• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“უნივერსიტეტის I კორპუსის შენობაში დაფიქსირდა ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის 3 შემთხვევა”

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მიმართავს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ნანუაშვილი2016 წლის 14 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში და გვიან ღამით აკვირდებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე ორ აქციასა და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. სამწუხაროა, რომ რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ძალადობის ფაქტებს, ხოლო პოლიციამ და თსუ–ს დაცვის სამსახურმა ვერ მოახერხეს ერთი მხრივ, ამ ფაქტების თავიდან არიდება და მეორე მხრივ, მათზე ეფექტური რეაგირება.

14 მარტს უნივერსიტეტის I კორპუსის შენობაში დაფიქსირდა ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის 3 შემთხვევა. ჟურნალისტების განცხადებით, აღნიშნული ქმედებების ჩამდენი პირები თსუ–ს თვითმმართველობის მომხრე სტუდენტები იყვნენ. კერძოდ, „ლიბერალის“ ჟურნალიტს სოფო გოგიშვილს თვითმმართველობის აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ ყელში ხელი წაუჭირა და მისი ძირს დაგდება სცადა, წაართვა ტელეფონი და მოპოვებული ჟურნალისტური მასალა წაუშალა. ტელეფონი მას მოგვიანებით დაუბრუნეს. „ლიბერალის“ მეორე ჟურნალისტს მამუკა მგალობლიშვილს კამერა ძირს დააგდებინეს, რამაც იგი დააზიანა. „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს გიორგი დიასამიძეს წაართვეს ტელეფონი, რომლითაც განვითარებულ მოვლენებს იღებდა, დაცვის სამსახურის თანამშრომელი კი მას ტერიტორიის დატოვებისაკენ მოუწოდებდა. ჟურნალისტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის დაცვის სამსახურისა და პოლიციის წარმომადგენლები მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, მათ არ მიიღეს ეფექტური ზომები ძალადობის თავიდან ასაცილებლად და მათ აღსაკვეთად.

ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას ადგილი ჰქონდა იმ დროს, როდესაც უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, მეორე კორპუსიდან გამომავალი გვირაბის მეშვეობით ახალგაზრდების დიდი ჯგუფი, მათ შორის ნიღბიანი პირები შემოვიდნენ, რამაც პროცესებში გარკვეული არეულობა შემოიტანა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ჯგუფი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეუერთდა. სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის ცნობილი გახდა ერთი სტუდენტის დ.ხ.–ს ცემის შესახებაც. აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის შენობაში შესვლა შეზღუდული იყო. შესაბამისად, დასადგენია, როგორ მოხვდა ახალგაზრდების ზემოაღნიშნული ჯგუფი შენობაში და ვის ეკისრებოდა პასუხისმგებლობა ამ კონკრეტული შესასვლელის კონტროლზე.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბარში გუშინდელი აქციის არაერთი მონაწილე მიუთითებდა პოლიციელთა მხრიდან უმოქმედობასა და არაეფექტურ საქმიანობაზე. პარალელურ რეჟიმში ორი კონტრაქციის მიმდინარეობა პოლიციისაგან განსაკუთრებულ მობილიზებასა და ყურადღებას მოითხოვს. ამ პროცესში, მნიშვნელოვანია პოლიციელების მხრიდან სათანადო ვერბალური კომუნიკაცია აქციის მონაწილეებთან, მათთვის ცალკეული საკითხების განმარტებისა და სიტუაციის შემდგომი დაძაბვის თავიდან ასაცილებლად სწორი გზავნილების მიწოდების მიზნით. აუცილებელია რომ როგორც პოლიციამ, ასევე თსუ–ს დაცვის სამსახურმა უზრუნველყოს თანაბარი მიდგომა ორივე აქციის მონაწილეთა მიმართ, მათ შორის შენობაში შესვლისა და გადაადგილების კუთხით. შენობაში შესვლის შეზღუდვა კი დასაბუთებული და პროპორციული ღონისძიება უნდა იყოს და არ უნდა გამოიწვიოს თავად შეკრების თავისუფლების შეზღუდვა.

ძალადობის შემთხვევებში აუცილებელია ასეთ ფაქტებზე დაუყოვნებლივი და ეფექტური რეაგირება და მოძალადეთა სათანადოდ დასჯა. მივმართავ შესაბამის უწყებებს, ამ მიზნით მიიღონ სათანადო ზომები. გამოძიების ფარგლებში გამოსარკვევია პოლიციელთა და თსუ–ს დაცვის სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულების საკითხი. მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ ძალადობისაგან და არ დაუშვან მისი პროვოცირება.

მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები, რომლებიც რამდენიმე დღეა გამოხატავენ პროტესტს, აყენებენ სისტემური ცვლილებების განხორციელების მოთხოვნებს. აღნიშნული საკითხებით უნდა დაინტერესდნენ სათანადო უწყებები და კომპეტენციის შესაბამისად გადადგან შემხვედრი ნაბიჯები.

„როგორც სახალხო დამცველი, გამოვხატავ პირად დაინტერესებას უნივერსიტეტში ე.წ. „ოდეერის“ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით და ვგეგმავ გამოვიყენო ჩემს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი ამ მიმართულებით არსებული ვითარების კანონიერების შესასწავლად. ამავდროულად, მზადყოფნას გამოვთქვამ ჩავერთო უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის გაუმჯობესების პროცესში, რათა გამოირიცხოს არასამართლიანი თუ უთანასწორო მიდგომა სტუდენტებს შორის და მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესებისათვის საზიანო ვითარების არსებობა.“

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი პროცესზე დაკვირვებას განაგრძობს.

ShareTweet

ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026

საინტერესო

„ანუ ევროპა გინდა ჩემს გარეშე, შენს გარეშე, მეზობლის გარეშე, ძმის გარეშე, რის გარეშე?! ძალიან ბოლშევიზმში გადავიდა ეს ხალხი…“ – ნინო ნადირაძის ინტერვიუ „იმედის კვირასთან“

„ანუ ევროპა გინდა ჩემს გარეშე, შენს გარეშე, მეზობლის გარეშე, ძმის გარეშე, რის გარეშე?! ძალიან ბოლშევიზმში გადავიდა ეს ხალხი…“ – ნინო ნადირაძის ინტერვიუ „იმედის კვირასთან“

2 years ago
კონსტანტინე სურგულაძე: “ქართული ხელნაწერების დიგიტალიზაცია მოხდება”

კონსტანტინე სურგულაძე: “ქართული ხელნაწერების დიგიტალიზაცია მოხდება”

12 years ago

ნორბერტს როესგენი: „საქართველო მზადაა ევროპასთან დაახლოებისთვის”

11 years ago

რეზო ჩხეიძის 88 წლისადმი და “ჯარისკაცის მამის” 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

12 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by