• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 6, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სიძულვილის ენა – აგრესია თუ გამოხატვის თავისუფლება?!- ფსიქოლოგის განმარტება

11 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები
A A
სიძულვილის ენა – აგრესია თუ გამოხატვის თავისუფლება?!- ფსიქოლოგის განმარტება
11
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სიძულვილის ენასთან დაკავშირებით არ არსებობს ერთიანი ხედვა და სტანდარტი, ის განსხვავებულადაა კონტროლირებული სხვადასხვა სახელმწიფოში. არსობობს ორი ძირითადი მიდგომა: ევროპული და ამერიკული. ევროპის უმრავლეს ქვეყნაში სიძულვილის ენა კრიმინალიზებულია. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი -პირიქით.

როგორი სტანდარტი უნდა იყოს საქართველოში? ამ თემასთან დაკავშირებით ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის მიერ პროექტის „ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში დასკვნის სახით აღნიშნულია:

„სიძულვილის ენის კრიმინალიზება ან სხვა სახის პასუხისმგებლობის შემოღება მნიშვნელოვნად შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და ხელს შეუშლის დემოკრატიის განვითარებას საქართველოში. ირინა ტაბუციძე – ფსიქოლოგი, პრაქტიკული ფსიქოლოგიის ცენტრ “პიკი”-ს დირექტორი „თბილისი თაიმსთან“ ინტერვიუში საუბრობს, სად გადის ზღვარი სიძულვილის ენასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის? რა ფენომენია სიძულვილის ენა, როგორ წარმოიშვა, ტრანსფორმირდა და მიიღო ისეთი ფორმა, როგორი სახითაც დღესდღეობით ვლინდება.

სიძულვილის ენა გარკვეულ საზოგადოებებსა და ეპოქაში შეიძლება იცვლებოდეს ნეგატიურიდან დადებითი კონტექსტისაკენ. ბიზნესი-კომერციული საქმიანობაა, ასე არის ახსნილი განმარტებით ლექსიკონში სიტყვის მნიშვნელობა ახსნილი. საბჭოთა პერიოდში კი პირდაპირ მითითებული იყო, რომ  ბეზნესი იყო თაღლითობა,ხოლო ის, ვისაც ბიზნესი ჰქონდა, თაღლითად მოიხსენიებოდა.

irina tabucidze-fsiqlogi

რა არის სიძულვილის ენის საფუძველი და რა კვებავს მას დღევანდელ რეალობაში?

– უპირველესად უნდა განისაზღვროს, რა არის სიძულვილის ენა. ეს ნეგატიური შეფასებაა რომელიმე სოციალური ჯგუფის მიმართ. ამ შემთხვევაში, საქმე ეხება არა ცალკეულ ინდივიდს, არამედ გარკვეულ ჯგუფს. სიძულვილის ენა ვერბალური აგრესიისგან  იმით განსხვავდება,რომ კონკრეტული ადრესატი არ ჰყავს. ვფიქრობ, პრობლემა, რომელიც ამგვარი ფორმების გამოყენებას ეხება, ყოველთვის იყო, ხოლო სოციალური ქსელებისა და მედიის გააქტიურებამ, უფრო თვალსაჩინო გახადა მისი არსებობა.

გამოყავით რამდენიმე ფაქტორი,რომლებიც ყველაზე მეტად უწყობს ხელს სიძულვილის ენის გაღრმავებას…

– ამ ფაქტორების გამოსავლენად პასუხი უნდა გაეცეს კითხვას – რატომ უნდა გაუჩნდეს ადამიანს ნეგატიური შეფასება სხვა ადამიანის მიმართ? ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ადამიანები სხვაში ვერ იტანენ იმას, რაც გარკვეული დოზით თავად აქვთ და არ მოსწონთ. გარდა ამისა, პრობლემას ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ ყველა ზიზღისშემცველ გამონათქვამს აქვს მყისიერი პასუხი და ხდება ერთმანეთის წახალისება. ადამიანები ფიქრობენ, თუ ერთს შეუძლია სიძულვილის ენის გამოყენებით გამოხატოს თავისი აზრი, რატომ არ მაქვს მე ამის უფლება? ამგვარად, გაჩდნენ პირები,  რომლებსაც ბევრ თემასთან დაკავშირებით მძაფრი რეაქცია აქვთ, წერენ საჯაროდ, საუბრობენ ხმამაღლა. რა თქმა უნდა, გამოხატვის ეს ფორმა ცუდი არ არის, მაგრამ  აჯობებს, თუ ყველა დეტალზე არ გვექნება მწვავე და გადამეტებული უკურეაქცია, გვახსოვდეს, ჩვენ არ ვართ მსხვერპლნი და არ მივიღოთ დაჩაგრულის პოზიცია. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვებს უფრო გაუმარტივდებათ ჩვენ მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება.

თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ საზოგადოებრივი ჯგუფები, რომელთა მიმართაც ყველაზე  ხშირად გამოიყენებენ სიძულვილის ენას,როგორ ფიქრობთ, რით არის გამოწვეული ამ ჯგუფების მიმართ ღია აგრესია?

– როგორც სხვა  ქვეყანებში, ალბათ ასეთი დაჯგუფებებია პოლიტიკური პარტიები და სექსუალური  უმცირესობები. არის ქვეყნები, რომლებმაც გარკვეული პროცესი გაიარეს და საზოგადოების მხრიდან აგრესიის გამოხატვა უმცირესობების მიმართ ნაკლებად შესამჩნევია, ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ ამ გზაზე დგას. ვფიქრობ, მალე ჩვენც მოვახერხებთ, რომ დემოკრატიულ რელსებზე გადავიდეთ და ცვლილებები უფრო მარტივად მივიღოთ.

რა შედეგები შეიძლება, მოჰყვეს ადამიანისთვის მძაფრი ფორმით გამოვლენილ ზიზღის შემცველ ფრაზებს?

– ადამიანს როდესაც შეურაცყოფას აყენებ, დიდია ალბათობა, რომ ისიც ამავე გზით გიპასუხებს. როდესაც გარკვეული ღირებულებების მქონე დაჯგუფებებს ებრძვიან, ისინი ბუნებრივია, ცდილობენ თავი დაიცვან.  თავდაცვა კი ხშირად ანალოგიური ფორმით, ანუ აგრესიის სახით ვლინდება. ძალიან დიდი სიფრთილით უნდა გამოვიყენოთ გარკვეული ტერმინები. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს,რომ ხშირად ნეგატიური დატვირთვის მქონე ტერმინებს გამიზნულად არ ამბობენ. არის შემთხვევები, რომ ადამიანებს წარმოდგენა არ აქვთ, რომ გარკვეული ტერმინი ვინმესთვის შეურაცმყოფელია.

როგორი ფსიქოლოგიის მქონე ადამიანებს აქვთ მიდრეკილება სიძულვილის ენის გამოყენებისადმი და არსებობს თუ არა თვითკონტროლის საშუალებები, რომელთა დახმარებით  ადამიანები მაქსიმალურად აარიდებენ თავს სიძულვილის ენის გამოყენებას?

  • ყველაზე მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აგრესიულ ადამიანებს.
  • გარკვეულ სოციალურ ჯგუფები, რომლებიც თავს სხვაზე უპირატესად გრძნობენ,როპმელთაც ჰგონიათ, რომ მეტი უნარები აქვთ და  ძალაუფლებას ფლობენ. საინტერესოა, რომ სუსტი ადამიანები ხშირად ცდილობენ გაერთიანდნენ დიდ და მძლავრ ჯგუფებში  და უმრავლესობას შეაფარონ თავი. ბევრად მარტივია უმრავლესობათა ღირებულებებით იხელმძღვანელო, ვიდრე დარჩე ინდივიდად და გქონდეს საკუთარი პრინციპები.

სიძულვილის ენასთასთან დაკავშირებული ყველანაირი კონტროლის მექანიზმი უკავშირდება თვითშეგნებას. შეიძლება კონკრეტულმა პირმა არ იცოდეს რას ამბობს, მაგრამ როგორც წესი, სიძულვილის ენა არის მიზანმიმართული შეურაცყოფა. თუ ადამიანს ჭარბად აქვს ვერბალური აგრესიის გამოვლენის მიდრეკილება,  ვერ გააკონტროლებ ეს თავად უნდა შეძლოს.

არის თუ არა სიძულვილის ენის გამოყენება, ნიადაგი-ძალადობისთვის და  რა კავშირი აქვს მას ლიბერალურ ღირებულებებთან?

– სიძულვილის ენა შეიძლება გახდეს მიზეზი ძალადობის, ჰომოფობიის,რასიზმის, ქსენოფობიიის და ა.შ.  ლიბერალურ ღირებულებებთან მას არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ცალკე ფენომენია, რომელიც ნებისმიერ საზოგადოებას ახასიათებს. ფრანგულ სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოზე “ თავდასხმა თვალსაჩინო მაგალითია, რომ ლიბერალურ ღირებულებებს კავშირი არ აქვს აგრესიის გამოვლენასთან, იმ შემთხვევაშიც კი, როცა საქმე ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ სახელმწიფოს ეხება. აგრესია თავისთავად არსებობს ყველა ადამიანში. განსხვავება არის ის, რომ გარკვეულ ნაწილს „კონტროლი აქვს მოშვებული“, თავისუფლად გამოხატავს თავის აგრესიას, ზოგიერთი ადამიანი კი თავს იზღუდავს და აკონტროლებს  თითოეულ ფრაზას.

თქვენი, როგორც ფსიქოლოგის შეფასება, როგორ დავიცვათ თავი  ნეგატიური ზეგავლენისგან და დავუპირისპირდეთ სიძულვილის ენას?

– არ უნდა გაგვიჩნდეს განცდა, რომ  სიძულვილის მსხვერპლნი ვართ. თუ ვიფიქრებთ, რომ გვებრძვიან, ჩვენ მიმართ აგრესია უფრო გამძლავრდება. სიძულვილის ენასთან დაკავშირებით ხშირად უნდა მოხდეს მითითება და ხაზგასმა, თუ საზოგადოება ერთობლივად აუჯანყდება ზიზღისშემცველ, აგრესიულ ფრაზებს, ბუნებრივია, ადამიანები გააკონტროლებენ საკუთარ ნათქვამს. მუდმივი აპელირების შედეგად, ისინი უფრო ფრთხილნი გახდებიან სიძულვილის ენის გამოხატვის დროს და საზოგადოება მიაგნებს ფორმებს, რომელთა მეშვეობით კონტროლს შეძლებს.

რა მდგომარეობაა ჩვენს რეალობაში სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით?

იხილეთ სრული ანგარიში:

2015 წელს გამოქვეყნდა მედიის განვითარების ფონდის მიერ  ჩატარებული კვლევა  სიძულვილის ენასა და ქსენოფობიურ გამოვლინებებთან დაკავშირებით (17 თებერვალი, 2014 -18 თებერვალი, 2015) გამოცემაში გაერთიანებული სიძულვილის ენისა და სხვადასხვა ტიპის ქსენოფობიური გამოხატვის საერთო მაჩვენებელი ერთი წლის განმავლობაში 573-ია.

12722108_608254179327693_922152339_n

სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის თვალსაზრისით, ყველაზე მეტი დარღვევა მედიის (198) მხრიდან იჩენს თავს.

10405983_608254175994360_1429114553_n

კანონით, თუ კანონის გარეშე, სიძულვილის ენის გამოყენებაზე არანაირი რეაგირება ხელს უწყობს -სიძულვილის ენის წახალისებას.

ნანუკა მაღლაკელიძე    

Share4Tweet3

ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა
ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა

10/05/2026
მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს
ახალი ამბები

მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

10/04/2026
საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა
ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026

საინტერესო

ევროკომისარი რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალთან „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების“ შესაძლო გაფორმებით შეშფოთებულია

ევროკომისარი რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალთან „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების“ შესაძლო გაფორმებით შეშფოთებულია

12 years ago
11 წლის მარიამის დედა: არაა სიმართლე, რომ ძვირადღირებული მობილური დაკარგა და ეჩხუბნენ

11 წლის მარიამის დედა: არაა სიმართლე, რომ ძვირადღირებული მობილური დაკარგა და ეჩხუბნენ

3 years ago
დიმიტრი ქუმსიშვილი: “მთელ ჩემს გამოცდილებას ნამდვილად მოვახმარ დედაქალაქის კეთილდღეობის გაუმჯობესებას”

დიმიტრი ქუმსიშვილი: “მთელ ჩემს გამოცდილებას ნამდვილად მოვახმარ დედაქალაქის კეთილდღეობის გაუმჯობესებას”

12 years ago

თურქეთის მთავრობა არმიის უცხო ქვეყანაში შეყვანის უფლებას მიიღებს

13 years ago

ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა
ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა

10/05/2026

ლოტკინის დასახლებაში 10 სექტემბერს გამთენიისას მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „დღეს ჩემი შვილის დავით...

მეტის ნახვაDetails
მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

10/04/2026
საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა 10/05/2026
  • მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს 10/04/2026
  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by