• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, August 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თეა წულუკიანმა დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალი ოფისი დაათვალიერა

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

წულუკიანიიუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახალ ოფისში გადადის. წერეთლის გამზირზე მდებარე შენობა ცენტრის საჭიროებების გათვალისწინებით სპეციალურად გარემონტდა. იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი უწყების ახალი ოფისი დღეს თეა წულუკიანმა დაათვალიერა.

ახალი შენობა, უშუალოდ თანამშრომლების საჭიროებების გარდა, „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარებზეა მორგებული. პროგრამა განმეორებითი დანაშაულის პრევენციის მიზნით ხორციელდება და მასში  ყოფილი პატიმრები არიან ჩართულნი. „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ მათთვის სხვადასხვა სერვისს ახორციელებს. ახალ ოფისში პროგრამის ბენეფიციარებთან შეხვედრებისათვის სპეციალური სივრცეებია გამოყოფილი, რათა პროგრამის მონაწილეებმა − ყოფილმა პატიმრებმა, თავი მშვიდ, არასტრესულ გარემოში იგრძნონ და მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში შეძლონ კომუნიკაცია დანაშაულის პრევენციის ცენტრის თანამშრომლებთან.

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“ 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობაა. 2013-2015 წლებში პროგრამით ისარგებლა 1621-მა ყოფილმა პატიმარმა. ამათგან, 597 ბენეფიციარს გაეწია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის დახმარება; უფასო სამგზავრო ბარათი მიიღო 232-მა ბენეფიციარმა; იურიდიული კონსულტაცია გაიარა 403-მა ბენეფიციარმა; ფსიქოლოგის მომსახურება გაეწია 235  ბენეფიციარს; დასაქმდა 203 ყოფილი პატიმარი; 207-მა  ბენეფიციარმა წარმატებით გაიარა პროფესიული გადამზადების კურსები. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში 43 ყოფილი პატიმრის 42 ბიზნესიდეა დაფინანსდა.

რაც შეეხება იმ პროექტებს, რომლებსაც სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდებისთვის ახორციელებს, ისინი  მედიაციის სახლში ფუნქციონირებს, რომელიც 2014 წლის ივლისში ნაძალადევის რაიონში გაიხსნა. ოფისში განთავსებულია მედიაციისა და პრემედიაციისათვის განკუთვნილი სივრცეები, ტრენინგების ოთახები.

მედიაციის სახლში სპეციალური პროგრამები მიმდინარეობს იმ მოზარდებისათვის, რომლებსაც არ ჩაუდენიათ დანაშაული, მაგრამ ხასიათდებიან ანტისოციალური ქცევით და მათი მხრიდან კანონდარღვევის რისკი მაღალია. სპეციალურად მათთვის ნაძალადევის რაიონში მუშაობს „ახალგაზრდული კლუბი“, სადაც არასრულწლოვნებს დროის საინტერესოდ და ნაყოფიერად გატარების საშუალება აქვთ.

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

ლილ უეინს დემნა გვასალიას ქურთუკი აცვია, რომელსაც შოთა, ვაჟა, გალაკტიონი აწერია

ლილ უეინს დემნა გვასალიას ქურთუკი აცვია, რომელსაც შოთა, ვაჟა, გალაკტიონი აწერია

7 years ago
ინტელექტის დღე-2014 იწყება!

ინტელექტის დღე-2014 იწყება!

12 years ago
სასტუმრო ღვინის კასრებში

სასტუმრო ღვინის კასრებში

7 years ago
„მთელ უბანში ტყვიები ყრია” – გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

„მთელ უბანში ტყვიები ყრია” – გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

2 years ago

ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ჩაქვის ტერიტორიაზე სატვირთო მატარებელი ადამიანს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების...

მეტის ნახვაDetails
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026
  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by