ამერიკის სახელმწიფო მდივანი ივნისის დასაწყისში თბილისში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ ჯონ კერიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან გამართულ შეხვედაზე განაცხადა.
„ვაპირებ საქართველოს მონახულებას, სავარაუდოდ ივნისში. საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ახლო მეგობარია და მინდა ქართველებს გარკვევით ვუთხრათ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ბრძოლას დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის.“ აღნიშნა ჯონ კერიმ.













