“თუ სასამართლო საბოლოოდ დაადგენს, რომ ტელეკომპანია მე მეკუთვნის, დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ვუთმობ ჩემი წილის ნახევარს,” – ამის შესახებ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა სასტუმრო “რედისონში” დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა,
“მინდა ყველა კითხვას გავცე პასუხი, როოგრი იქნება “რუსთავი 2”, როდესაც საბოლოოდ გადმოვა ჩვენს საკუთრებაში. დღეს ჩემთან ერთად არიან დვალი და აქიმიძე. პირველი დღიდან გამოვაცხადე, რომ ეს არის ჩემი ბრძოლა სამართლიანობის აღდგენისათვის. მინდა, რომ სამართლიანობა ყველა ადამიანისთვის აღდგეს, ვინც დაზარალდა სააკაშვილის რეჟიმის დროს. თუ სასამართლო საბოლოოდ დაადგენს, რომ ტელეკომპანია მე მეკუთვნის, დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ვუთმობ ჩემი წილის ნახევარს. თვითონ დათო და ჯარჯი არიან ტელეკომაპნიის საწყისებიდან, მათი გაკეთებულია “რუსთავი 2”, – განაცხადა ხალვაშმა.













