• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 8, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

2017 წელი გერმანია-საქართველოს წლად გამოცხადდება

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
2017 წელი გერმანია-საქართველოს წლად გამოცხადდება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamedამის შესახებ  გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე  ბერლინში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით სტუმრობს.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.  ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში გააქტიურებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. ამავე შეხვედრისას ცნობილი გახდა რომ მომავალ წელს საქართველოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან მაღალი დონის ოფიციალური პირები ესტუმრებიან, გერმანიის ფედერალურ კანცლერთან ანგელა მერკელთან ერთად საქართველოს ასევე ესტუმრება გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის ფედერალური მინისტრი, იგეგმება ასევე გერმანელ ბიზნესმენთა დიდი დელეგაციის სტუმრობა საქართველოში.

„2017 წელს სრულდება საქართველოში გერმანული სოფლების დაფუძნებიდან 200 წლისთავი. სწორედ ამ თარიღის აღსანიშნავად  შევთანხმდით, რომ 2017 წელი გამოცხადდება საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლად. ამ დროისთვის გერმანული მხარე დაინტერესებულია, რომ დასრულდეს საქართველოში გერმანული სკოლის მშენებლობა და ასევე ამ თარიღის აღსანიშნავად იგეგმება მნიშვნელოვანი ღონისძიებები“- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა, ასევე მიიღეს გადაწყვეტილება გერმანიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ახალი პაკეტის შემუშავების თაობაზე. „იმ ინტენსიური დიალოგის გათვალისწინებით, რაც ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის არსებობს, შევთანხმდით, რომ ვიმუშაოთ თანამშრომლობის ახალ ფორმატზე, რომელიც ადეკვატურად ასახავს ორი ქვეყნის ინტენსიურ ურთიერთობას და მოიცავს, როგორც  პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, ასევე კულტურული ხასიათის საკითხებს“-განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. აღინიშნა, რომ გერმანია-საქართველოს თანამშრომლობის  გაღრმავება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ევროკავშირთან  ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციისა და ნატო-ს მიერ  შემოთავაზებული არსებითი პაკეტის რეალიზაციის კონტექსტში, „შევთანხმდით, რომ გერმანია უნდა იყოს წამყვანი ქვეყანა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე“-განაცხადა შეხვედრის დასრულებისას მია ფანჯიკიძემ.

მაია ფანჯიკიძემ გერმანულ მხარესთან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და, კერძოდ, რუსეთის მიერ აფხაზეთის დე-ფაქტო რეჟიმისთვის შეთავაზებულ მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ახალი ხელშეკრულების პროექტს.

21.10.14

Share1Tweet1

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

სასამართლომ ბრალდებულ ესტატე მინდოდაურს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

10 years ago
სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნა

საქართველოსა და ესტონეთს შორის კულტურული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება

10 years ago
მაშველებმა სახლში მარტო დარჩენილი 4 წლის ბავშვი გადაარჩინეს – კადრები ადგილიდან

მაშველებმა სახლში მარტო დარჩენილი 4 წლის ბავშვი გადაარჩინეს – კადრები ადგილიდან

2 years ago
შალვა ხუციშვილი: „მძღოლებს პოლიციის ავტომობილის დანახვისას კანონმორჩილების შეგრძნება არ აქვთ“

შალვა ხუციშვილი: „მძღოლებს პოლიციის ავტომობილის დანახვისას კანონმორჩილების შეგრძნება არ აქვთ“

9 years ago

ახალი ამბები

„შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ
ახალი ამბები

„შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ

10/08/2026

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული მოსახლეობას საშიში პარაზიტის შესახებ აფრთხილებს, რომელიც უმ ან არასათანადოდ დამუშავებულ თევზში შესაძლოა აღმოჩნდეს. „რადგან ეს...

მეტის ნახვაDetails
„საქმეში გამოჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი… გოგიაშვილი პარალელურად ორ ქალთან ურთიერთობაში იმყოფებოდა“ – მედია ხმაურიანი დანაშაულის ახალ დეტალებზე წერს

„საქმეში გამოჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი… გოგიაშვილი პარალელურად ორ ქალთან ურთიერთობაში იმყოფებოდა“ – მედია ხმაურიანი დანაშაულის ახალ დეტალებზე წერს

10/08/2026
ახალგაზრდა დიზაინერი გარდაიცვალა! – საქართველოს სახელმწიფო ბალეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ახალგაზრდა დიზაინერი გარდაიცვალა! – საქართველოს სახელმწიფო ბალეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/08/2026
„პირდაპირ პნევმონიას იწვევს…“ – მაია ბუწაშვილი რუსეთში დაფიქსირებულ „შავ ჭირზე“

„პირდაპირ პნევმონიას იწვევს…“ – მაია ბუწაშვილი რუსეთში დაფიქსირებულ „შავ ჭირზე“

10/08/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ 10/08/2026
  • „საქმეში გამოჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი… გოგიაშვილი პარალელურად ორ ქალთან ურთიერთობაში იმყოფებოდა“ – მედია ხმაურიანი დანაშაულის ახალ დეტალებზე წერს 10/08/2026
  • ახალგაზრდა დიზაინერი გარდაიცვალა! – საქართველოს სახელმწიფო ბალეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by