• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, August 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ეს თამაშები ავითარებენ ლოგიკურ აზროვნებას“ – „Tsibakha Game Club“-ის დამაარსებელი გიგა წიბახაშვილი

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
„ეს თამაშები ავითარებენ ლოგიკურ აზროვნებას“ – „Tsibakha Game Club“-ის დამაარსებელი გიგა წიბახაშვილი
13
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

21-ე საუკუნე ტექნოლოგიური განვითარების ეპოქად ითვლება. ადამიანების უმრავლესობა მიეჯაჭვა ვირტუალურ გარემოს, საზოგადოება შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ დაიკარგა ადამიაური, რეალური ურთიერთობები. ეზოები დაცარიელდა, პატარა ბავშვები “წრეში ბურთის” მაგივრად „ქაუნთერს“ თამაშობენ. მსგავს რეალობაში  აუცილებელია  შეიქმნას გარემო, სადაც ადამიანები მოახერხებენ  რეალურ, ჯანსაღ ურთიერთობას ეკრანს მიღმა. არცთუ ისე ბევრმა ადამიანმა იცის „Tsibakha Game Club-ის “ შესახებ. ესაა ადგილი, სადაც სამაგიდო თამაშების მოყვარულ ნებისმიერ მსურველს შეუძლია მივიდეს და მეგობრულ გარემოში გაატაროს ერთი განსხვავებული დღე. იმის გასარკვევად თუ რა არის საჭირო კლუბში მოსახვედრად, რა თამაშებს  მოიცავს „Tsibakha Game Club“-ი , აღნისნულ  საკითხზე  „თბილისი თაიმსი“  კლუბის დამაარსებელს – გიგა წიბახაშვილს ესაუბრა.

წიბახაპირველ რიგში, გვითხარით რა არის „Tsibakha Game Club“, როდის  გაჩნდა კლუბის შექმნის იდეა  და ვინ იყო ინიციატორი?

–  „Tsibakha Game Club“ არის სამაგიდო თამაშების მოყვარულთა კლუბი. ეს არის ადგილი, სადაც სხვადასხვა ასაკის, პროფესიისა და ინტერესის ადამიანები საერთო ჰობით იკრიბებიან და კვირა დღეს საინტერესოდ და სახალისოდ ატარებენ. იდეა დაახლოებით 4-5 წლის წინ გაჩნდა. ხშირად ვიკრიბებოდით ჩემს სახლში მთელი სამეგობრო, რომ გვეთამაშა. ჩემს მეგობრებს მოჰყავდათ  თავისი მეგობრები, შემდეგ უკვე მეგობრების მეგობრები და ა.შ. როდესაც ასეთმა საღამოებმა სისტემატური სახე მიიღო ვიფიქრეთ უფრო მეტი ხალხისთვის გაგვეზიარებინა. დიდი ხანი ეს მხოლოდ იდეად რჩებოდა. 3 წლის წინ კი, მე და ჩემმა ძმამ მოვახერხეთ და ჩვენი დიდი ხნის სურვილი რეალობად ვაქციეთ.

როგორ შეიძლება მოხვდეს დაინტერესებული პირი, არის თუ არა საწევრო გადასახადი და რამდენია ის?

– „Tsibakha Game Club“-ში მოხვედრა ძალიან მარტივია: საკმარისია გაინტერესებდეთ სამაგიდო თამაშები და კვირა დღეს გვესტუმროთ კლუბში (ზანდუკელის ქ. 16, გოეთეს ინსტიტუტის კაფე). შესაძლებელია როგორც ერთი დღის (10 ლარი), ასევე თვიური საწევროს (25 ლარი) გადახდა. ასევე გვაქვს საბავშვო ტარიფიც – 7 ლარი. უფრო მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ ჩვენს ფბ-გვერძე იხილოთ. facebook.com/TsibakhaGameClub

12656211_1058992634153135_125913288_o

რამდენად პოპულარულია კლუბი, ძირითადად რა ასაკის მსურველი გყავთ და თუ არის ასაკობრივი შეზღუდვა?

– კლუბი საკმაოდ პოპულარულია და მისი პოპულარობა კვირიდან კვირამდე მატულობს. ჩვენი წევრები ძირითადად 15-დან 35 წლის არიან. ასაკობრივი შეზღუდვა არ გვაქვს, თუმცა თამაშები უფრო მეტად 15 წლის და უფროსებისთვის არის.

12632997_1058992607486471_989498182_o 

სამი წელია არსებობთ, რა სიახლეები განახორციელეთ ამ სამი წლის განმავლობაში?

– ამ დროის განმავლობაში საკმაოდ გავზარდეთ თამაშების რაოდენობა. დღეს მეტად მრავალფეროვან არჩევანს ვთავაზობთ ჩვენს კლიენტებს ვიდრე 3 წლის წინ. ასევე, ახლა უკვე ორგანიზაციებს ვთავაზობთ სხვადასხვა ღონისძიებაზე „Tsibakha Game Club“-ის მომსახურებას. აგრეთვე ვატარებთ ოფიციალურ ჩემპიონატს რუბიკის კუბის (ე.წ. speed cubing) სწრაფ აწყობაში.

12669168_1058992937486438_1984043306_o

თვლით თუ არა, რომ სამაგიდო თამაშების პოპულარიზაცია აუცილებელია და რატომ ?

– სამაგიდო თამაშები თავისუფალი დროის გასატარებლად ძალიან კარგი საშუალებაა. ეს თამაშები ავითარებენ ლოგიკურ აზროვნებას, გუნდური პრონციპით ფიქრს და წარმოსახვის უნარს. თუმცა, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს ადამიანები ერთმანეთთან რეალურად ურთიერთობენ და  არა ვირტუალურად, რაც დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია.

თამაში

რა გეგმები გაქვთ უახლოეს მომავალში?

– ხალხის დიდმა ინტერესმა  გვიჩვენა, რომ კვირაში ერთი დღე კლუბისთვის არ არის საკმარისი, ამიტომ უახლოეს მომავალში ვგეგმავთ კლუბის გაფართოებას და უფრო მასშტაბური სახის მიცემას.

მარიამ ფანჩულიძე

 

Share5Tweet3

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

“2015 წელს, სანქციებთან მიერთების თვალსაზრისით, საქართველოს  რაიმე ახალი ნაბიჯი არ გადაუდგამს”

ზურაბ აბაშიძე: რუსეთი საქართველოში ახალი რეალობის დაკანონებას ცდილობს

9 years ago

სოფელი ფოკა გაზიფიცირდა

10 years ago

პრემიერ-მინისტრი პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს

10 years ago

“ექსპერტს დაირქმევენ, არასამთავრობოს თუ პოლიტიკოსს, მოხდება მათი პოზიციების გადამოწმება”

12 years ago

ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ჩაქვის ტერიტორიაზე სატვირთო მატარებელი ადამიანს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების...

მეტის ნახვაDetails
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026
  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by