• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პროკურატურის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული ბინები დაუბრუნდებათ

10 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1878prokuraturisshenoba(5)საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული 3 საცხოვრებელი ბინა და 1 საოფისე ფართი დაუბრუნდებათ.

დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტი. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2010 წლის 6 სექტემბერს მთავარ პროკურატურას დაკავებული ჰყავდა სამშენებლო კომპანია ,,მშენებელი XXI საუკუნი“-ს დირექტორი და დამფუძნებელი მერაბ ლურსმანაშვილი და ნუგზარ ბარბაქაძე, რომელთაც ედავებოდნენ მშენებლობის პროცესში ამხანაგობის კრების ოქმის გაყალბებას და მათ უკანონოდ გამოყენებას.

გამოძიების მსვლელობისას მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა პროკურატურაში დაიბარეს დაკავებული მშენებლების ნუგზარ ბარბაქაძისა და მერაბ ლურსმანაშვილის მეუღლეები – მარინე რუაძე და მარინე მამაცაშვილი, რომლებსაც განუცხადეს, რომ თუ სურდათ მათ მეუღლეებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება, ამისთვის აუცილებელი იყო უსასყიდლოდ დაეთმოთ წყნეთის გზატკეცილი 39-ში მდებარე მათ კანონიერ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინები, წინააღმდეგ შემთხვევაში ნუგზარ ბარბაქაძეს და მერაბ ლურსმანაშვილს დიდი ხნით მოუწევდათ ციხეში ყოფნა. აღნიშნული ზეწოლის შედეგად, პროკურატურაში არაერთი გამოძახების შემდეგ, მარინე რუაძე და მარინე მამაცაშვილი იძულებულნი გახდნენ დათანხმებოდნენ პროკურატურის უკანონო მოთხოვნას და სახელმწიფოს სახელზე გადააფორმეს მათ საკუთრებაში არსებული ბინები. მხოლოდ ამის შემდეგ პროკურატურამ ბრალდებულებთან გააფორმა საპროცესო შეთანხმება, სადაც არ იქნა ასახული შეთანხმების ,,ჩრდილოვანი პირობა“ – ბინების დათმობა, ბრალდებულებს განესაზღვრათ პირობითი მსჯავრი, დაეკისრათ ჯარიმები და მათ დატოვეს საპატიმრო დაწესებულება. უკანონოდ ჩამორთმეული ბინები კი აღირიცხა პროკურატურის და თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე.

გამოძიებასთან გამოჩენილი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, ჩვენს მიერ ბინების ჩამორთმევაში მხილებული ყოფილი პროკურორის მიმართ გამოყენებულ იქნა დისკრეცია და არ მოხდა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. თანამშრომლობის შედეგად კი გამოძიება გაგრძელდება პროკურატურის ყოფილი ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მიმართ.

დაზარალებულ მოქალაქეებს მარინე მამაცაშვილს, მერაბ ლურსმანაშვილს, ნუგზარ ბარბაქაძეს და მარინე რუაძეს დაუბრუნდებათ ამჟამად სახელმწიფოს ბალანსზე რიცხული წყნეთის გზატკეცილი 39-ში მდებარე 150 000 დოლარამდე ღირებულების 166 და 87 კვადრატული მეტრი ორი საცხოვრებელი სახლი.

გარდა ამისა, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა კიდევ ერთი დაზარალებული მოქალაქის რამაზ თოთლაძის დარღვეული უფლების აღდგენა მოახერხა. რამაზ თოთლაძე თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის 05 ივლისს უსაფუძვლოდ დამნაშავედ ცნო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის და სასჯელად განუსაზღვრა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით და ჩამოართვა საცხოვრებელი ბინა და საოფისე ფართი.

2016 წლის 14 იანვარს, პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა რამაზ თოთლაძის რეაბილიტაცია – მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა და უკანონოდ ჩამორთმეული საცხოვრებელი ბინის და საოფისე ფართის დაბრუნება. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და დადასტურებულად მიიჩნია, რომ რამაზ თოთლაძეს ბრალდება უკანონოდ ედავებოდა საცხოვრებელი ბინის და საოფისე ფართის შეძენის გზით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რის საფუძველზეც მას ჩამორთმეული ჰქონდა ხსენებული უძრავი ქონებები, რასთან დაკავშირებითაც სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 29 თებერვალს რამაზ თოთლაძის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, მოუხსნა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 50 000 ლარი.

აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართავს, რათა დაზარალებულ მოქალაქეს რამაზ თოთლაძეს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბალანსზე რიცხული ნახევარ მილიონ ლარამდე ღირებულების თბილისი, ჯანაშიას ქუჩაზე მდებარე დუპლექსის ტიპის 535 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ბინა და ამავე მისამართზე მდებარე 57,04 კვადრატული მეტრი საოფისე ფართი.

ამრიგად, მთავარ პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად 5 დაზარალებულ მოქალაქეს პროკურატურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მთავრობის ერთობლივი მუშაობით დაუბრუნდებათ 1 მილიონ ლარამდე ღირებულების 3 საცხოვრებელი ბინა და 1 საოფისე ფართი.

პროცესი, რომელიც პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა დაიწყო, რაც უკავშირდება დაზარალებული მოქალაქეებისთვის 2012 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში იძულებით ჩამორთმეული ქონებების დაბრუნებას, აქტიურად მიმდინარეობს და მას ექნება შეუქცევადი ხასიათი.

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა
ახალი ამბები

4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა

08/06/2026
ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ
ახალი ამბები

ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ

08/06/2026
მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს
ახალი ამბები

მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

07/23/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

საინტერესო

„მომხმარებელს ქართულ პროდუქციას ვაწვდით პირდაპირ გლეხისგან“ – ნინო მღებრიშვილი

11 years ago
მოიმატებს თუ არა უძრავი ქონების ფასი? – სამშენებლო კომპანიების პროგნოზი

მოიმატებს თუ არა უძრავი ქონების ფასი? – სამშენებლო კომპანიების პროგნოზი

9 years ago
მინისტრებმა და მოადგილეებმა 8 თვის განმავლობაში 3 მილიონზე მეტი ლარი პრემიბის და დანამატების სახით აიღეს

მინისტრებმა და მოადგილეებმა 8 თვის განმავლობაში 3 მილიონზე მეტი ლარი პრემიბის და დანამატების სახით აიღეს

12 years ago
მხოლოდ ისრაელს არ მოსწონს

მხოლოდ ისრაელს არ მოსწონს

13 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by