოვრობს ქვეყნის სხვადასხვა რელიგიურ თუ ეთნიკურ ჯგუფებთან ერთად.  მიუხედავად არსებული ზოგიერთი პრობლემისა, ჩვენი რელიგიური თავისუფლება საქართველოში დაცულია. საქართველოს მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ არსებული პრობლემების გადაჭრაზე და მიღწეული დადებითი შედეგების კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე,“- განაცხადა ჩვეთან საუბრისას სრულიად საქართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძე

„იეჰოვას მოწმეთა“ რელიგიური ორგანიზაცია

ანგარიშში ასევე, ყურადღება მახვილდება  გასულ წელს  იეჰოვას მოწმეთა მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის რამდენიმე ათეული ფაქტის, იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზისა და რელიგიური ლიტერატურის დაზიანებისა და განადგურების ფაქტებზე.

იეჰოვას მოწმეთა იურისტი ბატონი მანუჩარ ციმინტია ამბობს, რომ სამართალდამცავ ორგანოებთან ინტენსიურად თანამშრომლობენ, ზემოთ დასახელებული საქმეების სწრაფად და ეფექტურად გამოძიებისათვის. მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, მიიღოს  ყველა შესაბამისი და საჭირო ზომა,რათა გამიძიებულ იქნას რელიგიური ნიშნით ჩადენილი ყველა დანაშაული, მათ იმედს აძლევს, რომ  მომავალში სახელმწიფო არ დაუშვებს მსგავს ინციდენტებს და გაატარებს შესაბამის პრევენციას.

„არის როგორც გამოძიებული,ასევე გამოუძიებელი საქმეები.მას შემდეგ,რაც  შესაბამის ორგანოებს ეცნობათ ამ დანაშაულების შესახებ, გვაქვს იმედი, რომ სახემწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე და გამოიძიებს მათ. ჩვენ მადლიერნი ვართ სახემწიფოსი, მასმედიის და შესაბამისი ორგანიზაციების იეჰოვას მოწმეთა  წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებით დაინტერესებისათვის,“-აღნიშნა მანუჩარ ციმინტიამ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო

რელიგიის სააგენტოს მუშაობასთან დაკავშიებით პრობლემად სახელდება სადავო რელიგიურ ნაგებობათა კუთვნილების საკითხი. „მიუხედავად გარკვეული პერიოდის გასვლისა, ამ დრომდე უცნობია რელიგიის სააგნეტოს მიერ შექმნილი ე.წ. მოხეს კომისიის მიერ, ამავე სოფელში არსებული სადავო შენობის კუთვნილების საკითხის შესწავლის შედეგები.“- ნათქვამია ანგარიშში.

„თბილისი თაიმსი“ ერთი კვირის მანძილზე ცდილობდა რელიგიის სააგენტოსგან მიეღო პასუხები არსებულ კითხვებზე. გვინდოდა სააგენტოს დაეფიქსირებია თავისი პოზიცია საქართველოში რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის ხარისხზე და ასევე მოეწოდებინათ ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა ე.წ. მოხეს კომისიის საქმიანობა, მაგრამ ვერ მივიღეთ პასუხები.

 

სოფიკო ნინიკაშვილი

ShareTweet

ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

07/01/2026
შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული
ახალი ამბები

პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული

05/25/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

ვახტანგ გომელაური ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

ვახტანგ გომელაური ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

11 years ago

ინგა გრიგოლიას საქმეზე დაკავებულ კაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

8 years ago
თურქეთიდან ცოცხალი ფრინველის, ხორცისა და კვერცხის იმპორტი შეიზღუდა

თურქეთიდან ცოცხალი ფრინველის, ხორცისა და კვერცხის იმპორტი შეიზღუდა

11 years ago

“დაუშვებელია უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების პოლიტიზირება”

10 years ago

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026

კაცი რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, კაცი ახალციხის რეფერალურ...

მეტის ნახვაDetails
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026
  • „ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს 07/03/2026
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by