• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, November 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საგარეო უწყება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე ევროკომისიის საკანონმდებლო წინადადების შესახებ განცხადებას ავრცელებს

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
“სამწუხაროა, რომ ვენესუელა, რუსეთის კვალდაკვალ, აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

sagareoსაგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით ევროკომისიის საკანონმდებლო წინადადების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, ევროკომისიამ ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურად წარუდგინა საკანონმდებლო წინადადება 539/2001 რეგულაციაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას.

“მივესალმებით ევროკომისიის მიერ საკანონმდებლო პროცესის ინიცირებას, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში და საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების კიდევ ერთი აღიარებაა. ევროკომისიის წინადადება ეფუძნება 2015 წლის 18 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომლის თანახმად საქართველომ წარმატებით შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა მოთხოვნა ოთხი ძირითადი მიმართულებით: დოკუმენტების უსაფრთხოება; საზღვრის მართვა, მიგრაცია, თავშესაფარი; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება; ადამიანის ძირითადი უფლებები”, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ შემდგომი პროცედურის თანახმად, ევროკომისიის წინადადებას რეგულაციაში ცვლილებების შეტანის შესახებ განიხილავენ ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო.

“ევროპარლამენტის თანხმობის შემდეგ, ევროკავშირის საბჭო დაამტკიცებს განახლებულ რეგულაციას და ცვლილებას ხელს მოაწერენ ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. ცვლილების საფუძველზე საქართველო შეტანილ იქნება იმ ქვეყნების ნუსხაში, რომლებიც შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმით სარგებლობენ. ევროკავშირთან მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება რეგულაციის ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 20 დღეში”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტში შესაბამისი პროცედურები დროულად დასრულდება და უახლოეს მომავალში, ბიომეტრული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ვიზის გარეშე გაემგზავრონ მოკლევადიანი ვიზიტით (90 დღე ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში) ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში.

“ჩვენი მოლოდინია, რომ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტში შესაბამისი პროცედურები დროულად დასრულდება და უახლოეს მომავალში, ბიომეტრული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ვიზის გარეშე გაემგზავრონ მოკლევადიანი ვიზიტით (90 დღე ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში) ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით: მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გავრცელდება 30 ქვეყანაზე: შენგენის სივრცის ევროკავშირის წევრი 22 ქვეყანა: პორტუგალია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ბელგია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, იტალია, დანია, შვედეთი, ფინეთი, ავსტრია, საბერძნეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ჩეხეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, მალტა. შენგენის კანდიდატი, ევროკავშირის 4 წევრი ქვეყანა: კვიპროსი, ხორვატია, რუმინეთი, ბულგარეთი. შენგენის ასოცირებული 4 ქვეყანა: ისლანდია, ნორვეგია, ლიხტენშტაინი, შვეიცარია.

“საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში მიღწეული პროგრესი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ევროკავშირი სათანადოდ აფასებს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევას და გატარებულ რეფორმებს კონკრეტული შედეგი მოაქვს საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

საქართველოში თოვლია მოსალოდნელი

საქართველოში თოვლია მოსალოდნელი

13 years ago
„უახლოეს ხანში პარტიის ახალი რესურსი იქნება წარდგენილი“ – გია ვოლსკი

გია ვოლსკი: კვირიკაშვილის პრეზიდენტის ფუნქციებზე გადანაცვლება არასწორი იქნება

9 years ago
“საქართველო ეკუთვნის ევროპას, არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ ღირებულებებით”

მიხეილ ჯანელიძე მინისტრი ბრიუსელს ეწვევა

10 years ago

“კომიტეტები ყველა იწონებს და მხარს უჭერს მთავრობის ამ შემადგენლობას”

11 years ago

ახალი ამბები

„საოცარი ოჯახი გაუბედურდა… ჩვენი მარიამი შეეწირა ამ საშინელ ავარიას, მისი დაც ძალიან მძიმედ არის…“ – რა ხდება ცნობილი ავარიაზე, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„საოცარი ოჯახი გაუბედურდა… ჩვენი მარიამი შეეწირა ამ საშინელ ავარიას, მისი დაც ძალიან მძიმედ არის…“ – რა ხდება ცნობილი ავარიაზე, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა

11/19/2026

ხაშური-ბორჯომის გზაზე, სოფელ ქვიშხეთთან მომხდარ ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ცნობილი ხდება, ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფი ერთი ოჯახის...

მეტის ნახვაDetails
„ჩვენ წინ მოხდა… არ ვიცი, ამაზე საშინელება რა არის“ – რას წერენ თვითმხილველები ავარიაზე, რომელიც მსხვერპლით დასრულდა

„ჩვენ წინ მოხდა… არ ვიცი, ამაზე საშინელება რა არის“ – რას წერენ თვითმხილველები ავარიაზე, რომელიც მსხვერპლით დასრულდა

11/19/2026
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს

თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს

11/18/2026
არასრულწლოვანი გააუპატიურა და მოკვლით ემუქრებოდა, თუ ვინმეს ეტყოდა – ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

არასრულწლოვანი გააუპატიურა და მოკვლით ემუქრებოდა, თუ ვინმეს ეტყოდა – ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

11/19/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „საოცარი ოჯახი გაუბედურდა… ჩვენი მარიამი შეეწირა ამ საშინელ ავარიას, მისი დაც ძალიან მძიმედ არის…“ – რა ხდება ცნობილი ავარიაზე, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა 11/19/2026
  • „ჩვენ წინ მოხდა… არ ვიცი, ამაზე საშინელება რა არის“ – რას წერენ თვითმხილველები ავარიაზე, რომელიც მსხვერპლით დასრულდა 11/19/2026
  • თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს 11/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by