• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, May 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

დავით ბაქრაძე: „იტალია არის სახელმწიფო, რომელიც საქართველოს უჭერს მხარს უვიზო რეჟიმის მიღების გზაზე”

10 years ago
in პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

daviT baqraZeევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქუტრებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით იტალიაში, ქ.რომში იმყოფება, სადაც 3 მარტს ორმხრივი შეხვედრები გამართა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის მოადგილესთან ბენედიტო დელა ვედოვასთან და საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ევროპული კავშირის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელთან ჯუზეპე პუჩინო გრიმალდისთან.

შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის აქტუალური საკითხები განიხილეს. სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა იტალიის მხარეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების  მხარდაჭერისთვის. იტალიური მხარის მიერ აღინიშნა, რომ იტალია მხარს დაუჭერს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილებას და გამოითქვა იმედი, რომ ვიზალიბერალიზაცია ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოსა და იტალიას შორის.

„იტალია არის სახელმწიფო, რომელიც საქართველოს უჭერს მხარს უვიზო რეჟიმის მიღების გზაზე, უჭერს მხარს მის ევროპულ ინტეგრაციას და რასაკვირველია, მის ინტეგრაციას ნატოში. განსაკუთრებით აქტუალური იყო ეს განხილვა ვარშავის სამიტის წინ.“-განაცხადა დავით ბაქრაძემ შეხვედრების დასრულების შემდეგ.

სახელმწიფო მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში, ასევე, მონაწილეობა მიიღო იტალიელთა და ქართველთა ერთობის ასოციაციის „წმინდა გიორგის ფარი“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში „Georgia One”. ღონისძიებაზე იტალიის ბიზნეს და აკადემიური წრეების, ასევე, დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლებმა საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანზიტო პროექტებში საქართველოს პერსპექტივებზე, შესაძლებლობებსა და მნიშვნელობაზე იმსჯელეს. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ.

ღონისძიების ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გამოცემული ინგლისურენოვანი წიგნის „საქართველოს ევროპული გზები” პრეზენტაცია გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს კრებული გამოცემის რედაქტორმა ზურაბ ქარუმიძემ და ერთ-ერთმა ავტორმა, ფილოლოგმა ლევან გიგინეიშვილმა წარუდგინეს. გამომსვლელებმა ევროპულ-ქართული ისტორიულ და თანამედროვე ეთნო-კულტურულ მსგავსება-განსხვავებასა და კრებულის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

დამსწრე საზოგადოებისთვის დმანისის არქეოლოგიური აღმოჩენის შესახებ პრეზენტაცია გამართა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა  დავით ლორთქიფანიძემ. ღონისძება იტალიელი კომპოზიტორის ანდრეა მორიკონეს მიერ საგანგებოდ ამ აღმოჩენისადმი მიძღვნილი მუსიკალური წარმოდგენით დასრულდა.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

შშმ პირების საგზაო უსაფრთხოებისთვის წელს დიდი თანხა გამოიყო – მამუკა მუმლაძე

შშმ პირების საგზაო უსაფრთხოებისთვის წელს დიდი თანხა გამოიყო – მამუკა მუმლაძე

9 years ago

თინათინ ხიდაშელი იბერალ ინტერნაციონალის აღმასრულებელი კომიტეტის 196-ე სხდომაში მიიღო მონაწილეობა

10 years ago
“თითქოს პატრიარქმა თავისთან დაიბარა გიული ალასანია, რათა მას ,,მიშასათვის გადაეცა, დაბრუნდეს და ქვეყანას მიხედოსო,” სიმართლეს არ შეესაბამება”

“თითქოს პატრიარქმა თავისთან დაიბარა გიული ალასანია, რათა მას ,,მიშასათვის გადაეცა, დაბრუნდეს და ქვეყანას მიხედოსო,” სიმართლეს არ შეესაბამება”

11 years ago
საქართველო – „მანდარინის რესპუბლიკა“ ანუ  გადამყიდველთა ტყვეობაში

საქართველო – „მანდარინის რესპუბლიკა“ ანუ გადამყიდველთა ტყვეობაში

12 years ago

ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ ქართულ რაგბიში მომხდარ დოპინგ-სკანდალზე საქართველოს ნაკრების მორაგბეებს საბოლოო სასჯელი გამოუტანა. World Rugby-სა და World Anti-Doping Agency-ის ერთობლივი...

Read moreDetails
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია 05/12/2026
  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by