• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, September 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

დავით კირვალიძის კლასელს ჩვენების მიცემას მის წინააღმდეგ სთხოვდნენ

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეში ბრალდებულ მამუკა ივანიაძის განცხადებით, მას დავით კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ.

როგორც მამუკა ივანიაძემ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დაკავების შემდეგ მის მიმართ ხორციელდებოდა სერიოზული ზეწოლა, საბოლოოდ კი ჩვენება პროკურორ გიორგი დავითაშვილის კარნახით დაწერა.

ივანიაძის ინფორმაციით, ის 1-ელ მაისს დააკავეს. ე.წ. მოდულის შენობაში შეყვანისას ოფიციალურად არ გაუფორმებიათ და როგორც უცხოელი ისე წარადგინეს. მისივე თქმით, ოთხი საათის განმავლობაში მასზე ზეწოლა მიმდინარეობდა და ადვოკატის ნახვის საშუალება არ მისცეს.

“მოდულის შენობაში შესვლიდან დაიწყო ჯოჯოხეთი. 12-მდე პიროვნება პერიოდულად შემოდიოდა, ვისაც რა უნდოდა შეგინებით, შეურაცხყოფით გრძელდებოდა ზეწოლა ოთხი საათის განმავლობაში. პერიოდულად, ვიღაც პიროვნება, რბილი ფორმებით, თითქოს ჩემზე ზრუნავდა, მირჩევდა რაღაც მეთქვა. ისინი მპირდებოდნენ, რომ თუ მივცემდი ჩვენებას, გამათავისუფლდებდნენ, თუ არადა – დამაპატიმრებდნენ”, – განაცხადა მამუკა ივანიაძემ.

ბრალდებულის თქმით, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე მისი კლასელია და ჩვენებას მიცემას მის წინააღმდეგ სთხოვდნენ, რაც სასჯელაღსრულების მე-8 საპყრობილეში გადაყვანის შემდეგაც გაგრძელდა. ივანიაძე ყვება, რომ ღამის საათებში, მე-8 საპყრობილეში პროკურორი გიორგი დავითაშვილი მასთან შეხვედრას მართავდა, საბოლოოდ კი, ჩვენება სწორედ გიორგი დავითაშვილის კარნახით დაწერა.

“დავითაშვილი მკარნახობდა, მე ვწერდი”, – განმარტა ივანიაძემ.
მისივე თქმით, ჩვენების პათოსი არასწორია და ჩვენება არც კი წაუკითხავს, ისე მოაწერა ხელი. ივანიაძის განცხადებით, როდესაც სასამართლო პროცესი გაიმართება, აღნიშნულ ჩვენებას აუცილებლად შეცვლის.

ბრალდებული ასევე განმარტავს, რომ ადვოკატ სოსო ბარათაშვილის აცილება მოთხოვნილი იყო პროკურატურის მხრიდან, თუმცა ჩვენების მიცემის პროცესს სახაზინო ადვოკატიც კი არ ესწრებოდა.

“საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე კახა კოჟორიძე განმარტავს, რომ აღნიშნული საქმე თავიდანვე უამრავ კითხვებს ბადებდა. მისივე თქმით, საქმეში სამი უწყების – პროკურატურის, სასამართლოსა და სასჯელაღსრულების დაწესებულების არასწორი ქმედებები იკვეთება.
კოჟორიძე განმარტავს, რომ პროკურატურის ბრალდების არსი აბსურდულია, სასამართლოს განჩინებები – დაუსაბუთებელი, საქმეში კი იკვეთება სასჯელაღსრულების სამინისტროს არასწორი მოქმედება.

კოჟორიძის თქმით, დაკავებულ ივანიაძეს ე.წ. მოდულის შენობაში აგინებდნენ, მის თვალწინ იარაღს ტენიდნენ და თუკი დავით კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემდა, უებნებოდნენ, რომ ციხეში ყოფნა დიდი ხნით მოუწევდა. მისივე ინფორმაციით, დაკავებულს უხსენებდნენ ოჯახის წევრებს და მინიშნებას აკეთებდნენ მის სტუდენტ გოგონაზე.

საიას ხელმძღვანელის ინფორმაციით, საკანში მამუკა ივანიაძეს სამი უცნობი პატიმარი დახვდა, რომლებმაც ჩხუბის ინსცენირება მოახდინეს. ერთ-ერთმა მათგანმა ხელი გაიჭრა და სისხლი კედელს წაუსვა, მოგვიანებით ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ფაქტი დააფიქსირეს, რის შემდეგაც პროკურორმა გიორგი დავითაშვილმა ივანიაძეს უთხრა, რომ ჩხუბთან დაკავშირებით, შესაძლოა მას სასჯელი დამატებოდა.
მამუკა ივანიაძე ეჭვობს, რომ დავით კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გამო აიძულებდნენ. ბრალდებული 2 ივლისს 10 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. საქმესთან დაკავშირებით, პატიმრობაში რჩება 5 პირი, გირაოთი გათავისუფლებულია 3 ადამიანი, ხოლო სამინისტროს ერთი თანამშრომლის კონსტანტინე ხუცაიძის სასამართლო პროცესი ახლა მიმდიანრეობს.

ივანიაძის განმარტებით, გუშინ “ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციაში” ამავე თემაზე დაგეგმილი პრესკონფერენცია რისკების არსებობიდან გამომდინარე არ გაიმართა.

11.07.13

Tags: დავით კირვალიძის კლასელს ჩვენების მიცემას მის წინააღმდეგ სთხოვდნენ
Share1Tweet1

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა
ახალი ამბები

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026
13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

09/24/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026

საინტერესო

არსებული ინფორმაციით, დოლიძის ქუჩაზე კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა

არსებული ინფორმაციით, დოლიძის ქუჩაზე კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა

3 years ago

მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ბაღები, ეს უნდა ნახოთ!

11 years ago
არასრულწლოვანზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი მამა და კიდევ ერთი პირი დააკავეს

არასრულწლოვანზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი მამა და კიდევ ერთი პირი დააკავეს

3 years ago

თამარ კეკენაძე: “ნეგატიურია ის დამოკიდებულება, რაც დღეს არსებობს სუს-ის მიმართ”

10 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by