• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, May 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გენდერული პოლიტიკის კუთხით ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს“

10 years ago
in კატეგორიის გარეშე
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

იენს სტონნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 2015 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ყოველწლიურ ანგარიშში შეჯამებულია გასულ წელს ალიანსის მიერ მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით გატარებული ღონისძიებები, ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციები და მისიები, დეტალები სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების, ასევე, მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში ქალთა როლის გაზრდის შესახებ.

„აღმოსავლეთით ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მხარდაჭერას, რათა ამ ქვეყნებმა უკეთ შეძლონ გარე ზეწოლის გამკლავება. ჩვენ მათ სხვადასხვა სახით ვუწევთ დახმარებას თავდაცვისუნარიანობის მშენებლობის, ინსტიტუტების მოდერნიზებისა და რეფორმების გაძლიერების კუთხით“, – აღნიშნულია ყოველწლიური ანგარიშის წინასიტყვაობაში.

ანგარიშის პირველივე თავში იენს სტოლტენბერგი ევროატლანტიკური სივრცისა და ზოგადად, მსოფლიოს მასშტაბით 2015 წლის უსაფრთხოების გარემოს, საფრთხეებსა და გამოწვევებს აჯამებს. ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში არსებული ექსტრემიზმისა და არასტაბილური ვითარების, სირიასა და ერაყში გართულებული ჰუმანიტარული კრიზისის, გახშირებული ტერორისტული აქტებისა და ჰიბრიდული საფრთხეების პარალელურად, ნატოს გენერალურმა მდივანმა ერთ-ერთ გამოწვევად რუსეთის მიერ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპირება დაასახელა. „2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში გამოყენებულმა სამხედრო ძალამ და 2014 წლის მარტში უკრაინის ტერიტორიის ანექსიამ ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის ხედვას საფრთხე შეუქმნა. რუსეთმა ამ ქმედებებით ჰელსინკის აქტის მიხედვით აღიარებული საერთაშორისო პრინციპები დაარღვია“, – ნათქვამია ყოველწლიურ ანგარიშში.

დოკუმენტის ერთ-ერთი თავი „შესაძლებლობების გაძლიერებას“ მოიცავს. ქვეთავში ალიანსის გენერალური მდივანი ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით ერთობლივ წვრთნებსა და სწავლებებს მიმოიხილავს. ჩამონათვალში აღნიშნულია 8-22 ივლისს საქართველოში ჩატარებული ერთობლივი სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2015“, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად ბულგარეთის, ლატვიის, ლიტვის, რუმინეთისა და აშშ-ის 800-მდე სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა. ქართველი საზღვრის დამცველები კი ბალტიის ზღვაში ჩატარებულ უდიდეს საზღვაო წვრთნაში „BALTOPS 2015“-ში იყვნენ ჩართული.

„კოლექტიური უსაფრთხოების“ ქვეთავში აღნიშნულია, რომ 2015 წელს ნატოს გენერალური მდივანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა. გარდა ამისა, ნატო-საქართველოს სპეციფიკური თანამშრომლობიდან გამომდინარე თბილისში  გახსნილია ნატოს სამეკავშირეო ოფისი. ნატო ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან აღმოსავლეთ პარტნიორების – საქართველოს, ერაყის, იორდანიისა და მოლდოვას მხარდაჭერის მიზნით.

დოკუმენტის ერთ-ერთი თავი პარტნიორობასა და ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკას შეეხება. „დეკემბერში გამართულ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მოკავშირეებმა მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურეს ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოსა და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის  ალიანსში გაწევრიანების მისწრაფების მიმართ. მოკავშირეებმა ჩამოთვლილ ქვეყნებს მოუწოდეს, კვლავ გააგრძელონ რეფორმები ნატოში ინტეგრაციისთვის. მათ ასევე მიიღეს ალიანსის მხარდაჭერის დასტური რეფორმების განხორციელების გზაზე. ალიანსის მიერ 2015 წელს გატარებული ღონისძიებები ცხადყოფს, რომ ნატო „ღია კარის“ პოლიტიკის ერთგული რჩება. ნატოს კარი ღიაა ევროპის ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის, რომლებიც ალიანსის ღირებულებებს იზიარებენ,“ – აღნიშნულია ანგარიშში. შეჯამებაში ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გასუვა ხაზი ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ ალიანსი მიესალმება საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკურ სივრცეში მისწრაფებას მის სრულ გაწევრიანებამდე.

დოკუმენტში ასევე აისახა ალიანსთან გაძლიერებული შესაძლებლობების ინიციატივის ქვეყნების – ავსტრალიის, ფინეთის, საქართველოს, იორდანიისა და შვედეთის მიერ შემოთავაზებული სიახლეები, მათ შორის გაღრმავებული თანამშრომლობა, ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობა, უსაფრთხოების საკითხებზე რეგულარული კონსულტაციების გამართვა. ინოვაციები ასევე ითვალისწინებს ურთიერთთავსებადობის პლატფორმის შექმნას, ნატოს ეგიდით წარმოებულ ოპერაციებში ჩართული 25 პარტნიორის მონაწილეობით ფორუმის გამართვასა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ნატოსთან თავსებადობის გაღრმავების მიზნით.

წლის ანგარიშში საუბარია 2014 წელს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებულ ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე, რომელიც შემდეგ მიმართულებებს მოიცავს:  წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებელობის სკოლისა და ლოგისტიკური ცენტრის დაარსება;  სტრატეგიული და ოპერატიული გეგმების, სპეციალური ოპერაციების ძალების, სამხედრო პოლიციის, კიბერთავდაცვის, საზღვაო უსაფრთხოების, ავიაციის, საჰაერო თავდაცვისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით კონსულტაციების გაწევა. პაკეტი ასევე მოიცავს საქართველოში ნატოს ეგიდით ერთობლივი წვრთნების ჩატარებას.

„პაკეტის იმპლემენტაციის პირველი ფაზა 2014 წლის დეკემბერში დაიწყო, თბილისში ნატოს ძირითადი ჯგუფი შეიქმნა. პაკეტით გათვალისწინებული რამდენიმე პროექტი უკვე განხორციელების პროცესშია. 2015 წლის ივლისში საქართველომ ნატო-საქართველოს პირველ სამხედრო სწავლებას „Agile Spirit“-ს  პარტნიორების მონაწილეობით უმასპინძლა. 2015 წლის ივლისში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი მის შტაბ-ბინაში – კრწანისში გახსნეს, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლობას ეკუთვნის. ცენტრი ნატო-საქართველოს ერთობლივ პროექტს წარმოადგენს, რომელიც საქართველოსა და რეგიონის ქვეყნების მოთხოვნებს  დააკმაყოფილებს, სადაც საწვრთნელი პროგრამები, პოლიტიკა და დოქტრინები შემუშავდება. ცენტრის შექმნა საფრთხეებთან გასამკლავებლად საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას, საქართველოსა და მოკავშირე სამხედრო ძალების ურთიერთთავსებადობის გაძლიერებასა და რეგიონულ უსაფრთხოებას ემსახურება“, – აღნიშნულია ანგარიშში.

წლის შეჯამებაში მოხვდა „ტრენერთა ტრენინგის“ მოდელიც, რომლის ფარგლებშიც ქართველი, მოლდოველი და უკრაინელი პროფესორები სხვა პარტნიროებს გამოცდილებას უზიარებენ. 2015 წელს ნატოს ნდობის ფონდის მიერ განხორციელებულ 16 პროექტს შორის საქართველოც მოხვდა. პროექტი 2008 წლის ომის დროს აფეთქებული შეიარაღების საცავის ნარჩენი საბრძოლო მასალებისგან სოფლის გაწმენდას ითვალისწინებს.

ნატოს გენერალურმა მიდვანმა წლის ანგარიშში საქართველოში გენდერული პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული რეფორმაც გამოყო: „საქართველომ ქალთა ჩართულობის ხელშეწყობა და გენდერული პოტენციალის გაძლიერება ნატოსთან პარტნიორობის ძირითად ელემენტად აქცია.

საქართველო აქტიურადაა ჩართული და ხელს უწყობს გენდერის თემაზე ტრენინგების ჩატარებას ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კვლავ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას გენდერის საკითხებში და ამ მიმართულებით აქტიურადაა ჩართული საზოგადოების ინფორმირების კამპანიებში, რომელიც გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგაა მიმართული და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კიდევ უფრო მეტი ქალის დასაქმებას ისახავს მიზნად.“

 

ShareTweet

ახალი ამბები

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა
კატეგორიის გარეშე

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა

05/07/2026
„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს
კატეგორიის გარეშე

„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს

03/20/2026
“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?
კატეგორიის გარეშე

“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?

05/15/2025
“დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი” – თოლორაია 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე
კატეგორიის გარეშე

“დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი” – თოლორაია 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე

01/20/2025
„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…“ – რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა
კატეგორიის გარეშე

„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…“ – რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა

12/11/2024
“მოსწავლეებმა დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ ხელი შეუშალა და მოსწავლეს ხელით შეეხო” | ბათუმის მე-18 სკოლა
კატეგორიის გარეშე

“მოსწავლეებმა დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ ხელი შეუშალა და მოსწავლეს ხელით შეეხო” | ბათუმის მე-18 სკოლა

12/03/2024

საინტერესო

საქართველოში 100 000-ზე მეტი ახალშობილის გაყიდვის ფაქტი ფიქსირდება – ჩვილებით ვაჭრობის მასშტაბური სქემა გაშიფრულია  

საქართველოში 100 000-ზე მეტი ახალშობილის გაყიდვის ფაქტი ფიქსირდება – ჩვილებით ვაჭრობის მასშტაბური სქემა გაშიფრულია  

4 years ago
„გამოვარჩიოთ ჟურნალისტები, რომლებიც 13 ივნისის ღამეს მუშაობდნენ ყველაზე ცხელ წერტილში და დავაჯილდოვოთ”

„გამოვარჩიოთ ჟურნალისტები, რომლებიც 13 ივნისის ღამეს მუშაობდნენ ყველაზე ცხელ წერტილში და დავაჯილდოვოთ”

11 years ago
თიბისიმ COVID-19-ის სწრაფი ტესტები შეიძინა

საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც 2-ით გაიზარდა

6 years ago
პრეზიდენტის სასახლეში კონსტიტუციის 20 წლისთავთან დაკავშირებით დღეს საზეიმო მიღება გაიმართება

ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

10 years ago

ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

05/16/2026

2 დღის წინ მეტრო „სამგორში“ ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძეა. ის თსუ-ს...

Read moreDetails
როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა 05/16/2026
  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by