• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს ბინები საკუთრებაში გადასცა

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თავდაცვავარკეთილის სამხედრო ქალაქში სამხედრო მოსამსახურეებისთვის საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემის ღონისძიება გაიმართა. აბაშვილის ქუჩის N3-ში მდებარე სამხედრო ქალაქის V და IX კორპუსებში საცხოვრებელი ფართები 150 სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პირადად გადასცა. თინათინ ხიდაშელმა ახალ მესაკუთრეებს ბინების მიღება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

სამხედრო ქალაქში ბინების გადაცემის ცერემონიალზე იმყოფებოდნენ ასევე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და შეიარაღებული ძალების სხვა ხელმძღვანელი პირები.

აბაშვილის ქუჩის N3-ში ბინები, ამჯერად, იმ სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს, რომლებსაც საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება ნამსახურები წლების მიხედვით და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის „ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეების მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ N135 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის საფუძველზე ეკუთვნოდათ.

თავდაცვის მინისტრმა ბინების გადაცემის კრიტერიუმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, 2017 წელს უკვე შესაძლებელი იქნება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების სისრულეში მოყვანა. „ბინების დარიგების დროს რამდენიმე პრინციპი მოქმედებს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კონტრაქტებია, სადაც გარკვეულ პერიოდამდე სახელმწიფოს მიერ ვალდებულებაა აღებული. ეს არის პირველი და მთავარი კრიტერიუმი. ჩვენ დაახლოებით 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გვყავს დარჩენილი, ვისაც ბინა არ აქვს მიღებული. ჩემი მინისტრობის დროს უკვე 400-მდე სამხედრო მოსამსახურემ მიიღო ბინა. ჩვენ ორ კვირაში, აღდგომის შემდეგ, კიდევ 120 ბინას გადავცემთ. ივნისში დაახლოებით ამდენივეს; ვფიქრობთ, წლის ბოლომდე კიდევ ორ კორპუსს ჩავაბარებთ ანუ თითქმის გავანახევრებთ სიას. 2017 წელს უკვე შესაძლებელი იქნება მთლიანად დავასრულოთ ეს ვალდებულება. ამ ვალდებულებებში ხდება ადამიანების გადაჯგუფება მათი კონკრეტული მახასიათებლებით – მრავალშვილიანობა, სოციალური სტატუსი, ნამსახურობის წლები. ბუნებრივია, დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს განსაკუთრებული პრიორიტეტი ენიჭებათ. ჩვენ დავასრულეთ გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრების დაკმაყოფილება,“ – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ბინების განაწილება კენჭისყრის მეშვეობით განხორციელდა. სამხედროებს ბინები საკუთრებაში პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცათ.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა სამხედროებთან და მათი ოჯახის წევრებთან ერთად ახალი ბინები დაათვალიერა და სარემონტო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

ShareTweet

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელს მიუსაჯეს, დანაშაულის ხანდაზმულობის გამო არ დააპატიმრებენ

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელს მიუსაჯეს, დანაშაულის ხანდაზმულობის გამო არ დააპატიმრებენ

4 years ago
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

2 months ago

ბეირუთში თურქი პილოტები გაიტაცეს

13 years ago
“ყველას უჭირს რუსეთთან ურთიერთობა”

“ყველას უჭირს რუსეთთან ურთიერთობა”

11 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by