• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მიხეილ ჯანელიძე: “საქართველო თავს იმკვიდრებს რეგიონში, როგორც ძალზედ მნიშვნელოვანი მოთამაშე

10 years ago
in პოლიტიკა
A A
მიხეილ ჯანელიძე: “საქართველო თავს იმკვიდრებს რეგიონში, როგორც ძალზედ მნიშვნელოვანი მოთამაშე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჯანელიძეაშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა, სადაც საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის აუცილებლობაზე, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე, საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

„ჩვენ მივისწრაფვით ნატოსა და ევროკავშირისკენ და უკვე მნიშვნელოვანი წარმატებები გვაქვს ამ გზაზე. საქართველო თავს იმკვიდრებს რეგიონში, როგორც ძალზედ მნიშვნელოვანი მოთამაშე“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრის თქმით, ყველაზე დიდი ემოციური გამოხმაურება ქართველ ხალხში ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას მოჰყვა, რადგან ეს შეთანხმება მათ დიდი ხნის ოცნების ახდენის, კერძოდ, ევროპის სრულუფლებიან წევრებად გახდომის შესაძლებლობას აძლევს. ამ კონტექსტში, მიხეილ ჯანელიძემ ვიზა ლიბერალიზაციის კუთხით მიღწეულ წარმატებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ სრულად შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა და რეკომენდაცია, რაც ნიშნავს, რომ „საქართველო არის სანდო და საიმედო პარტნიორი, რომელსაც შესაძლებელია ევროკავშირმა თავისი საზღვრები გაუხსნას“.

თავის გამოსვლაში მინისტრმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება საქართველოსთვის ნატოში ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობაზე და ვრცლად ისაუბრა იმ ძალისხმევაზე, რომელსაც მთავრობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და ნატოსთან თავსებადობის გაძლიერების თვალსაზრისით ახორციელებს. „ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, ალიანსის წევრებთან იმისთვის, რომ ვარშავის სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი დაფიქსირდეს“ – განაცხადა მინისტრმა.

წარმატებებთან ერთად, მინისტრმა საქართველოს წინაშე მდგარ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევაზე, კერძოდ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე ისაუბრა. მიხეილ ჯანელიძის თქმით, საქართველო, მიუხედავად პროვოკაციებისა, ცდილობს სიფრთხილე გამოიჩინოს, შეინარჩუნოს პრაგმატული პოზიცია და იმუშაოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით. „ჩვენ ვცდილობთ გავაძლიეროთ ჩართულობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან, რათა მათთვისაც ხელმისაწვდომი გავხადოთ ევროპასთან ინტეგრაციის ის სიკეთეები, რითაც საქართველოს დანარჩენი მოსახლეობა სარგებლობს“ – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თავის გამოსვლაში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებსაც შეეხო, კერძოდ, მან საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ ინიცირებულ რეფორმების პროგრამაზე და ამ პროგრამის ფარგლებში კანონის უზენაესობის განმტკიცების, ინკლუზიური მმართველობის განვითარების, ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ ისაუბრა.

გამოსვლაში ვრცელი ადგილი დაეთმო საქართველოს ეკონომიკური განვითარების თემატიკას, კერძოდ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების, ინვესტიციების მოზიდვის, საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციის, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და უმუშევრობის აღმოფხვრის საკითხებს. მინისტრმა საქართველოში მიმდინარე ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა, როგორიცაა ახალი აბრეშუმის გზის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, ბაქო-თბილისი-ყარსი რკინიგზისა და სამხრეთის გაზის დერეფნის განვითარების პერსპექტივები.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო “თბილისი თაიმსი” ჟურნალისტური საქმიანობით დაინტერესებული ადამიანებისთვის სტაჟირების პროგრამას იწყებს

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო “თბილისი თაიმსი” ჟურნალისტური საქმიანობით დაინტერესებული ადამიანებისთვის სტაჟირების პროგრამას იწყებს

7 years ago
6 თებერვალს რესტორნები თვითნებურად გაიხსნება – რესტორატოთა ასოციაცია

6 თებერვალს რესტორნები თვითნებურად გაიხსნება – რესტორატოთა ასოციაცია

5 years ago
“კონკრეტული პირები ცდილობენ თემით სპეკულირებას და მეწარმეებს უკანონო ქმედების ჩადენისკენ მოუწოდებენ”

“კონკრეტული პირები ცდილობენ თემით სპეკულირებას და მეწარმეებს უკანონო ქმედების ჩადენისკენ მოუწოდებენ”

9 years ago

საქართველო უნგრეთთან საინვესტიციო თანამშრომლობის განვითარებას აპირებს

13 years ago

ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა

05/13/2026

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ნუკრი ქოქუაშვილია. ახლობლების ინფორმაციით, 25 წლის ბიჭის ცხედარი პოლიციამ იპოვა. ნუკრი ქოქუაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან იყო და...

Read moreDetails
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

05/13/2026
სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

05/13/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა 05/13/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 05/13/2026
  • სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა 05/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by