• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“საფრანგეთმა გამოხატა მზადყოფნა, იყოს მთავარი საყრდენი ქვეყანა საქართველოს საჰაერო თავდაცვისუნარიანობის გამყარების კუთხით”

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ხიდაშელისაქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საფრანგეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში პასკალ მონიეს და თავდაცვის ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ოლივიე მადიოს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებზე, საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემებზე საფრანგეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებებზე, უახლოეს პერიოდში საქართველოში ფრანგი ექსპერტების ვიზიტსა და ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა იყო. თავისთავად ბევრის მთქმელია საფრანგეთის მიერ საქართველოში ახალი ელჩის ასე სწრაფად გამოგზავნა… თავდაცვის სამინისტროს საფრანგეთთან აქტიური და ქმედითი კონტაქტი აქვს. მოქმედი ხელშეკრულებები გვაქვს საჰაერო თავდაცვისუნარიანობის კუთხით და ამ მიმართულებით ბევრი პროგრამა იგეგმება. ამჟამად საფრანგეთმა გამოხატა მზადყოფნა, იყოს მთავარი საყრდენი ქვეყანა საქართველოს საჰაერო თავდაცვისუნარიანობის გამყარების კუთხით – ნატოს პაკეტის ფარგლებში. ვმუშაობთ ნატოს იმავე პაკეტის სხვადასხვა კომპონენტებში ფრანგების უფრო აქტიურ ჩართვაზე. იგეგმება საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი საქართველოში, ამის შესახებ მან ბრიუსელში ჩვენი შეხვედრის დროს განაცხადა. ვფიქრობ, ეს წელი ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებში, უსაფრთხოების თვალსაზრისით, განსაკუთრებით ნაყოფიერი იქნება. მომავალ კვირას უკვე ჩამოდის საჰაერო თავდაცვის პირველი ფრანგული ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს სწავლებებს ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წელს საჩხერის სამთო მომზადების სკოლის 10 წლის იუბილეა, სწორედ, ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პაკეტის ფარგლებში ფრანგების ხელდასმით, მათთან თანამშრომლობით და მათი დახმარებით შეიქმნა ეს სკოლა. საფრანგეთის ელჩთან შეხვედრა იყო იმ წლის განმავლობაში განსახორციელებელი იმ ძალიან ბევრი ღონისძიების ერთგვარი საწყისი, რომელიც ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებში თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების თვალსაზრისით იგეგმება“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კი შეხვედრის შეჯამების დროს ყურადღება საფრანგეთისა და საქართველოს თანამშრომლობაზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მიერ შეტანილ წვლილზე გაამახვილა.

“მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. თბილისში გასულ კვირას ჩამოვედი და რწმუნებათა სიგელები პრეზიდენტს გუშინ გადავეცი. ძალიან მიხარია, რომ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიალის შემდეგ საქართველოს მთავრობიდან პირველს თავდაცვის მინისტრს შევხვდი. საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ძალიან ვაფასებთ საქართველოს წვლილს საერთაშორისო ოპერაციებში – ავღანეთში, სადაც ქართველი სამხედროები ჩვენი ბაზების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ და შემდეგ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ჩვენ ბევრი სამხედრო გავგზავნეთ მისიაში და ორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს შორის დამყარებული პირადი კონტაქტები და მეგობრობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელთანაც საფრანგეთს გლობალური თანამშრომლობა აკავშირებს. მე უკვე ვახსენე თანამშრომლობა ოპერაციების დონეზე, სადაც ჩვენი სამხედროები მხარდამხარ იბრძვიან ბრძოლის ველზე და ასევე, მინდა ხაზი გავუსვა თანამშრომლობას წვრთნების მიმართულებით. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საჩხერის სამთო მომზადების სკოლას ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის (PfP) სტატუსი მიენიჭა. ყოველ წელს საფრანგეთის ომის სკოლაში, საშტაბო სკოლასა და უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტში ქართველ ოფიცრებს ვიღებთ. ჩვენი კავშირები ძალიან ფართოა. გარდა ამისა, დავიწყეთ თანამშრომლობა შეიარაღების სფეროშიც, რაც ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი ნდობის მაჩვენებელია“, – განაცხადა საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პასკალ მონიემ.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

თამარ ჟვანია – თუ ყველა მხარე სრულყოფილად დაიცავს კანონს და ეთიკის ნორმებს, ამ კანონმდებლობის პირობებში გამჭვირვალე და ევროპული სტანდარტის არჩევნების ჩატარება აბსოლუტურად შესაძლებელია

თამარ ჟვანია – თუ ყველა მხარე სრულყოფილად დაიცავს კანონს და ეთიკის ნორმებს, ამ კანონმდებლობის პირობებში გამჭვირვალე და ევროპული სტანდარტის არჩევნების ჩატარება აბსოლუტურად შესაძლებელია

6 years ago

სამხედრო ატაშეები “დელტა”-ს სტუმრობენ

13 years ago

მოსახლეობის აღწერის პირველი ეტაპი იწყება

13 years ago
ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

9 years ago

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

10/01/2026

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. სტუმრები უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

09/30/2026
როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“ 10/01/2026
  • საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია 09/30/2026
  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by