„ჩვენ დამოუკიდებლად ვაპირებთ ამ არჩევნებში მონაწილეობას. “IRI”-ის და “NDI”-ის კვლევის შედეგებიც გვარწმუნებს,რომ ეს გადაწყვეტილება სწორია,“ – განაცხადა პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ზე, „შაბათის კურიერის“ ეთერში საუბრისას.
„კვლევის მიხედვით თუ ვინმეს გააჩნია მზარდი რეიტინგი პოლიტიკურ სივრცეში, ეს არის „თავისუფალი დემოკრატები“. ნეგატიური მხარდაჭერა ფაქტობრივად არ არსებობს. ამ ხელისუფლების ნდობა დაბალია და არც წინა ხელისუფლების ნოსტალგია აქვს არავის, ამიტომ ჩვენი შანსები ყოველდღიურად იზრდება. კვლევების შედეგები არის რეალობა და ხელისუფლებას არ უნდა დაჯერება.
მინდა ვკითხო ხელისუფლებას, რატომ არის კონგრესში მსგავსი გამოსვლები? ეს აზიანებს ჩვენს იმიჯს. როდესაც საქართველოს მთავრობას აქვს მკვეთრად გამოხატული ევროატლანტიკური პოზიცია, ბევრი უნდა იმუშავონ, რომ კონგრესში არ განიხილებოდეს ასეთი საკითხები. ვისურვებდი, რომ ყველა კონგრესმენმა ისაუბროს საქართველოს წინსვლაზე და ევროატლანტიკურ სივრცესთან დაახლოებაზე.“
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესმენმა სტივ რასელმა ბიძინა ივანიშვილი დაასახელა საქართველოში რუსული ინტერესების გამტარებლად.
“ „რუსთვი- 2“ ის წინააღმდეგ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება კრახი საქართველოს დემოკრატიისთვის, დააზაინებს საქართველოს იმიჯს. ასეთ გადაწყვეტილებას პრაქტიკულად გამოვრიცხავ. როდესაც საქართველოში არიან მოსამართლეები „მურუსიძეები“, ამიტომ არის ხელისუფლებისადმი ნდობის ხარისხი დასული ნულამდე.დღევანდელი მდგომარეობა- არაფორმალური მმართველობა, არის არაორდინალური შემთხვევა საქართველოს ისტორიაში,“ – ამბობს ზურაბ აბაშიძე.
მანჩო ღოღობერიძე













