• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რელიგიური დენომინაციების შეფასებები ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე საქართველოში

10 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, რელიგია
A A
12
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დენომინაციებიმას შემდეგ რაც მიმდინარე წლის 27 იანვარს, ლგბტ პირების უფლებების დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და  მოითხოვა სასამართლომ ძალადაკარგულად ცნოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმა, რომლითაც განმარტებულია, რომ “ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა”, საკმაოდ გააქტიურდა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების საკითხი საქართველოში. შეფასებები და გამოხმაურება საზოგადოების მხრიდან საკმაოდ მწვავე იყო. უარყოფითი დამოკიდებულება მალევე დააფიქსირეს პარლამენტის წევრებმა თუ საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, თუმცა იყვენენ ისეთებიც ვინც თვლიდა, რომ ამით მათ არანაირი დისკომფორტი არ ექმნებათ. „თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა, თუ როგორ პოზიცია აქვს  რელიგიურ დენომინაციებს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე საქართველოში. საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, კათოლიკურ ეკლესიას, სომხურ სამოციქულო ეკლესიას, იუდეურ თემსა და ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიის  წარმომადგენლებს ერთი კითხვით მივმართეთ: როგორ შეაფასებდით და რა დამოკიდებულება აქვს თქვენს რელიგურ მიმდინარეობებს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე საქართველოში?   

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ფეთვის განყოფილების თავმჯდომარე, ყურანის არაბულიდან ქართულ ენაზე თარჯიმანი, რეზო მიქელაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ისლამი უდიდეს ცოდვად მიიჩნევს ამ გაუკუღმართებას. ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება ადამიანის ამქვეყნად მოვლენის არსს სრულებით ეწინააღმდეგება და კონკრეტულად გამიზნულია კაცთა მოდგმის მოსაწამლად, ერთა გადასაგვარებლად.

რეზო მიქელაძე: „ეს არ არის მხოლოდ 21 საუკუნის სნეულება თუმცა ამ საუკუნეში ეპიდემია პიკისკენ მიემართება. დღეისათვის უამრავი საშუალება არსებობს, რომელიც კონკრეტულად გამიზნულია კაცთა მოდგმის მოსაწამლად, ერთა გადასაგვარებლად. დღეს მხოლოდ რელიგიას შეუძლია ამგვარი უმსგავსოებებისგან ადამიანის დაცვა. ყველა ხერხს და ღონეს იყენებენ რელიგიის დეგრადაციისათვის. ჩვენი ვალია პრევენციულ ზომებს მივმართოდ და არა ეპიდემიის გავრცელებას, მის ლეგალიზაციას შევუწყოთ ხელი, რაც ადამიანის ამქვეყნად მოვლენის არსს სრულებით ეწინააღმდეგება, რომლისთვისაც აუცილებლად მოგვეკთხება.“

საქართველოს კათოლიკური ეკლესია

საქართველოს კათოლიკური ეკლესიის კანცელარიის გამგემ  მამა აკაკი ჭელიძემ  კათოლიკური  ეკლესიის კატეხიზმოდან ის პუნქტები მოგვაწოდა, რომლებიც ჩვენს  კითხვას შეეხებოდა. მათი  მოძღვრების მიხედვით შეუძლებელია ოჯახი ერქვას ნებისმიერ კავშირს თუ ის მამაკაცისა და ქალის ერთობა არაა. ასევე ნათქვამია, რომ არცთუ უმნიშვნელო რიცხვი მამაკაცებისა და ქალებისა ატარებს  ღრმად გამჯდარ ჰომოსექსუალურ მიდრეკილებას. ეს მიდრეკილება, რომელიც ობიექტურად მოუწესრიგებელია, უმეტესობისათვის განსაცდელს წარმოადგენს. ამისათვის პატივისცემით, თანალმობითა და სიფაქიზით უნდა იქნენ მიღებულნი. მათ მიმართ თავიდან უნდა იქნეს აცილებული ყოველგვარი დამღა და უსამართლო დისკრიმინაცია.

მამა აკაკი ჭელიძე: „ამ კითხვაზე მე მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრება შემიძლია გაგიზიაროთ. გეიპარადების იდეოლოგიის წამალი ვერასოდეს იქნება ჰომოფობია. საზოგადოებისათვის არსებითია, თითეულმა მისმა წევრმა ახალი თაობა შემატოს მას. თუ რომელიმე მისი წევრი ამას არ აკეთებს, საზოგადოება სუსტდება. წარსულში თუკი თავის დასაცავად ის (საზოგადოება) მიმართავდა იმ დროისათვის შესაფერის გზებს, დღეს უნდა გამონახოს დღეისათვის შესაფერისი მეთოდები. ამაში კი ერთსქესიან ქორწინებების ძაგებაზე მეტად სასარგებლო იქნება ოჯახის მშვენიერებისა და იმ სიხარულის ცოცხლად განცდა, რაც ამ სიყვარულის გარემოს უნდა ახასიათებდეს (რაც ხშირად სამწუხაროდ საწინააღმდეგოს მოწმენი ვხდებით ხოლმე). საკითხი ძალზე მრავალმხრივ პრობლემატურია და ორი სიტყვით მისი სისავსით გამოთქმა შეუძლებელია.“

სომხური სამოციქულო ეკლესია

სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის  საინფორმაციო  განყოფილების დირექტორმა სუსანა ხაჩატურიანმა აღნიშნა, რომ სომხური ეკლესიისთვის მიუღებელია ერთსქესიანთა ქორწინება, მისი დაკანონება  საფრთხეს  უქმნის  საზოგადოებას, განსაკუთრებით არასრულწლოვნებს.

სუსანა ხანჩატურიანი: „ჩვენი რელიგიური მიმდინარეობისთვის  არ არის მისაღები ერთსქესიანთა ქორწინება. ეს  არაქრისტიაანულია. ბიბლია ქადაგებს, რომ  ოჯახი წმინდაა და ოჯახური კავშირი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ქალისა და მამაკაცის შორის. ჩვენი აზრით უმცირესობების  უფლებები გასათვალისწინებელია და უნდა იქნეს დაცული, მაგრამ  ერთსქესიანთა ქორწინების  დაკანონება  საფრთხეს  უქმნის  საზოგადოებას, განსაკუთრებით არასრულწლოვნებს სულიერი ჩამოყალიბების კუთხით.“

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია

ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ  ამ თემაზე ბაპტისტურ ეკლესიას არ უმსჯელია, თუმცა თვლიან საკითხის ხელოვნური პედალირება ხდება.

რუსუდან გოცირიძე: „ამ თემაზე ჩვენ ეკლესიას არ აქვს ნამსჯელი, თუმცა არსებობს ეკლესიაში მიდგომა ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით. ეკლესია თვლის, რომ ჰომოსექსუალობა არაა ცოდვა, მაგრამ ცოდვაა ჰომოსექსუალური ქცევა, პრაქტიკა. რაზეც ვიმსჯელეთ ესაა ის, რომ ამ საკითხის ხელოვნური პედალირება და აქცენტირება ხდება ჩვენს ქვეყანაში და ეს ემსახურებს ერთ რამეს – ადამიანებს ევროინტეგრაციისადმი გაუჩინოს შიში და ვექტორი ჩრდილოეთისკენ მიმართონ.“

იუდეური თემი

იუდეური თემის წარმომადგენელი-თბილისის სალოცავის მთავარ გაბაის მერაბ ჩანჩალაშვილი მიიჩნევს, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება აფსურდია და ის საზოგადოების გახრწნას შეუწყობს ხელს.

„მე მგონი, ყველა რელიგიური მიმდინარეობა ამას ეწინააღმდეგება. ეკლესია ამბობს, რომ ოჯახი არის ქალისა და კაცის ერთობა.   ამ ცოდვის გამო დაინგრა თავის დროზე ებრაელთა სამეფო, ტაძარი. ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება ჩვენი საზოგადოების გახრწნას შეუწყობს ხელს.“

დღეს ერთსქესიანი წყვილების ქორწინება ამერიკის ორმოცდაათივე  შტატში კანონიერია. გადაწყვეტილება ამერიკის უზენაესმა სასამართლომ ხუთის ხმით ოთხის წინააღმდეგ გამოიტანა. პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ “ამერიკამ ამ გადაწყვეტილებით უნდა იამაყოს”. აშშ-ს ამ გადაწყვეტილებას თავის დროზე გამოეხმაურა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მას დიდი შეცდომა უწოდა. “ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა შტატში იყოს დაშვებული ერთსქესიანთა ქორწინება. ეს დიდი შეცდომაა. ქართველმა ადამიანმა უნდა გაარჩიოს, სად არის კეთილი და სად არის ბოროტი,” – ბრძანა პატრიარქმა. საბერძნეთი არის პირველი მართლმადიდებლური და 26-ე ევროპული ქვეყნა, რომელმაც აღნიშნული კანონი მიიღო.

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

 

 

fb-share-icon
Tweet
Share5Tweet3

ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

12/04/2025
„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს
ახალი ამბები

„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს

12/04/2025
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა
ახალი ამბები

მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა

12/02/2025
ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025
საჯარო სკოლებში,1-ელიდან  მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება
ახალი ამბები

საჯარო სკოლებში,1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება

12/02/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In