• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, October 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

დიპლომატიური კორპუსი თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს მხდაჭერას უცხადებს

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოში აკრედიტებულ ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატებს უმასპინძლა.

გაფართოებულ შეხვედრაზე ლევან იზორიამ უცხოელ ელჩებს და თავდაცვის ატაშეებს სამინისტროში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რეფორმების მიზანი, ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, ნატოსთან თავსებადი, თავდაცვის უნარიანი შეიარაღებული ძალების შექმნა და სრულყოფაა, რაც უწყებაში ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის, ბიუროკრატიული აპარატის შემცირების, დუბლირებული ფუნქციების აღმოფხვრის და უფუნქციო საშტატო ერთეულების გაუქმების გზით უნდა განხორციელდეს.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა რეფორმების განხორციელების პროცესში ლევან იზორიას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს. საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის შეფასებით, მიმდინარე რეფორმები დროული იყო. „ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პროგრესმა, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს უფრო მეტ შესაძლებლობებს მისცემს გაუმკლავდეს რეგიონში არსებულ გამოწვევებს. რეფორმები ძალიან რთულად განსახორციელებელი იყო, რადგან ის პერსონალის შემცირებასთან და სამინისტროს სტრუქტურის რეორგანიზაციასთანაა დაკავშირებული, თუმცა ეს დროული იყო. აღნიშნული ცვლილებებით უფრო სწრაფად განვახორციელებთ ჩვენს საწვრთნელ პროგრამას საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის, რაც მას საშუალებას მისცემს გაზარდოს თავდაცვითი შესაძლებლობები.“

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, თავდაცვის სამინისტროს ახალ, ოთხწლიან სტრატეგიას და სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის შემუშავების პროცესს. თავდაცვის მინისტრმა უცხოელ სტუმრებს ის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები გააცნო, რომელიც დოკუმენტში იქნება ასახული.

საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩის პასკალ მენიეს განცხადებით, ყველა დადებითად აფასებს მიღწევებს, რაც თავდაცვის მინისტრმა რეფორმების კუთხით განახორციელა. „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი ძირითადად შეიარაღებული ძალების თავდაცვის მზადყოფნის გაძლიერებაზეა ორიენტირებული, რომელიც ეტაპობრივი პროცესია და რომლის განხორციელებაც სამინისტრომ უკვე დაიწყო. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაცვის სტრატეგიის მთავარ მიზანს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება წარმოადგენს, რათა მან შეძლოს საფრთხის შეკავება და აგრესიის მოგერიება. ჩვენ მხარს ვუჭერთ შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას, რადგან საბიუჯეტო თანხები, რომლებიც აღჭურვილობის შესაძენად და წვრთნებისთვის იყო გამოყოფილი არასაკმარისია, რაც იმას ნიშნავს, რომ კონფლიქტის დროს შეიარაღებული ძალები საფრთხეებთან გამკლავებას ეფექტურად ვერ შეძლებდნენ. მზად ვართ გვერდში დავუდგეთ საქართველოს და დავეხმაროთ სამხედრო მოსამსახურეების მომზადებაში.“
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმაც შეაფასა. „ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უწყებაში მიმდინარე რეფორმა ყველაზე მრავლისმომცველი მცდელობაა, რომელიც უკავშირდება არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს რეორგანიზაციას, არამედ ფუნქციონალური გზით შეიარაღებულ ძალებსაც შეეხება. პროგრესის დიდი ნაწილი უკვე მიღწეულია. რეფორმა ბევრ რთულ პირობასაც მოითხოვს. რთულია სამხედრო ქვედანაყოფების რეორგანიზაცია და კადრების შემცირება, მაგრამ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის რთული ნაბიჯების გადადგმა საჭიროა“.

გაფართოებული შეხვედრის ბოლოს დიპლომატებმა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებთან გამართული შეხვედრა დადებითად შეაფასეს, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს და თავდაცვის სფეროში ინტენსიური თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.

უცხო ქვეყნის დიპლომატებთან და სამხედრო ატაშეებთან გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია ესწრებოდნენ.

Share1Tweet1

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადი შემცირდა

სესხების გაცემის მიმართულებით ეროვნული ბანკი საბანკო რეგულაციების გამარტივებას გეგმავს

7 years ago
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს

12 years ago
გვინეტ პელტროუს ახალი, 5-დღიანი დეტოქს-დიეტა, რომელიც საკუთარ საიტზე გამოაქვეყნა

გვინეტ პელტროუს ახალი, 5-დღიანი დეტოქს-დიეტა, რომელიც საკუთარ საიტზე გამოაქვეყნა

10 years ago

საგადასახადო სამართალდარღვევის 960 ფაქტი გამოვლინდა

10 years ago

ახალი ამბები

სკოლაში არასრულწლოვანებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
ახალი ამბები

სკოლაში არასრულწლოვანებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

10/24/2026

სკოლაში არასრულწლოვანებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მომზადების ბრალდებით,...

მეტის ნახვაDetails
„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • სკოლაში არასრულწლოვანებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს 10/24/2026
  • „რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან 10/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by