• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, June 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგი მარგველაშვილი: „დღეს ჩვენ თქვენ უმნიშვნელოვანეს მისიაში გაცილებთ”

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

margvelaსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაზიანის  IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიას დაესწრო.

ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედროებს სიტყვით  მიმართა და “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში მშვიდობიანი და წარმატებული მონაწილეობა უსურვა:

„დღეს ჩვენ თქვენ უმნიშვნელოვანეს მისიაში გაცილებთ. გაცილებთ და ამავე დროს ვფიქრობთ თქვენზე და იმ მნიშვნელოვან სამსახურზე, რომელიც თქვენ უნდა გაუწიოთ სამშობლოს და მთელ მსოფლიოს. თქვენ მიბრძანდებით თქვენს თანამებრძოლებთან ერთად,  იმისთვის რომ დაიცვათ მშვიდობა მთელს მსოფლიოში. თქვენ მიბრძანდებით საქართველოს ინტერესების დასაცავად.

დღეს, როდესაც მსოფლიო მოცულია და შეძრწუნებულია ტერორიზმის საშინელი აქტებით, თქვენი სამსახური განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თქვენი მეგობრები და თანამებრძოლები წლების განმავლობაში ამ მისიით და სხვა მისიებით, რომელშიც საქართველო მონაწილეობდა, იცავდენენ მშვიდობას მთელს მსოფლიოში.

თქვენ იცავდით და იცავთ საქართველოს საბრძოლო დროშას იმ მრავალსაუკუნოვან და ამაყ ტრადიციას, რომელიც გვაქვს ქართველ ჯარისკაცებს. ყოველი დღე, რომელსაც თქვენ იქ გაატარებთ, ჩვენ თვალს გადევნებთ ერთდროულად სიამაყით და ამავე დროს თქვენზე ფიქრით და თქვენზე ლოცვით. მინდა გითხრათ, რომ მთავარი რაც თქვენ იქ უნდა გააკეთოთ, ეს არის დაიცვათ ადამიანის სიცოცხლე, გაუფრთხილდეთ თქვენს სიცოცხლეს და გაუფრთხილდეთ სხვა ადამიანების სიცოცხლეს. იმიტომ რომ ეს არის ჯარისკაცის მთავარი მოვალეობა.

კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით სამსახურისთვის, ვიფიქრებ თქვენზე ყოველი დღე , როდესაც თვენ იქნებით იქ. დაგვხდებით თითოეულს აქ, როდესაც მშვიდობით ჩამობრძანდებით სამშობლოში.

ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და დალოცოს საქართველო.“- აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ასევე  ცენტრ „დელტას“ მიერ დამზადებული ახალი  პერსონალური დაცვის საშუალებები დაათვალიერა, რომლითაც ქართული ჯარი აღიჭურვება.

უახლოეს მომავალში ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონი, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის ასეული, ასევე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისა და ეროვნული გვარდიის ოცეულები გაემგზავრებიან.

ქართველი სამხედროები “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში მონაწილეობისთვის საქართველოს პრეზიდენტთან  ერთად ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, თავდაცვის მინისტრმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა,  გენერალური შტაბის უფროსმა  და ამერიკის ელჩმა  გააცილეს.

Share1Tweet1

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად შეფასდა

10 years ago
სოსო ჯაჭვლიანი: “შემოვდივარ საკანონმდებლო წინადადებით”

სოსო ჯაჭვლიანი: “შემოვდივარ საკანონმდებლო წინადადებით”

11 years ago

ქვემო-ქართლის რეგიონში მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამა დაიწყო

10 years ago
თბილისის ბაღების 200-მდე მეთოდისტს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა

თბილისის ბაღების 200-მდე მეთოდისტს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა

7 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by