• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თბილისში ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა და დაბინძურებული უბნები!

10 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები
A A
თბილისში ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა და დაბინძურებული უბნები!
7
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ქსელმა ჩაატარა კვლევა, რომელიც თბილისის ეკოლოგიურად სუფთა და დაბინძურებული უბნების გამოვნას ისახავდა მიზნად. აღმოჩნდა, რომ  დედაქალაქის ცენტრალურ უბნებს შორის ჰაერისა და გარემოს სისუფთავით ბაგები და კუს ტბის მიმდინარე ტერიტორია ლიდერობს, ყველაზე დაბინძურებულ ზონად  ვერა სახელდება. უბნების მიხედვით ეკოლოგიურად სუფთა და დაბინძურებული ტერიტორიების  განაწილება ასეთია:

ყველაზე სუფთა უბნები: ბაგები/კუს ტბა, დიდი დიღომი, თემქა, ორხევი,ლოტკინი, ნავთლუღი, ფონიჭალა.

ყველაზე დაბინძურებული უბნები: ვერა, სოლოლაკი, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია, აღმაშენებლის გამზირი.

აღნიშნული კვლევის თანახმად, თბილისში ჰაერის უმთავრესი დამაბინძურებელი ტრანსპორტის გამონაბოლქვია.

“თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა რომელი ნივთიერებების გადაჭარბებული რაოდენობა აღინიშნება ჰაერის შემადგენლობაში და რა ფაქტორები იწვევს მათ კონცენტრაციას? არსებულ პრობლემებსა და მათ გადაჭრის გზებზე საუბრობს  გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი მარინე არაბიძე.

მარინა არაბიძე„ამჟამად დედაქალაქში მიმდინარეობს ჰაერის ორი სახის მონიტორინგი: სამი სტაციონარული ჯიხური და ვაშლიჯვარის სადგური.აღნიშნული ჯიხურების მონაცემებით, ჰაერში ნახშირბადის დიოქსიდის გადაჭარბება (რომელიც ტრანსპორტის გამონაბოლქვს უკავშირდება) მაღალი კონცენტრაციით ხასიათდება ცენტრალურ ტერიტორიებზე, სადაც ქუჩები ტრანსპორტით არის გადატვირთული, მაგრამ ეს გადაჭარბებაც უნდა აღინიშნოს, რომ არ არის ძალიან მაღალი. წელს გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა დამატებითი ინდიკატორული გაზომვები, საიდანაც მიღებული შედეგები პირველ ეტაპზე ასეთი იყო: მეტროსადგურ ისანთან, მელიქიშვილის ქუჩაზე, პირველ სკოლსთან აზოტის დიოქსიდის საშუალო ინდექსი აღინიშნებოდა. მეორე ეტაპზე ისევ საშუალო ინდექსი დაფიქსირდა: ტაშკენტის ქუჩაზე, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, სამრეკლოსა და გამრეკლიძის ქუჩაზე, სხვა ქუჩებზე აზოტის შემცველობა ისევ ნორმის ფარგლებში იყო, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ნივთიერებათან კონცენტრაციაც ნორმის ფარგლებშია.“

თბილისის უბნების ეკოლოგიურ მდგომარეობას აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“

მწვანეტა პარტიაბოლო ორ წელიწადს თუ გადავხედავთ შემცირდა თუ გაუარესდა ეკოლოგიის მხრივ პრობლემები? გარემოს დაბინძურების მთავარი პრობლემა რა არის და როგორია გამოსავალი?

– დღესდღეობით თბილისში მოჭარბებულმა მანქანების რაოდენობამ შექმნა გარემოს დაბინძურების გართულებული პრობლემა, რასაც ემატება გამწვანებული ტერიტორიების სიმცირე, ყოველგვარ კანონზომიერებას მოკლებული მშენებლობლობები, ნაკლები ენერგოეფექტურობა და საზოგადოების დაბალი ცნობიერების დონე.

თქვენ აზრით,როგორია გამოსავალი, რა გზებით უნდა გადავჭრათ პრობლემები?

– სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს სატრანსპორტო მოძრაობა ქალაქში, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და გზების მდგომარეობა, გაუმჯობესდეს საწვავის ხარისხი, გაკონტროლდეს შემოტანილი მანქანების ვარგისიანობა. მიღებულ იქნას კანონი ენერგოეფექტურობასა და განახლებად ენერგიებზე. აუცილებელია, სასწრაფოდ გაიზარდოს გამწვანებული ტერიტორიები.

როგორ შეაფასებთ სახელწიფოს მუშაობას ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრის მხრივ, და აქვე, არის თუ არა საზოგადოება მზად თავად დაიცვას და გადაჭრას გარემოში არსებული ეკოლოგიური პრობლემები?

– სახელმწიფოს მცდელობა, გამოასწოროს არსებითი მდგომარეობა არ არის ბოლომდე დამაკმაყოფილებელი. მას შეუძლია მეტად გადამჭრელი ზომების მიღება, კანონმდებლობის გამკაცრებით. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ არც საზოგადოება არის მზად, თავად უზრუნველყოს გარემოს დაცვა, რასაც ადასტურებს არსებული მდგომარეობა. საზოგადოება მზად რომ იყოს, ნაკლები ეკოლოგიური პრობლემები გვექნებოდა.

„მწვანე ასისტენტი“

შეგახსენებთ, რომ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ემსახურება საზოგადოების ცნობიერებისა და ინფორმირებულობის გაზრდას გარემოს დაცვის საკითხებში. ის ახორციელებს პროექტს „მწვანე ასისტენტი“ რომლის ფარგლებში, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს საშუალება, მოითხოვოს სემინარი, ტრენინგი, კონსულტაცია გარემოსდაცვით საკითხებზე.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გახდებით გარემოსდაცვით სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის მოწმე, არსებობს ცხელი ხაზი-153.

ნანუკა მაღლაკელიძე

fb-share-icon
Tweet
Share3Tweet2

ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

12/04/2025
„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს
ახალი ამბები

„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს

12/04/2025
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა
ახალი ამბები

მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა

12/02/2025
ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025
საჯარო სკოლებში,1-ელიდან  მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება
ახალი ამბები

საჯარო სკოლებში,1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება

12/02/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In