• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, May 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“როდესაც საზღვარი გაიხსნება, ჩვენ არა მარტო საკუთარი თავი და ოჯახები, არამედ ქვეყანაც არ შევარცხვინოთ”

10 years ago
in პოლიტიკა
A A
“ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში სამხრეთ ოსეთი არაერთხელაა მოხსენიებული საქართველოს ნაწილად”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

წულუკიანიიუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროკომისიის გუშინდელ გადაწყვეტილებას მიესალმა.

„მინდა, მივულოცო ევროკავშირის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანას. ასევე, მინდა, მივულოცო ეს გადაწყვეტილება ჩვენს ყველა მოქალაქეს, რომლებიც ქვეყნის გარეთ იმყოფებიან და სჯერათ, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა მათ კავშირს და ურთიერთობას ჩვენს სამშობლოსთან კიდევ უფრო მარტივს გახდის. მე არ შემიძლია დღეს, ამ ისტორიულ მომენტში, არ გადავუხადო მადლობა ყველა იმ საჯარო მოხელეს, რომლებიც ბევრი თვის განმავლობაში მუშაობდნენ იმისთვის, რომ დამდგარიყო ეს შედეგი. ესენი არიან ის ადამიანები, ვინც, მაგალითად, დგას სკანერის მანქანებთან, იმისთვის, რომ ჩვენი დოკუმენტები და საბუთები მოაწესრიგონ; ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ბეჭდავენ და ქმნიან უსაფრთხო დოკუმენტებს, იმისთვის, რომ საზღვრის გახსნისთანავე ჩვენ შევძლოთ უვიზოდ ევროკავშირის ქვეყნებთან მიმოსვლა; ესენი არიან ყველა ის ადამიანი, ვინც ქმნიდა კანონებს − მიგრაციის სპეციალისტები, მოქალაქეობის სპეციალისტები, საჯარო მოხელეები, ვინც თამასა ჩვენი მთავრობის მუშაობის პირობებში ძალიან მაღლა ასწია და მაღალი ევროპული სტანდარტის კანონები, მათ შორის, მიგრაციის სფეროში, შემოიტანა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან ერთად. ეს არის კოლექტიური ძალისხმევის შედეგი.

მე მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენი სამართალდამცველების ძალისხმევას ამ დიდი წარმატებისათვის, რადგან მათ თავიანთი პროფესიონალიზმით დაარწმუნეს ევროპელი კოლეგები, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელიც უვიზო მიმოსვლის პირობებში შევა ევროპაში, იქნება კანონმორჩილი მოქალაქე. და აი, აქ ჩვენ უნდა ვიყოთ ყველანი ყურადღებით: რომ, როდესაც საზღვარი გაიხსნება, ჩვენ არა მარტო საკუთარი თავი და ოჯახები, არამედ ქვეყანაც არ შევარცხვინოთ, რადგან ევროკავშირის ქვეყანაში შესვლა ნიშნავს ევროკავშირში მოქმედი კანონების განუხრელად დაცვას და აქაური წესების პატივისცემას.

მე ძალიან დიდი სიხარულით მინდა, ასევე, მივულოცო გუშინდელი შედეგი ყველა თაობის ქართველ დიპლომატს, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რადგან სწორედ აი, ამ ეპოქიდან ჩვენი დიპლომატები დღემდე მუშაობდნენ იმისთვის, რომ დამდგარიყო ეს წარმატება.

გუშინდელი დღე ნიშნავს, რომ ჩვენ რამდენიმე დღეში უკვე ხელშესახები იმედი გვაქვს იმისა, რომ საზღვრები გაიხსნება; რომ ჩვენ შევძლებთ, მოკლევადიანი მიზნებით − იქნება ეს ტურიზმი, საზაფხულო სკოლა, ახლობლების მონახულება თუ, უბრალოდ, სიახლეების ნახვა − ვიზიტორის სტატუსით, ყოველგვარი ვიზების მოძიებისა და ბიუროკრატიის გარეშე, ვიმოგზაუროთ ევროკავშირის ქვეყნებში.

ყველას გილოცავთ ამ დიდ წარმატებას და გისურვებთ, რომ ჩვენ ყველას ერთად მომავალშიც გვეშენებინოს  ძლიერი ევროპული ქართული სახელმწიფო, ” – ნათქვამია თეა წულუკიანის განცხადებაში.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

ლიანა ჯოჯუა: ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართველების მხარდაჭერა იმიტომ, რომ ქართველი ვარ და მინდა, ჩემმა ხალხმა მიგულშემატკივროს

ლიანა ჯოჯუა: ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართველების მხარდაჭერა იმიტომ, რომ ქართველი ვარ და მინდა, ჩემმა ხალხმა მიგულშემატკივროს

7 years ago

“მთავრობა და კრიზისული ვითარება უნდა იმართებოდეს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ”

10 years ago
იუსტიციის მინისტრმა სამინისტროს საქმიანობაში 4 პრიორიტეტული მიმართულება გამოყო

იუსტიციის სამინისტროს სსიპებ-ში 200-მდე ადამიანის შემცირება იგეგმება

9 years ago
ჯანდაცვის მინისტრი – ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საფრთხის რისკი მომატებულია, მაგრამ ყველა ღონისძიება გვაქვს გატარებული, რაც ამ რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს

ეკატერინე ტიკარაძე – დაველოდებით ეპიდემიოლოგების პასუხებს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ჩაიკეტება თუ არა გარდაბანი

6 years ago

ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ ქართულ რაგბიში მომხდარ დოპინგ-სკანდალზე საქართველოს ნაკრების მორაგბეებს საბოლოო სასჯელი გამოუტანა. World Rugby-სა და World Anti-Doping Agency-ის ერთობლივი...

Read moreDetails
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია 05/12/2026
  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by