• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„პოპულუსი“- ახალი ქართული ბრენდი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს

10 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
„პოპულუსი“- ახალი ქართული ბრენდი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს
8
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ახალი ქართული ბრენდი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. „პოპულუსის“ ხის ჩანთების შემქნელები მარიამ სიორდია, დავით ვაზაგაშვილი და თინა ოსაძე არიან.

ჩანთები მთლიანად ხისგან მზადდება, სარჩულად გამოყენებულია ქეჩა, დამზადების პროცესში იყენებენ ხევსურულ ნაქარგს, მაქმანის დეტალებს და ტყავსაც კი. საშიშროება იმის, რომ ჩანთა შეიძლება გატყდეს ,ბრენდის შემქმნელების თქმით, არ არსებობს. მათი ჩანთების მთავარი უპირატესობაც სწორედ ხარისხია. ხის მასალას სახელოსნოში ყიდულობენ, პირველ ეტაპზე ფანერს, ახლა კი წიფელს იყენებენ.

„თბილისი თაიმსს“ ახლადშექმნილი ბრენდისა და მისი სამომავლო გეგმების შესახებ თინა ოსაძე ესაუბრა.

13035629_1172132249484716_1985690300_o

საიდან გაჩნდა იდეა, რომ შექმნილიყო ჩანთების ბრენდი „პოპულუსი“ და როგორია მისი დაარსების ისტორია?

ჩანთების შექმნის იდეა დიდი ხანია გვქონდა, ინსპირაციის წყარო ილიაუნის ფაბლაბი გახდა. სწორედი  ილიაუნის „ფაბლაბში“ არსებული ტექნიკური რესურსის გაცნობის შემდეგ დავიწყე ფიქრი ხის ჩანთების შექმნაზე, მაგრამ უშუალოდ იდეის პროტოტიპირებაზე მუშაობა თებერვლიდან მარიამ სიორდიასთან ერთად დავიწყეთ ინოვაციების სააგენტოს პროექტის („დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად“) ფარგლებში. პროექტის დასრულების შემდეგ კი დამოუკიდებლად გავაგრძელეთ მუშაობა..

რა უპირატესობები აქვს ჩანთებს სხვა ჩანთებისგან, რამდენად მოსახერხებელია და რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა იგი?

– პოპულუსის ჩანთები რადიკალურად განსხვავდება სხვა ჩანთებისგან, ეს ინოვაციიაა ქართულ ბაზარზე – ეროვნული კულტურისთვის დამახასიათებელი ორნამენტებით გაფორმებული ხის ჩანთები და ამავდროულად, ვფიქრობ, ძალიან დახვეწილი, ორიგინალური და ხარისხიანი პროდუქტია. იმდენად კომფორტულია თითოეული ჩანთა… პირველ ეტაპზე ჩვენ თვითონაც კი ვერ წარმოგვედგინა, ხე თუ ასეთი მოქნილი მასალა იქნებოდა, მაგრამ შედეგი საოცარი გვაქვს.

13046328_1172135012817773_1534610533_n

როგორ იქმნება ჩანთები, სამუშაო მასალაზე და მისი შექმნის ეტაპებზე,რომ გვესაუბროთ?

– თავდაპირველად ესკიზებს ვქმნით, შემდეგ ლაზერული მჭრელის საშუალებით ვჭრით ხეს და ვიწყებთ ხის ხელით დამუშავებას. ჩანთის სარჩულად ვიყენებთ ქეჩას და შემდეგ  ეტაპი სწორედ ქეჩის დამუშავებაა, ხისა და ქეჩის სინთეზი კიდევ უფრო საინტერესოსა და ნატურალურს ხდის ჩვენს პროდუქტს.. უკვე გამზადებულ ჩანთას ხევსურული ნაქარგი ორნამენტებით ან ტყავისა და მაქმანის დეტალებით ვაფორმებთ.  ორნამენტები შეგვიძლია შევცვალოთ მომხმარებლის სურვილისამებრ, დავამატოთ ან საერთოდ არ გავუკეთოთ..

რა სირთულეები შეგხვდათ ბრენდის ჩამოყალიბების პროცესში და დაახლოებით, რამდენი ადამიანი მუშაობთ ?

– ახლა განვლილ 3 თვეზე რომ ვსაუბრობთ გვეცინება ხოლმე, ბევრი რამ გაგვიჭირდა მაგრამ აქამდე ყველა პრობლემა მარტივად გადავლახეთ და იმედია სამომავლოდაც ასე გაგრძელდება..

ამ ეტაპზე სულ სამნი ვართ..  მე და მარიამ სიორდია დიზაინზე ვმუშაობთ, დავითი კი გრაფიკაზე, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთის ფუნქციებსაც ვითავსებთ ხოლმე.

რას ნიშნავს სახელი „პოპულუსი“?

– პოპულუსი ლათინური სიტყვაა და ხეს ნიშნავს.. გარადა ამისა არსებობს პოპულუსის ხეც – საქართველოში ვერხვის სახელითაა ცნობილი.

12166570_1172134729484468_968381802_n

პროდუქციის რეალიზაციაზე, რომ გვესაუბროთ,ხართ თუ არა კმაყოფილები და სად უნდა შეიძინოს მომხარებელმა თქვენი ჩანთები და როგორია ფასები?

– პირველი გამოფენა-გაყიდვა 8 მარტს გვქონდა თბილისი მოლში, მას შემდეგ პროდუქტის რეალიზაციას ფეისბუქ გვერდის საშუალებით ვცდილობთ და ამ ეტაპზე საკმაოდ ბევრი შეკვეთა გვაქვს.  გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი ჩანთები ბაზარზე გამოჩენისთანავე არამარტო ქართველ, ასევე უცხოელი დამთვალიერებლებშიც დიდ ინტერესს იწვევს. ამ ეტაპზე ფასები 70 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და უკავშირდება თუ არა იგი პროდუქციის საზღვარგარეთ გატანას?

– ბევრი ახალი იდეა გვაქვს, სამომავლოდ არამარტო ჩანთების ხაზის განვითარებას, ასევე  ახალი ხაზის დამატებასაც ვფიქრობთ. სარეალიზაციოდ კი არამარტო ონლაინ სივრცის, ასევე აქსესუარის მაღაზიების ათვისებასაც ვაპირებთ.

პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ვქმნით ნამდვილად არის საერთაშორისო დონის და ვაპირებთ საზღვარგარეთ გატანას.

ეს არ არის უბრალოდ საქართველოში ნაწარმოები პროდუქტი, იგი ჩვენი ეროვნული კულტურის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

ნათია კეკენაძე

ნათია

 

Share3Tweet2

ახალი ამბები

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

კარგი სიახლე პენსიონერებისთვის – მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიები კიდევ იზრდება

10/12/2026
ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025

საინტერესო

რუსთავში დედა–შვილს მანქანა დაეჯახა

რუსთავში დედა–შვილს მანქანა დაეჯახა

2 years ago
სააგენტომ რამდენიმე ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

„ვინც ამ დღეებში შეიძინა შპს „მადას“ წარმოებული ხორცის ნახევარფაბრიკატები არ მიიღოს საკვებად“

12 years ago
ლოცვა, რომელიც სვეტიცხოვლობას უნდა წაიკითხოთ

ლოცვა, რომელიც სვეტიცხოვლობას უნდა წაიკითხოთ

2 years ago
მეოთხე ტალღა იქნება გაცილებით რბილი – თენგიზ ცერცვაძე

ცერცვაძე: ფაიზერი რომ უნდათ მხოლოდ, იგივეა, იძახონ, “მერსედესის” ბოლო გამოშვება გვინდაო

5 years ago

ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედას ეძებენ. „ვეძებთ ნათია დიაკვნიშვილს (დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედას) თუ...

მეტის ნახვაDetails
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026
  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026
  • „ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი 10/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by