• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, June 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თბილისში კიდევ 13 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მერია„უახლოეს მომავალში დაგეგმილია გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები აბაშიძის, ბარნოვის, ნუცუბიძის, ჟღენტისა და ჩარგლის ქუჩებზე. ეს გახლავთ ქალაქის საკმაოდ სტრატეგიული, გადატვირთული და რთული მონაკვეთები და მე მინდა დავავალო შესაბამის სამსახურებს, პირველ რიგში, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს, ასევე, გამგეობებს, ტრანსპორტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებს, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები სამუშაოების მოსამზადებლად, სწორად გათვალონ და დაგეგმონ სამუშაოების შესრულების პერიოდები და დრო. ასევე, მოსახლეობას დროულად მიაწოდონ ინფორმაცია დაგეგმილი თუ მიმდინარე საგზაო სამუშაოების შესახებ, რათა მაქსიმალურად იქნეს შემცირებული ქალაქში გადაადგილებისას შექმნილი სირთულეები და სამუშაოები შესრულდეს დადგენილ ვადებში, შესაძლებლობის ფარგლებში კი, კიდევ უფრო ადრეც,“- ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ამჟამად, დედაქალაქის მასშტაბით, გზების კაპიტალური და აღდგენითი შეკეთება მიმდინარეობს 11 მისამართზე. კეთდება გლდანის რაიონში ყაზბეგის ქუჩა, ჩუღურეთში ჯავახიშვილისა და ჩიტაიას ქუჩები, ასევე, ამავე რაიონში კაპიტალურად კეთდება ჩეჩელაშვილის ქუჩა, მიმდინარეობს სამუშაოები კრწანისის რაიონში და დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში.

მეორე საკითხი, რაზეც დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა, ახალი საბავშვო-ბაღები იყო. დავით ნარმანიას განცხადებით, 2017 წლისთვის თბილისში კიდევ 13 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება. საბავშვო ბაღებზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა დაგეგმილია დედაქალაქის იმ უბნებში, სადაც განსაკუთრებით მაღალია სხვაობა მოთხოვნასა და არსებული ადგილების რაოდენობას შორის.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს დედაქალაქის მერია 10 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობას იწყებს. თბილისის მერის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ 13-ვე ბაღი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით და რაც მთავარია, გათვალისწინებული იქნება ენერგოეფექტურობის ელემენტები.

კიდევ ერთი თემა, რაზეც დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დავით ნარმანიამ ისაუბრა, ბოლო პერიოდში, ოპონენტების მხრიდან დედაქალაქის მთავრობის წინააღმდეგ დაგეგმილი მიზანმიმართული კამპანიები იყო.

„თითქოსდა ხალხის პრობლემების მოგვარების მიზნით, პოპულისტურად ცდილობენ თბილისის მთავრობის წინააღმდეგ პროვოკაციული თემების წამოწევას და ამით პოლიტიკური ქულების დაწერას, თუმცა, აქვე ავიწყდებათ ის, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მათ თავად უგულებელყვეს ეს პრობლემები, რომელთა მოგვარებაც, სწორედ ამ მიზეზით, ჩვენთვის ახლა გაცილებით დიდ ძალისხმევას უკავშირდება.

მე მინდა, მივმართო მოსახლეობას, ნუ აყვებიან დედაქალაქის მთავრობის წინააღმდეგ დაგეგმილ მიზანმიმართულ პროვოკაციებს და ნუ ჩაერთვებიან პოლიტიკურად მართულ პროცესებში, რადგანაც ეს ყველაფერი არ კეთდება მათი კეთილდღეობისთვის, არც მათთვის საცხოვრებელი, თუ საარსებო პირობების გასაუმჯობესებლად, არამედ, აღნიშნული კამპანიები ხორციელდება კონკრეტული პირების პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რასაც ხელი არ უნდა შევუწყოთ,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ShareTweet

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

ლევან დავითაშვილმა  მცხეთის მუნიციპალიტეტში „ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში“  შექმნილი ახალი საწარმო გახსნა

ლევან დავითაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტში „ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში“ შექმნილი ახალი საწარმო გახსნა

10 years ago

უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 7 ივნისს გაიმართება

12 years ago
სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა

უჩა ნანუაშვილმა გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი მოიწვია

10 years ago
რაჭაში ორ დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ

რაჭაში ორ დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ

3 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by