• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, August 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ჯვარი – უდიდესი დაცვაა, გლახაკთათვის ძღვნად მოცემული და უძლურთათვის უშრომელად ბოძებული!“ -როდის გახდა ჯვარი ქრისტიანული სიმბოლო

7 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
„ჯვარი – უდიდესი დაცვაა, გლახაკთათვის ძღვნად მოცემული და უძლურთათვის უშრომელად ბოძებული!“ -როდის გახდა ჯვარი ქრისტიანული სიმბოლო
8
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ზოგჯერ სხვა კონფესიის ადამიანებს უჩნდებათ კითხვა, თუ რატომ მივიჩნევთ ჩვენ ჯვარს ქრისტიანულ სიმბოლოდ. ისინი აცხადებენ, რომ ქრისტიანებს ჯვარზე არავითარი „მონოპოლია“ არ აქვს, იმიტომ, რომ ჯვარი ერების უმრავლესობისთვის მისტიური სიმბოლოა და გარდა ამისა, მათი აზრით, ჯვარი სიმბოლოდ ქრისტიანებმა მხოლოდ IV საუკუნეში მიიღეს, ისიც, ბიზანტიის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის ბრძანებით. გვსურს, პასუხი გავცეთ ჩვენს ოპონენტებს.

ქრისტიანობამდე გაცილებით ადრე ჯვრის სხვადასხვა ფორმები გვხვდება აზიისა და აფრიკის მრავალი ერის კულტურაში. სხვადასხვა ერებში ამ სიმბოლოს თავისი დატვირთვა და მნიშვნელობა ენიჭებოდა. როგორც წესი, ჯვრის სიმბოლიკა უკავშირდებოდა სამყაროს, კოსმოსს, ზეცისა და მიწის, ან დროისა და სივრცის ურთიერთშეპირისპირებას. ჯვრის გამოსახვა ასევე უკავშირდება ციფრების სიმბოლურ მნიშვნელობას (მაგალითად, – X და მისგან წარმოებული ციფრები).

ქრისტიანობაში ჯვარი პრინციპულად ახალ, უჩვეულო მნიშვნელობას იძენს, რომელიც მანამდე არსად, არცერთ კულტურულ მემკვიდრეობაში არ ჩანს. ჯვარი ხდება უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს სიმბოლო და კაცობრიობის გამოხსნის მოწმობა! სიკვდილით დასჯის ყველაზე სამარცხვინო იარაღი – ჯვარცმა ცხონების სიმბოლოდ იქცა! რომის იმპერიის მოქალაქენი არ ექვემდებარებოდნენ ამგვარ სამარცხვინო სასჯელს. თუმცა ის, რაც სამარცხვინო იყო რომაელთათვის, სრულიად საპირისპიროდ შემოტრიალდა ქრისტიანთათვის და მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და თაყვანისაცემ რელიგიურ სიმბოლოდ მოგვევლინა!

ჯვრის სიმბოლო რომის იმპერიაში საყოველთაოდ IV საუკუნის მიწურულს დამკვიდრდა. ტრადიციულად, ეს უკავშირდება იმპერატორ კონსტანტინე დიდის სახელს, რომელსაც 312 წელს ჰქონდა ჩვენება: ზეცაზე ჯვარი გამოისახა წარწერით „ამით სძლიე!“ იმპერატორი თავისი ლაშქრით მტრის წინააღმდეგ ჯვრით გაემართა და მტერს სძლია. მას შემდეგ ჯვარი გამარჯვების სიმბოლოდ იქცა.

კონსტანტინეს ეპოქამდე ქრისტიანები თავს იკავებდნენ ქრისტეს ჯვრისა და, მითუმეტეს, ჯვარცმის აშკარად გამოსახვისაგან. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჯვრის სიმბოლო მანამდე ქრისტიანულ სინამდვილეში არ არსებულა.

მრავალი მოწმობის თანახმად, ჯვარი, როგორც იესო ქრისტეს მიერ სამყაროს გამოხსნის იარაღი, ეკლესიის დაარსების დღიდან ქრისტიანთა შორის უდიდესი თაყვანისცემის საგანი იყო! ეკლესიის მამები ამ თაყვანისცემაზე საუბრობენ, როგორც მოციქულთა გარდამოცემაზე, ანუ იმ ტრადიციაზე, რომელსაც დასაბამი თავად მოციქულებმა – ქრისტეს პირველმა მოწაფეებმა დაუდეს. პირველი სამი საუკუნის განმავლობაში ეს ცოდნა მიეკუთვნება დისციპლინაე არცანაე-ს („საიდუმლო სწავლება“ ან „სწავლების საიდუმლო“), რომელიც დამკვიდრებული იყო ქრისტიანულ სარწმუნოებასა და მის წეს-ჩვეულებებში და რაც საიდუმლოდ იყო დაცული წარმართაგან.

როგორც ჩანს, ჯვრის ტრადიციის შესახებ წარმართებისთვის რაღაც მაინც იყო ცნობილი, რადგან მრავალი ქრისტიანი ღიად და მამაცურად თაყვანს სცემდა ჯვარს. წმიდა კვიპრიანე კართაგენელის ბიოგრაფის, პონტეს მოწმობით, III საუკუნეში ზოგიერთი ქრისტიანი ჯვარს შუბლზე გამოისახავდა; ქრისტიანებზე დევნის დროს სწორედ ამ ნიშნით გამოარჩევდნენ მათ და საწამებელად გადასცემდნენ. შემონახულია არქეოლოგების მიერ ნაპოვნი III საუკუნის ჭურჭელი, რომელზეც დატანილია ადამიანის სახის გამოსახულება ჯვრით შუბლზე.

VII მსოფლიო კრების დადგენილებებიდან ცნობილია, რომ III საუკუნეში, დიოკლეტიანეს მეფობის ჟამს, წმიდა მოწამეებს პროკოპსა და ორესტის ჯვარი მკერდზე ჰქონდათ გამოსახული.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ წარმართები ქრისტიანებს დაცინვით ცრუციცოლაე-ს (ჯვრისთაყვანისმცემლებს) უწოდებდნენ. მათ ეგონათ, რომ ქრისტიანები ჯვარს თაყვანს სცემდნენ, როგორც ფეტიშს ან კერპს.

რომსა და პომპეიში გათხრებისას ნაპოვნ საყოფაცხოვრებო საგნებზე ჯვრის ან ჯვარცმის მხოლოდ ალეგორიული გამოსახულება გვხვდება. ასევე მრავლად გვხვდება ჯვრის სიმბოლოები და სხვადასხვაგვარი ფორმა, მაგალითად ღუზა ან ქრისტეს სახელის პირველი ასო – X, რომელსაც ასევე უწოდებდნენ ცრუხ დეცუსსატა (რომაული ციფრი ათის გამოსახულების გამო).

ჯვრის თაყვანისცემის უძველეს ჩვეულებას ადასტურებენ II-III საუკუნეში ტერტულიანე, ორიგენე და სხვები.

ქრისტიანის ცხოვრება ჯვარს უნდა ემსგავსოს! წმიდა მოციქული პავლეს სიტყვებით: „ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, რომლისათვის სოფელი ჩემდამო ჯუარ-ცუმულ არს და მე სოფლისა“ (გალატელთა მიმართ ეპისტოლე, თ. 6, 14). ეს ციტატა და მოციქულთა სხვა გამონათქვამებიც მოწმობენ იმაზე, რომ ჯვარი და პირჯვრის გამოსახვა ქრისტიანული ეკლესიის დასაბამითგანვე არა მხოლოდ გამოიყენებოდა, როგორც ერთ-ერთი სიმბოლო, არამედ იგი იყო ქრისტიანული სარწმუნოების ცენტრალური ცნება.

ქვემოთ მოყვანილია წმიდა მამების გამონათქვამები ჯვრის შესახებ, რაც არის დასტური იმისა, რომ ქრისტიანული ეკლესიის დასაბამიდან ჯვარი მისი განუყოფელი ცენტრალური სიმბოლოა.

ტერტულიანე ქრისტიან ქალს მოძღვრავს, არ იქორწინოს წარმათზე და სხვა მოსაზრებების გარდა ასეთ კითხვას უსვამს: „შესძლებ თუ არა, ფარულად გამოისახო პირჯვარი ან გადასახო ჯვარი შენს საწოლს?“
ტერტულიანე (II საუკუნე)

„თუკი შენ, იუდეველი, გვსაყვედურობ, რატომ ვცემთ თაყვანს ჯვრის ძელს, როგორც უფალს, მაშინ რატომღა არ სდებ ბრალს იაკობს, რომელიც თაყვანს სცემდა თავისი კვერთხის წვერს: „სარწმუნოებით იაკობმან…თაყუანის-სცა წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა“ (ებრ. 11, 21). სავსებით ცხადია, რომ მან თაყვანი სცა არა ხეს, არამედ მისი მეშვეობით იოსებს, ისევე, როგორც ჩვენ ჯვრის თაყვანისცემით ვადიდებთ ქრისტეს და არა ხეს.“
ნეაპოლის ეპისკოპოსი ლეონტი (III საუკუნე)

„დაე, ნუ შეგვრცხვება ჯვარცმულის თაყვანისცემა, გაბედულად გამოვისახოთ პირჯვარი; ჯვარი გადავსახოთ პურს, რომელსაც მივირთმევთ, ფინჯნებს, რომელთაგან ვსვამთ, ჯვარი გამოვსახოთ კარიბჭეებზე. გამოვისახოთ პირჯვარი, როცა ვიძინებთ, როცა ვიღვიძებთ, როდესაც ვმგზავრობთ და როცა ვისვენებთ. ჯვარი – უდიდესი დაცვაა გლახაკთათვის ძღვნად მოცემული და უძლურთათვის უშრომელად ბოძებული.“
წმიდა კირილე იერუსაიმელი (IV საუკუნე)

„თუკი იგრძნობ, რომ გული შენი ღიზიანდება და მძიმდება, პირჯვარი დაიწერე და ამ გზით დაიცავი მკერდი შენი.“
წმიდა იოანე ოქროპირი (IV საუკუნე)

„განვედ ჩემგან, სატანა, თორემ დაგცემ ჯვრით, რომლის წინაშეც ძრწის ყოველივე. ჯვარს ჩემი სხეულით ვატარებ; ჯვარს გამოვსახავ სიარულის დროს; ჯვარია ჩემს გულში და ჯვარია ჩემი დიდება!“
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი (IV საუკუნე)

წყარო :orthodoxy.ge

Share3Tweet2

ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა
ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა

08/06/2026
რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.”  – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ახალი ამბები

რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

08/06/2026
„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში
ახალი ამბები

„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში

08/05/2026
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა
ახალი ამბები

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026
„წმინდა ნექტარიოს ეგინელს წირვის დროს ეკეთა…“ – სასწაულმოქმედი სარტყელი თბილისშია
ახალი ამბები

„წმინდა ნექტარიოს ეგინელს წირვის დროს ეკეთა…“ – სასწაულმოქმედი სარტყელი თბილისშია

07/14/2026

საინტერესო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა

6 years ago
ხულოში ახალგაზრდა კაცი ბეტონის გადამამუშავებელ დანადგარში მოყვა და დაიღუპა

ხულოში ახალგაზრდა კაცი ბეტონის გადამამუშავებელ დანადგარში მოყვა და დაიღუპა

3 years ago

ქათმის მწარმოებელი ქართული კომპანიები ბაზარზე არსებულ მდგომარეობას აფასებენ

12 years ago
ირაკლი კობახიძე: მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი იქნება მაქსიმალურად ღია, გახსნილი და გამჭვირვალე

ირაკლი კობახიძე: მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი იქნება მაქსიმალურად ღია, გახსნილი და გამჭვირვალე

8 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by