• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, August 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

106 წლიანი რეპრესიების შემდეგ საქართველოს სამოციქულო ეკლესია ავტოკეფალურია

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

“გილოცავთ ავტოკეფალიას, ხუნდები აეხსნა ივერიის ეკლესიას რადგან დამონებული იყო ჩვენი ეროვნული სიწმინდე მდაბიო ერად იყო ქცეული ქართველი ხალხი  იგი ტანჯვის ცრელმლს ჰღვრიდა, ახლა კი სიხარულის ცრემლს ვაფრქვევთ. გაუმარჯოს თავისუფალი ერის თავისუფალ ეკლესიას,” – ამ სიტყვებით მიულოცა გადასახლებაში მყოფმა კირიონმა ქართველ ერს 1917 წლის 12, ძველი სტილით 25 მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მღებული ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. ქართველი ხალხი არსდროს შეგუებია ავტოკეფალიიის გაუქმებას და თავის ხელთ არსებული ყველა საშუალებით იბრძოდა ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად. რუსეთის წმინდა სინოდის მიერ 1811 წლის 30 ივლისს დამტკიცებული საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაციისა და მართვა-გამგეობის პროექტი, რუსი ეგზარქოსების საქმიანობა საქართველოში, ის რეპრესიები, რომელსაც 106 წლის მანძილზე განიცდიდა მართლმადიდებელი ეკლესია და ქართველი ერი, არაფერი იყო გარდა მცდელობისა სულიერი ძალა გამოეცალათ, ქართველთათვის ყველაზე წმინდა ეკლესია, სარწმუნოება მოეშალათ და გენადგურებინათ.

რა პირობებში უწევდა მართლმადიდებლურ ეკლესიას არსებობა, როგორ ხელყოფდნენ სიწმინდეებს რუსეთის სინოდის მიერ დანიშნული ეგზარქოსები და როგორ აღადგა ავტოკეფალია The Tbilisi Tims ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი  ელდარ ბუბულაშვილი ესაუბრა.

12900050_960553110708413_432827389_n“ეგზარქოსები ძარცვავდნენ ქართული ოქრომჭედლობისა და ტიხრული მინანქრის უიშვიათეს ნიმუშებს და რუსთეში გაჰქონდათ. მოიშალა საეკლესიო კათედრები. ქართული წირვა-ლოცვა მრავალხმიანი ქათული საგალობელები  რუსულით შიცვალა. ორიოდე წელში საქართველოს ეკლესიამ დაკარგა ის რასაც საუკუნეების მანშილზე აშენებდა.

იმპერატორ ნიკოლოზ 1-ის  ჩამოსვლის წინ  ეგზარქოსმა ევგენიმ  “სანიტრაული წესრიგის” საბაბით, თეთრად შეალესინა სვეტიცხოვლის ალავერდის ერთაწმიდის უნიკალური ფრესკები. პავლე ლებედევმა სემინარიის რექტორ ჩუდეცკისთნ ერთად გაძარცვა ხახულის ღვთისმშობლის ხატი, მიიტაცა ოქროსა და ვერცხლის ხატები საეკლესიო ნივთები. ეგზარქოსმა ჩუდეცკის მკვლელობის გამო სიონის ტაძრის ამბიონიდან დაწყევლა,”- ელდარ ბუბულაშვილი.

ავტოკეფალიას განსაკუთრებული  მნიშვნელობა ჰქონდა ქართული ეკლესიის ისტორიოაში.  ეს არაერთხელ აღუნიშნავს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს. “ჩვენი ერის ისტორიაში არის განსაკუთრებული დღეები, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით შევიდა ჩვენს წარსულში, ჩვენს ისტორიაში და რომელსაც ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა სანამ იარსებებს დედამიწა და კაცობრიობა. ეს არის საქართველოს ეკლესია და ჩვენი ერი, ჩვენი ერის მნიშვნელობა ეკლესიაში და ჩვენი ეკლესიის მნიშვნელობა ჩვენს ერში. არ შეიძლება არ ითქვას, რომ ავტოკეფალიას ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს ერის ისტორიაში. ძნელია წარმოვიდგინოთ ის, ვინ ვიქნებოდით ჩვენ ჩვენი ეკლესიის და ავტოკეფალიის გარეშე. ყოველ შემთხვევაში ის არ ვიქნებოდით რაც დღეს ვართ. ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის, რადგან ღვთის განგებით და ღვთის ბრძანების გარეშე ეს არ მოხდებოდა”. სწორედ უწმინდესიის დაუღალავი მოღვაწეობის დამსახურებაა, რომ მსოფლიოს საპატრიარქომ 1990 წელს ოფიციალურად ცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა.

“XX საუკუნის დასაწყისში საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის მესვეურებმა, ქართველ სამღვდელოებასთან ერთად, დაიწყეს ზრუნვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. ქართველი საზოგადოების მოწინავე ნაწილი,  ილია ჭავჭავაძის  მეთაურობით, მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვს ეახლა და ოფიციალურ დონეზე მოსთხოვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის განხილვა. მეფის მთავრობამ დანიშნა სხდომა, სადაც მოხსენებით გამოვიდნენ: ეპისკოპოსები კირიონი, ლეონიდე, პროფესორები ალ.ცაგარელი, ალ.ხახანაშვილი, ნიკო მარი. კირიონის მოხსენების თემები იყო: ქართული საეკლესიო საკითხი;  რა აიძულებს ქართველებს, იმეცადინონ თავისი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაზე; რომელ წელს მიენიჭა ივერიას ავტოკეფალია; ეროვნული პრინციპი ეკლესიაში. ქართველებმა დაასაბუთეს, რომ ეკლესიური მონობა ყველა მონობაზე უარესია, აგრეთვე ის, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება ეწინააღმდეგებოდა მსოფლიო ეკლესიის კრებების კანონებს.

12726090_960554284041629_1287677278_n1917 წლის 12 (25) მარტს, ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო კრებაზე მიიღო შემდეგი შინაარსის დოკუმენტი: ამიერიდან, 12 მარტიდან, გრძელდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია; დროებით, კათოლიკოსის არჩევამდე, ეკლესიის გამგედ დაინიშნა გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე; საქართველოს ეკლესიის მმართველობა ევალება აღმასრულებელ კომიტეტს, რომელშიც შედიან როგორც სასულიერო, ისე საერო პირები. იმავე წლის სექტემბერში, ქართულმა ეკლესიამ, 106 წლიანი იძულებითი შუალედის შემდეგ, კვლავ აირჩია კათოლიკოს-პატრიარქი. ეს პატივი წილად ხვდა ავტოკეფალიისათვის დაუცხრომელ მებრძოლს, კირიონს, რომელიც შემდგომ ვერაგულად მოკლეს მარტყოფის მონასტერში.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მსოფლიოს ყველა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ აღიარა, მაგრამ არ არსებობდა ამ აღიარების წერილობითი დასტური. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაუღალავი მოღვაწეობით, მსოფლიოს საპატრიარქომ 1990 წელს ოფიციალურად ცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა. ამავე წლის 4 მარტს, მართლმადიდებლობის დღესასწაულის დღეს, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა ყოვლადუწმიდესმა დიმიტრიოსმა საზეიმო ვითარებაში გადასცა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია II-ს საქართველოს უწმიდესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების, და საქართველოს უწმიდესი ეკლესიის მეთაურის საპატრიარქოს ტიტულის ცნობისა და ბოძების სიგელები,”- ელდარ ბუბულაშვილი.

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

ShareTweet

ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა
ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა

08/06/2026
რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.”  – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ახალი ამბები

რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

08/06/2026
„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში
ახალი ამბები

„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში

08/05/2026
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა
ახალი ამბები

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026

საინტერესო

რუსეთი ევროკავშირს აფრთხილებს

12 years ago
შსს-მ კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლისა და თაღლითობის ფაქტზე 43 პირი დააკავა

შსს-მ კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლისა და თაღლითობის ფაქტზე 43 პირი დააკავა

11 years ago
მკაცრი მუსიკალური სამოსელი გულთბილ პიანისტს მალავს – სტუმრად ვალერიან შიუკაშვილთან

მკაცრი მუსიკალური სამოსელი გულთბილ პიანისტს მალავს – სტუმრად ვალერიან შიუკაშვილთან

10 years ago
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები – პატრიარქს არსებულ ინფორმაციას არ აწვდიან, ამიტომ მასთან შეხვედრა აუცილებელია

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები – პატრიარქს არსებულ ინფორმაციას არ აწვდიან, ამიტომ მასთან შეხვედრა აუცილებელია

7 years ago

ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „თბილისის სასწრაფო დახმარების მე-2 ფილიალის 0232 ბრიგადამ გამოძახება მიიღო....

მეტის ნახვაDetails
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს 08/17/2026
  • „როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია 08/17/2026
  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by