“მაესტროს” 55%-იანი წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის დირექტორის პოსტზე საკუთარ ძმას ლევან გაჩეჩილაძეს ასახელებს.
გია გაჩეჩილაძემ, პარტნიორთა კრების დაწყებამდე, ბაია გადაბაძის გადადგომის მოტივად “მაესტროს” რეიტინგის დაცემა დაასახელა.
“სამი წელია ტელევიზიას ბაია გადაბაძე მართავს. ამ ხნის განმავლობაში რეიტინგი 4%-მდე დავიდა. ასევე, სასამართლოში შესულია “მაესტროს” გაკოტრებაზე საქმე. სანამ “მაესტრო” არ დაინგრევა, ვითარება მანამდე არ უნდა შეიცვალოს?!”- აღნიშნა გია გაჩეაჩილაძემ.
პარტნიორთა კრება ამ წუთებში “მაესტროს” შენობაში მიმდინარეობს, რომელსაც გია გაჩეჩილაძე, ლევან გაჩეჩილაძე, ბაია გადაბაძე და ტელეკომპანიის სხვა მეწილეების ადვოკატები ესწრებიან.