• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, November 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ლენტეხის, ცაგერისა და ონის მუნიციპალიტეტებში მოქმედ კოოპერატივებს სკები გადაეცათ

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

iraniსოფლის მეურნეობის მინისტრი  ოთარ დანელია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ ფერმერებსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა საქართველოში მეფუტკრეობის დარგის განვითარების პერსპექტივებზე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით შემუშავებულ პროგრამაზე ისაუბრა. ოთარ დანელიამ „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ლენტეხის,  ცაგერისა და ონის  მუნიციპალიტეტებში მოქმედ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს  1200-ზე მეტი სკა გადასცა. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე და მხარის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე ესწრებოდნენ.

,,რაჭის რეგიონს მეფუტკრეობის დარგის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. შესაბამისად, სახელმწიფო პროგრამა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ პოტენციალის ათვისებას, წარმოებული  პროდუქციის ხარისხისა და მოცულობის ზრდას, ასევე თაფლის წარმოების მიკვლევადობას,  რაც ევროპის ბაზარზე ქართული თაფლის რეალიზაციის ერთ-ერთი  აუცილებელი წინაპირობაა. პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით  100-მდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ჯამში 7 000-ზე მეტი სკა გადაეცემა“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.

როგორც რეგიონის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ აღნიშნა, რეგიონისთვის  ძალიან მნიშვნელოვანია ის პროგრამები, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეფუტკრეობის დარგის განვითარებისთვის ახორციელებს.  პროგრამის ფარგლებში  რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მეფუტკრეობის 28 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ჯამში 1901 სკა გადაეცა.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი მიშელაძის განცხადებით, 29 თებერვლიდან 16 მარტის ჩათვლით „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში“ ჩართვის მსურველი კოოპერატივების რეგისტრაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. კოოპერატივებს პროგრამაში დარეგისტრირება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდის საშუალებით შეუძლიათ.

,,პროგრამის მონაწილე კოოპერატივებს მათთვის სასურველი მასალის – ხის ან პენოპოლისტიროლის სკები  თანადაფინანსებით, ღირებულების 30 %-ად გადაეცემათ.  კოოპერატივს, მოთხოვნის შესაბამისად, შეუძლია მიიღოს 1 ცალი 12 ჩარჩოიანი თაფლის საწური (ციბრუტი) ან/და 2200 ლიტრის ტევადობის თაფლის შესანახი ავზები“, – განაცხადა გიორგი მიშელაძემ.

როგორც ფერმერებთან შეხვედრაზე აღინიშნა, სახელმწიფო პროგრამის მონაწილე კოოპერატივს, რომლის მეპაიეთა 50%-ს  დევნილები ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები შეადგენენ, პროგრამის ფარგლებში მოთხოვნილი ინვენტარი თანადაფინანსებით,  ღირებულების 20%-ად გადაეცემა.

„მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ მონაწილე კოოპერატივს უფლება აქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში  უსასყიდლოდ შესამოწმებლად წარადგინონ წარმოებული თაფლის ერთი ნიმუში. პროგრამაში ჩართული კოოპერატივები თაფლის ტექნიკური რეგლამენტის ძირითადი მოთხოვნების დანერგვის ხელშეწყობისთვის, ტექნიკურ დახმარებასაც მიიღებენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ  მეფუტკრეობის ხელშეწყობის პროგრამა 2015 წლის ბოლოს დაიწყო. პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება,  წარმოებული თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა, ასევე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კაპიტალური ინვესტირების განხორციელება და მეპაიეთა კვალიფიკაციის ამაღლება.

 

ShareTweet

ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე
ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე

11/16/2026
თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა
ახალი ამბები

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026
„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი
ახალი ამბები

„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი

11/12/2026
„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე
ახალი ამბები

„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე

11/12/2026
ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს

11/12/2026
შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და  ტაძრის საძირკველი ეკურთხა
ახალი ამბები

შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და ტაძრის საძირკველი ეკურთხა

11/11/2026

საინტერესო

ირაკლი ღარიბაშვილი: “ვერავინ გაბედავს რაიმე რყევებს და პრობლემებს”

ირაკლი ღარიბაშვილი: “ვერავინ გაბედავს რაიმე რყევებს და პრობლემებს”

12 years ago
ინდოეთში ქორწილის დროს გარდაცვლილი პატარძალი მისი დით ჩაანაცვლეს და ცერემონია გააგრძელეს

ინდოეთში ქორწილის დროს გარდაცვლილი პატარძალი მისი დით ჩაანაცვლეს და ცერემონია გააგრძელეს

5 years ago
შსს-მ 529 აბი “კოდეინი” ამოიღო

საპოლიციო კონტროლის შედეგად, გამოვლინდა სისხლის სამართლის 182 და ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა 1450 ფაქტი

10 years ago

გიორგი კვირიკაშვილი კომპანია Microsoft–ის გენერალურ მენეჯერს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში შეხვდა

10 years ago

ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

11/17/2026

ვეკუას სკოლა მეტროში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. „42-ე საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას და გულისტკივილს გამოთქვამს წარმატებული კურსდამთავრებულის, ღირსეული,...

მეტის ნახვაDetails
სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

11/17/2026
„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

11/17/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს 11/17/2026
  • სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება 11/17/2026
  • „მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა 11/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by