• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, October 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ახალგაზრდა ფერმერებს გვაქვს სურვილი ხელი შევუწყოთ აგროტურიზმის განვითარებას” – მელანო დადალაური

11 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, მთავარი მოვლენები
A A
„ახალგაზრდა ფერმერებს გვაქვს სურვილი ხელი შევუწყოთ აგროტურიზმის განვითარებას” – მელანო დადალაური
11
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ახალგაზრდების დაინტერესებასა და მათ ჩართულობას ენიჭება. ბოლო დროს,  საქართველოს ფერმერთა ასოციაციის და სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ დახმარებით, ახალგაზრდა მეწარმეთა რიცხვმა იმატა. ამჯერად, „თბილისი თაიმსის“ სტუმარი მელანო დადალაურია. მელანო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირებას სწავლობს, პარალელურად კი სოკოს წარმოებით არის დაკავებული.

სოკოს ბიზნესი სტუდენტმა გოგონამ სოფელთან ურთიერთობის შენარჩუნების დაიწყო. კულტივირებული ხის სოკო – კალმახა სოფელ კურდღელაურში იწარმოება. ბიზნესის დაწყებამდე, მელანომ საფუძვლიანად შეისწავლა, როგორც წარმოების პროცესი, ისე სოკოს გასტრონომიული თვისებები. ცოდნას ის სხვებსაც უზიარებს და აქტიურად ეწევა ამ პროდუქტის პოპულარიზაციას. სოციალურ ქსელში აქტიურად ათავსებს სოკოსგან მომზადებული კერძების რეცეპტებს, რომლებიც მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი და სასარგებლოა.

წარმოების პროცესსა და სირთულეებზე „თბილისი თაიმსს“ დეტალებით მელანო დადალაური ესაუბრა.

11801956_1147265461971395_1485408167_n

თქვენი ბიზნესის შესახებ, რომ გვიამბოთ, როგორ დაიწყეთ და საიდან გაჩნდა იდეა?

– იდეა დაახლოებით 2 წლის წინ გაჩნდა. მამას სურვილი ჰქონდა, რომ შვილებს სოფელთან ურთიერთობა არ გაგვეწყვიტა. მშობლები ყოველთვის  გვერით გვიდგანან და ეს ჩვენი წარმატების ფორმულაა. მოგეხსენებათ, ბევრი ახალგაზრდა ტოვებს სოფელს, ეს ლოგიკურიცაა, ისინი უკეთეს მომავალზე ფიქრობენ და ზრუნავენ თვითგანვითარებაზე, თუმცა სასურველია, შემდეგ ისინი სოფლებში თუ არ დაბრუნდებიან, მცირედი წვლილი მაინც შეიტანონ რეგიონულ  განვითარებაში.

თავიდან სულ მცირე რაოდენობით დავიწყეთ სოკოს მოყვანა, რადგან გამოცდილება არ გვქონდა და ყველა არსებულ რისკს თავიდანვე ვერ გავთვლიდით. იყო ჩავარდნებიც, თუმცა დაუღალავი შრომისა და ბევრი ინფორმაციის მოპოვების წყალობით ნელ-ნელა ყველაფერი ავაწყეთ.

რა სახეობის სოკოს აწარმოებთ და როგორია უშუალოდ წარმოების პროცესი?

– სოკო თელავში, სოფელ კურდღელაურში მოგვყავს. ნამჯის დამუშავება ხდება სპეციალური მეთოდებით და შემდეგ მიცელიუმის დათესვა, ჯერ ინკუბატორში გამოგვყავს ტომრები სიბნელეში და შემდეგ გამოსაყვან ოთახში გადაგვაქვს, სადაც უკვე 10-12 საათის განმავლობაში განათება ესაჭიროება. საჭიროა ტემპერატურისა და ტენიანობის დაბალანსება. ამ ეტაპზე დიდი რაოდენობით არ მოგვყავს, რადგან ტექნიკური დეტალების გაუმჯობესება მიმდინარეობს, სექტემბრიდან განვითარების ახალ ფაზაზე ვაპირებთ გადასვლას.

როგორ შეაფასებთ არსებულ ბაზარს კონკურენციის თვალსაზრისით და თქვენ როგორი კმაყოფილი ხართ, წარმოების მოცულობითა და გაყიდული რაოდენობით?

– პროდუქტის გასაღება ადგილობრივ, თელავის ბაზარზე ხდება. ჩაბარების ფასიც საკმაოდ მაღალია თბილისთან შედარებით, თუმცა სეზომის მიხედვით მერყეობს დაახლოებით 3-7 ლარამდე.

კონკურენტული ბაზარი შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ თბილისშია, რადგან რამდენიმე მსხვილი მწარმოებელია ბაზარზე.

რამდენადაც ვიცით, თქვენ მიიღეთ მონაწილეობა „აწარმოე საქართველოშის“ პროგრამაში, როგორ დაგეხმარათ სახელმწიფო პროგრამა?

– 2015 წლის 15 მარტიდან საქართველოს რეგიონებში „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში დაწყებულია მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის განხორციელება, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ხელს უწყობს საკუთარი საქმის წამოწყებაში და დადებით გავლენას ახდენს რეგიონის განვითარებაზე.

ამ პროექტის ფარგლებში მივიღეთ გრანტი, რომლითაც გავაუმჯობესეთ გათბობისა და გაგრილების სისტემები. ეს პროგამა ძალიან დიდი ბიძგი იყო, არა მარტო ჩვენთვის, არამედ  ბევრი მცირე და მიკრო მეწარმისთვის, რომელთაც საშუალება მიეცათ თავიაანთი მეურნეობა ბიზნესად ექციათ.

თქვენ მიიღეთ „საერთაშორისო ბიზნეს იდეების“ კონკურსშიც მონაწილეობა, რა კონკურსი იყო და რა პერსპექტივები შეიძლება გაუჩნდეს თქვენს ბიზნესს?

– საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის პირველი შესარჩევი ეტაპი დასრულდა. სოციალური მედიის მხარდამჭერთა მიხედვით, ჩემი ბიზნეს იდეა მე-2 ადგილზე გავიდა 428 კანდიდატს შორის, რაც ძალიან დიდი მიღწევაა.  თუმცა, სამწუხაროდ, ჟიურის მიერ არჩეულ 6 საუკეთესო პროექტში ვერ მოხვდა. ამ კონკურსის შედეგად, გაიზარდა ცნობადობა ჩემი პროდუქციის, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო მაშტაბით. გავიცანი ბევრი პოტენციური პარტნიორი და მომხმარებელი.

გავხდი YPARD(ახალგაზრდა პროფესიონალები სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის)-ის წევრი. ამისთვის, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა YPARD-ის წარმომადგენელს საქართველოში ბატონ დავით გოგილაშვილს. ამ ორგანიზაციამ საშუალება მომცა ძალიან ბევრ  მწარმოებელს დავკავშირებოდი მსოფლიო მაშტაბით, რომლებიც ამ სფეროთი არიან დაკავებულები.

სამომავლო გეგმების შესახებ, რომ გვიამბოთ…

– საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და მისი ხელმძღვანელი ქალბატონი ნინო ზამბახიძე აპირებს ახალგაზრდული  ფრთის შექმნას, რომელშიც აქტიურად ვიქნები ჩართული, კერძოდ, კახეთის რეგიონში ვიქნები მათი ახალგაზრდა წარმომადგენელი და ვეცდებით ამ კუთხეში მცხოვრებ მეწარმეებს, ფერმერებს და უბრალოდ ადამიანებს, რომელთაც მეურნეობის წამოწყების სურვილი აქვთ გაუწიოთ კონსულტაციები, დავეხმაროთ თავიაანთი პროდუქციის პოპულარიზაციაში, ბიზნესის გამართულად ფუნქციონირებაში, გასაღების ბაზრის ათვისებაში და ა.შ.

გარდა ამისა, ახალგაზრდა ფერმერებს გვაქვს სურვილი ხელი შევუწყოთ  აგროტურიზმის განვითარებას და ამ მხრივ აქტიურად ვმუშაობთ.

ნათია კეკენაძე

ნათია

Share4Tweet3

ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს
ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026

საინტერესო

კოლორადოში ყველაზე დიდ წყალდიდობას ებრძვიან

13 years ago
გიორგი კვირიკაშვილმა და პეტრო პოროშენკომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ისაუბრეს

გიორგი კვირიკაშვილმა და პეტრო პოროშენკომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ისაუბრეს

9 years ago

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებს პრაქტიკული ნაწილიც დაემატება

13 years ago
“ჰოი, საოცრებავ! ოპერაცია არ გახდა საჭირო…” – სასწაული, რომელიც მომლოცველს “დედოფალმა” მოუვლინა

“ჰოი, საოცრებავ! ოპერაცია არ გახდა საჭირო…” – სასწაული, რომელიც მომლოცველს “დედოფალმა” მოუვლინა

3 years ago

ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026

ბერი ანდრიას ფონდი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი წაიღო ჩემი გულის ნაწილი სოხუმში... ვიცი მამა ანდრია ჩაგიხუტებს...

მეტის ნახვაDetails
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/17/2026
  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by