• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, December 17, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

აღმოსავლეთ სარდლობას ახალი სარდალი ჰყავს

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

Tavdacvaსაქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობას ახალი სარდალი ჰყავს. პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე აღმოსავლეთ სარდლობის შტაბს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ წარუდგინა.

თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა აღმოსავლეთ სარდლობის სარდლის მოვალეობის შემსრულებელს, პოლკოვნიკ შალვა ბაჯელიძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე ღირსეულ ოფიცრად დაახასიათეს და წარმატებები უსურვეს. ღონისძიებას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

„მინდა, პირველ რიგში, მივულოცო პოლკოვნიკ ტაბატაძეს ეს ძალიან მაღალი თანამდებობა, ამავე დროს, მინდა, ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ის წარმოადგენს ზუსტად იმ ფორმაციის ოფიცერს, რომელსაც გვსურს, უკვე თანდათანობით ჩავაბაროთ მართვის სადავეები. მას აქვს საველე გამოცდილებაც და ძალიან მაღალი დონის სამხედრო განათლებაც, რომელსაც ის ამჟამადაც განაგრძობს გერმანიაში, შესაბამის სასწავლებელში. უახლოეს მომავალში დაგვიბრუნდება დიპლომით, გააგრძელებს თავისი სამსახურის შესრულებას და დარწმუნებულები ვართ, წარმატებით გაართმევს თავს“, – განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე ისეთივე წარმატებული სარდალი იქნება, როგორი წარმატებულიც მისი სამხედრო კარიერაა.

„არჩევანი გენერალთან მრავალკვირიანი საუბრის შედეგად მარტივად ჩამოყალიბდა. ჩვენ ვეძებდით სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი სამეთაურო გამოცდილება, რომლებიც ჯარში არიან ათმეთაურიდან დაწყებული ბრიგადის მეთაურის ჩათვლით გამოცდილებით, ვისაც ნამსახურები აქვთ მისიებში, იციან ამ ტიპის გამოწვევების ყველა შუქჩრდილი. ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ ძალიან რთულ ვითარებაში სწრაფად ოპერირება, აქვთ შესაბამისი დასავლური განათლება და გამოცდილება. ორივე – აღმოსავლეთის და დასავლეთის მეთაურებიც, სწორედ, ამ ნიშნით შეირჩა. ვფიქრობ, რომ პოლკოვნიკი ჯაბახიძეც და პოლკოვნიკი ტაბატაძეც ქართული არმიის ერთ-ერთი საუკეთესო ოფიცრები არიან. ისინი არიან ახალგაზრდები და ესეც იყო ერთ-ერთი ნიშანი ყველა დანარჩენი სამხედრო მოსამსახურისთვის იმის სათქმელად, რომ თუკი მათი განათლება, გამოცდილება, ჯარში საქმიანობა იქნება მიმართული ერთადერთი ამოცანისკენ, რომ მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს, აქვთ შანსი, დაწინაურდნენ, იყვნენ სამეთაურო რგოლში და აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის წინაშე. ორივე სარდალს მინდა წარმატებები ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ჯარი მხოლოდ მოგებული დარჩება ამ სიახლეების შედეგად “, – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში თვრამეტი წელია მსახურობს; სწავლობდა თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის სახმელეთო ფაკულტეტზე, გავლილი აქვს ეროვნული და საერთაშორისო სასწავლო კურსები, მათ შორის, გენერალური შტაბის კურსი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

პოლკოვნიკ შავლეგო ტაბატაძეს მიღებული აქვს მედლები – „გენერალი მაზნიაშვილი“ და „სამშობლოსათვის თავდადებული“, ასევე, სხვა ეროვნული და საერთაშორისო ჯილდოები. მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში – კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში.

სამხედრო კარიერის განმავლობაში მან სხვადასხვა ეტაპი გაიარა. იყო I ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი, III ქვეითი ბრიგადის მეთაური, V ქვეითი ბრიგადის მეთაური; ბოლო პერიოდში კი, გენერალურ შტაბში J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსის პოზიცია ეკავა.

 

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025
საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო
ანალიტიკა

საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო

04/24/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “ალისკას ძმებთან აქვს ურთიერთობა, ძირითადად უფროს ძმასთან… ედუარდი რამდენჯერმე იყო ჩვენთან” – სოფო ნიჟარაძე საუბრობს მიხეილ სააკაშვილის შვილებთან და დედასთან ურთიერთობაზე 12/15/2025
  • პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში 12/15/2025
  • ზუგდიდში, დენის დარტყმის შედეგად მუშა დაიღუპა 12/15/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In